IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. rolleyes.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მაშიკო
პოსტი Jan 24 2012, 11:44 PM
პოსტი #2


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ქუთაის-გაენათის ეპარქია


ქუთაის-გაენათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მდინარე რიონის ქვემო დინებასა და წყალწითელას ხეობას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთის და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან - ხონის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიები. სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე გამოვლენილი ადამიანის უძველესი საცხოვრისები - ჭახათი, თეთრამიწა, საკაჟია, საგვარჯილე - ამ მხარის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის მიმანიშნებელია.

ბიბლიური ნოეს შთამომავლის ეგროსის წილხვდომილ მამულზე, ადრეულ წერილობით წყაროთა დასტურით, არსებული უძველესი სახელმწიფოს შესახებ ძველი ასურული და ურარტული ლურსმული წარწერები გვაუწყებენ. კოლხას სახელწიფოს შემადგენლობაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია იგულისხმება. ანტიკურ სამყაროში ცნობილი კოლხეთის მძლავრი სამეფოს შესახებ ბერძენ-რომაელი მწერლებიც წერდნენ. ჰეროდოტე მას ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების - მიდიისა და აქემენდური ირანის - გვერდით ახსენებს. ამ ქვეყნის ცენტრალურ ქალაქს აპოლონიოს როდოსელი (ქრისტეს შობამდე III ს.) კუტაიას, ხოლო პროლოპი კესარიელი (VI ს.) კუტაიონს უწოდებენ. კოლხეთის სამეფოს (ქრისტეს შობამდე VI-III სს.) დაშლის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით ჩამოყალიბებულ ეგრისის სამეფოს მზარდ პოპულარობას მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი კოლხეთის დიდება და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა. ევროპა-აზიის წყალგამყოფი და საერთაშორისო მაგისტრალის ერთი მონაკვეთი - მდ. რიონი - ეპარქიის ტერიტორიას შუაზე ჰყოფდა. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები სწორედ მდინარე ფაზისთან აკავშირებენ მოციქულთა საქართველოში მიმოსვლის მარშრუტს. ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათა მოციქულის მიერ გაქრისტიანებულ „ფაზისის იბერებში“ მდინარის გასწვრივ მცხოვრებნი, მათ შორის ცენტრალური იმერეთის, თანამედროვე ქუთაის-გაენათის სამღვდელმთავრო ტერიტორიის იმჟამინდელი მოსახლეობაც იგულისხმება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საბოლოოდ ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცეული იმერეთი საქართველოს ერთიანი საეკლესიო ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

VI ს. ორ მძლავრ სახელმწიფოს ირან-ბიზანტიის პოლიტიკური და სამხედრო კონფრონტაციის პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ხელიდან-ხელში გადადიოდა. საომარი მოქმედებებით იავარქმნილი სამეფო დაქვეითების გზას დაადგა. VI ს. 60-იან წლებში, დასავლეთ საქართველოდან ირანის განდევნის შემდეგ, ზღვისპირეთი ბიზანტიელთა ხელში გადავიდა. ამ პერიოდს უკავშირდება ბიზანტიელთა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიის საეკლესიო ექსპანსიაც, შავი ზღვის განაპირა საქართველოს ტერიტორიაზე, ორი მსხვილი ბერძნულენოვანი სამღვდელმთავრო ერთეულის - ლაზიკის სამიტროპოლიტოს და აბაზგიის საარქიეპისკოპოსოს ჩამოყალიბება. მომხვდურის მძლავრობის მიუხედავად, ეგრისი კვლავ საქართველოს სახელმწიფოებრივ შემადგენლობაში, ეკლესიურად კი მცხეთის საყდრის იურისდიქციაში ითვლებოდა. ამავე პერიოდში VII ს. დაარსებულა ქუთაისის საეპისკოპოსოც, რომელიც იმჟამინდელ დასავლეთ საქართველოს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ამ მხარეში ქრისტიანობის დაწინაურების დასტურს, VIII ს. 30-იან წლებში შემოსეულ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის რელიგიურ ასპექტში წარმართვა წარმოადგენს. საეკლესიო გადმოცემით, ქუთაისის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე მოწამეობრივად აღსრულებული არგვეთის მთავარნი დავით და კონსტანტინე მხეიძენი ყოველგვარ „ტანჯუასა, ცეცხლსა, წყალსა და მახვილსა და სიკუდილსა... სახელისათვის ქრისტესისა“ დაითმენდნენ.

ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII ს. ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა. ბერძნულენოვანი ლაზიკისა და აბაზგიის სამღვდელმთავროების გაუქმების შემდეგ, პოლიტიკურად გაერთიანებულ დასავლეთ საქართველოს სამეფოს, საეკლესიო ერთიანობაც სჭირდებოდა. VI-VII ს-დან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X ს-ის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის სამწყსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა. ქუთათელი მღვდლმთავრის აღზევება აღმოსავლეთ საქართველოდან არაბთა შემოსევების გამო, VIII ს. დასავლეთ საქართველოში „მეფე“ სტეფანოზის და მთელი სამეფო ოჯახის გადასვლამ განაპირობა. მეფემ უკანასკნელი განსასვენებელი „საყდარსა ქუთაისსა“ ჰპოვა და ამის შემდეგ ქუთაისი მეფეთა საძვალედ ითვლებოდა.

X ს. ბოლო მეოთხედიდან, 978 წ. ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრა 1027 წ. „აღაშენა მეფემან ბაგრატ, ყოვლად წმიდისა ეკლესია შუენიერი, გუმბათიანი... ყოვლითა შემკობილებითა სრული. და ფრიად დიდი...“. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. მეფის კურთხევის დროს თბილისის დედაქალაქად დაწესების მიუხედავად, ძველი ტრადიციის შესაბამისად კვლავ ქუთათელია ერთ-ერთი უპირატესი მღვდელმთავარი, - „ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინსა თავსა სამეუფოსა“. თამარის მეფედ კურთხევისას საქართველოს ეკლესიის დაწინაურებულ მღვდელმთავართა შორის უმთავრესი სამეფო რეგალიის - მეფის გვირგვინის დადგმაში კვლავ ქუთათელმა აღასრულა.

ქუთათელი სხვა მეფეთა კურთხევის დროსაც ტრადიციულ უპირატესობას ინარჩუნებდა. დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV ს-მდე გასტანა. XV ს-დან კი, - „ოდეს საქართველო განიყო და სამ სამეუფოდ განსქდა... და ხუთ სამთავროდ... დიდების მოყუარებისათვის რომელთამე ახალნი ეპისკოპოსნი დასხეს...“. გურიის დამოუკიდებელ სამათავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეკლესიურად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი, ჯუმათი, ნინოწმინდა - შექმნა. XVI ს. 30-იან წლებში კი აფხაზთა მეფემ ბაგრატ III - (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - ხონი და გაენათი ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ ხონელი „გახდა ეპისკოპოზი მწყემსი ვაკისა“, გაენათელს კი გადაეცა: - „არგუეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათელის სამწყსონი“. იმავე ხანებში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის დროს (1557-1578 წწ.) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციამ ბიჭვინთიდან გელათის მონასტერში გადაინაცვლა... აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საქუთათელოს ოდესღაც მეტად ვრცელ ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია განთავსდა და რამდენიმე ახალი სამღვდელმთავრო აღმოცენდა.

XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. ოსმალთა მძლავრობისაგან და ადგილობრივ მთავართა მიხდომისაგან გაპარტახებული ქუთათელის სამღვდელმთავრო კათედრა საუკუნის ბოლოს 1691 წ. დროებით გაუქმდა კიდეც - „გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლად წმიდისა დიდ შუენიერად გებული... საქუთათლო საეპისკოპოსოსი“.

ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII ს-ის შუა წლებიდან იწყება. 1740 წ. სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.

ეგრის-აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს... ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც და კათოლიკოსადაც იწოდებოდა.

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსად გაენათელის ან ქუთათელის ხშირი აღზევება სამეფოში მათი სერიოზული მნიშვნელობისა და ტრადიციული ერთგულების მიმანიშნებელია. „ისტორიანი და აზმანის“ თანახმად, ჯერ კიდევ თამარის დროს, გიორგი რუსის გამეფების მოსურნე განდგომილ დიდებულებს არ მიემხრო ქუთათელი და „იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა დათხევამდის“. დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის მონასტერი, რომლის წინამძღვარი - მოძღვართმოძღვარი (მოძღვართმოძღვარი განათლების საქმეს განაგებდა ქვეყნის მასშტაბით და შეუვალობის უფლებით სარგებლობდა) - სამეფო დარბაზის წევრი იყო, ბოლომდე - ეპარქიის დაარსების შემდეგაც, მეფის ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენს წარმოადგენდა. ქუთათელისა და გაენათელის სამშობლოსადმი ტრადიციულ ერთგულებასა და დიდ მამულიშვილობას ავტოკეფალიის გაუქმებამდე აქაურ მღვდელმთავართა დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის მოღვაწეობა ადასტურებს. მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ დოსითეოზ წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო, სადაც ამიერ და იმიერ ქართველთა ჭირსა და ლხინში თანადგომის აღთქმა იყო დადებული.

იმერელ მღვდელმთავართა აქტიურობა მათ მიერვე წამოწყებული საქართველოს გაერთიანებისათვის პირველი სერიოზული მცდელობა იყო. ამით მათ საქართველო და მისი ეკლესია ერთიან, განუყოფელ ორგანიზმად და ერთ მწყემსმთავარს დაქვემდებარებულ მთლიანობად წარმოადგინეს. ქუთათელმა და გაენათელმა მღვდელმთავრებმა მოღვაწეობის ხანგრძლივი დროის მანძილზე თავიანთ სამწყსოში გაპარტახებული ადგილები აღადგინეს, იავარქმნილ-სოფლებში გლეხები ჩაასახლეს. ეკლესია-მონასტრები აღაშენეს, აქტიურად დაუპირისპირდნენ ტყვეთა სყიდვას და სხვ.

1819-20 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. რუსეთის მიერ წამოწყებული „ინვენტარიზაციით“ აღშფოთებულ იმერელ მოსახლეობას მღვდელმთავრები ქრისტესმიერი სიყვარულით განსჯისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ, ხოლო რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებას ამ გაუგონარი და ჩვენი ეკლესიისათვის მიუღებელი საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ. რუსმა მოხელეებმა მოხუცი მღვდელმთავრები სახელმწიფოს მტერ „ბუნტოვშიკებად“ შერაცხეს და მათ დასაპატიმრებლად, თითქოს დიდ საომარ ოპერაციას ატარებდნენ, დამატებითი შეიარაღებული რაზმები მოითხოვეს.

ნაცემი და ხიშტებით დაჩხვლეტილი მღვდელმთავრები, ტომრებით ცხენებს აკიდებულნი, რუსეთის გზას გაუყენეს... დასუსტებული დოსითეოსი ანანურთან გარდაიცვალა, ექვთიმე კი ნოვგოროდიდან იმპერატორთან წაარსადგენად პეტერბურგში ჩაიყვანეს... „ყოველივე მოახსენა ხელმწიფესა (იმპერატორ ალექსანდრე პავლეს-ძეს), რაც რომა შეჰკითხულიყო ამა მღვდელმთავრისათვის, და შემდგომად ინება ბრძანებად და წარვლინებად მონასტერსა შინა ნოვგოროდის გუბერნიას, სვირისასა... მუნ მიიცვალა ექსორიობასა შინა...“. მოხუც მღვდელმთავარს მრავალრიცხოვან ქართველთა სისხლის დათხევის გამო იმპერატორ ალექსანდრე I-თვის „ახალი დროის ნერონი“ უწოდებია. გასახლებული და სამშობლოს მონატრული მხცოვანი მღვდელმთავარ 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა.

იმერეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ ეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:


დავით წერეთელი (1845-1853 წწ.);
ევდემონ წულუკიძე (1853-1856 წწ.);
გერმანე გოგოლაშვილი (1856-1860 წწ.);
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე (1860-1896 წწ.);
ბესარიონ დადიანი (1896-1900 წწ.)...
გიორგი ალადაშვილი (1917 წ-მდე).

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:


1. მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე (1917-1918 წწ.);
2. მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (წმინდანად შერაცხილი) (1918-1924 წწ.);
3. მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე (1925-1930 წწ.);
4. მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე (1930-1935 წწ.);
5. მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (1937-1943 წწ.);
6. მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე (1944-1953);
7. მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე (1953-1955 წწ.);
8. მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე (1957-1969 წწ.);
9. მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი (1971-1974 წწ.);
10. მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1978-1981 წწ.);
11. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე (1981-1983).

ქუთაის-გაენათის ეპარქიას ამჟამად მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი

http://www.kutais-gaenati.ge/


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   საქართველოს საპატრიარქო   Dec 10 2011, 01:17 PM
A.V.M   ეპარქიები 1.მცხეთა-...   Dec 10 2011, 01:30 PM
zaz   კარგი იქნება საპატ...   Dec 10 2011, 06:17 PM
A.V.M   ეს საპატრიარქოს ოფ...   Dec 10 2011, 07:39 PM
A.V.M   კონსტიტუციური შეთ...   Dec 14 2011, 07:44 PM
A.V.M   წმ. სინოდის წევრებ...   Dec 17 2011, 07:01 PM
A.V.M   საქართველოს საპატ...   Dec 19 2011, 05:57 PM
A.V.M   მოკლედ რომ ვთქვა რ...   Jan 5 2012, 08:09 PM
qristinee   ამ თემის "უფროსის...   Jan 8 2012, 04:35 PM
qristinee   ეპარქიის ტერიტორი...   Jan 8 2012, 05:16 PM
qristinee   ჩვენ ეპარქიას აქვს...   Jan 8 2012, 05:35 PM
qristinee   http://s018.radikal.ru/i526/1201/84/c9c02c3782bc.j...   Jan 8 2012, 05:53 PM
ikanosi   ფოთისა და ხობის ეპ...   Jan 8 2012, 08:23 PM
dr.house...   მცხეთა-თბილისის ეპ...   Jan 9 2012, 02:40 PM
GIORGI LELUASHVILI   რუსთავისა და მარნე...   Jan 9 2012, 10:40 PM
George Leluashvili   [size=5][b]რუსთავისა და მ...   Aug 15 2012, 03:50 PM
ნაინა   ჩრდილო ამერიკისა დ...   Jan 12 2012, 02:26 AM
marine   http://s018.radikal.ru/i513/1201/21/33660f8c87c4.j...   Jan 16 2012, 04:06 PM
A.V.M   ეხლა მარინეს მიერ ...   Jan 24 2012, 10:34 PM
მაშიკო   ქუთაის-გაენათის ეპ...   Jan 24 2012, 11:44 PM
toka@   http://s018.radikal.ru/i511/1202/78/de2a1dbe8977.j...   Feb 5 2012, 03:54 PM
zaz   სამთავისისა და გორ...   Feb 6 2012, 07:29 PM
zaz   ვანისა და ბაღდათის...   Feb 6 2012, 09:07 PM
terra   მეუფე იაკობი (იაკო...   Feb 15 2012, 08:52 PM
უჩა   [b]რუსთავისა და მარნ...   Feb 15 2012, 09:41 PM
A.V.M   ჩემო ტკბილო ხალხო...   Feb 16 2012, 08:11 PM
სოფი   ახალციხისა და ტაო-...   Feb 16 2012, 09:52 PM
სოფი   ყველაზე ინტერესი...   Feb 16 2012, 10:05 PM
A.V.M   ცოტა ხნით უნდა გად...   Feb 20 2012, 07:32 PM
A.V.M   როგორც საზოგადოებ...   Feb 24 2012, 08:53 PM
A.V.M   როგორც ცნობილია, ა...   Feb 25 2012, 07:52 PM
A.V.M   როგორც საინფორმაც...   Mar 8 2012, 07:36 PM
ქევანა   ესეც პატიოსანი მო...   Mar 8 2012, 08:24 PM
A.V.M   მოსკოვი. კრემლი. მი...   Mar 15 2012, 08:28 PM
mariami-k   მოდერის თხოვნით გა...   Aug 15 2012, 08:30 AM
აკაკი   http://www.youtube.com/watch?v=5vGrWxrxdLU მე...   Aug 15 2012, 06:44 PM
gvanchi   მოდერის თხოვნით ვწ...   Aug 28 2012, 10:45 PM
A.V.M   ხალხს ვცეთ პატივი, ...   Nov 23 2012, 08:33 PM
A.V.M   შეგახსენებთ რომ ხვ...   Dec 20 2012, 03:08 AM
A.V.M   გუშინ ვაანონსებდი ...   Dec 21 2012, 02:10 AM
A.V.M   მოგეხსენებათ რომ მ...   Jan 3 2013, 09:01 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Jan 12 2013, 12:51 AM
Martl_madidebeli   რას ნიშნავს ეს სიტ...   Jan 12 2013, 03:52 PM
A.V.M   Martl_madidebeli დაახლოებით ...   Jan 12 2013, 07:00 PM
A.V.M   გუშინ (14.01.13) კიდევ ერ...   Jan 15 2013, 11:26 PM
A.V.M   როგორც მედიის საშუ...   Jan 18 2013, 10:30 PM
A.V.M   ყაზბეგში "ნაკურთ...   Jan 23 2013, 01:14 AM
A.V.M   სანიტარული ზედამხ...   Mar 16 2013, 03:43 PM
A.V.M   ამ თემაშიც დავდებ: ...   Mar 30 2013, 01:42 AM
A.V.M   საპატრიარქო რაბათ...   Apr 6 2013, 12:08 AM
A.V.M   მეუფე იაკობი - შევთ...   Apr 7 2013, 11:38 PM
A.V.M   საქართველოს საპატ...   Apr 22 2013, 12:57 AM
A.V.M   საპატრიარქო სინოდ...   Apr 23 2013, 10:36 PM
A.V.M   საპატრიაროს განცხ...   May 26 2013, 08:37 PM
A.V.M   http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheiq...   Jul 21 2013, 03:18 PM
G_saxva   ამ წუთებში ზესტაფო...   Jul 22 2013, 10:10 AM
A.V.M   G_saxva აქ არ დავწერ...:D   Jul 22 2013, 08:02 PM
G_saxva   G_saxva აქ არ დავწერ...:D ...   Jul 22 2013, 08:34 PM
qetevano   აუ მეც მაინტერესეე...   Jul 22 2013, 08:49 PM
G_saxva   აუ მეც მაინტერესე...   Jul 23 2013, 09:16 AM
A.V.M   ჯერ პატრიარქმა დად...   Jul 23 2013, 12:34 AM
qetevano   აუ გიორგი -_- :blink:   Jul 23 2013, 11:15 AM
A.V.M   აოფებთ...   Jul 23 2013, 02:58 PM
A.V.M   საქართველოსა და რუ...   Jul 25 2013, 07:12 PM
A.V.M   მეუფე ზენონი , საკმ...   Jul 28 2013, 12:09 AM
A.V.M   საპატრიარქოს კომი...   Aug 5 2013, 01:43 AM
G_saxva   A.V.M რა დღეში ვართ :( მ...   Aug 5 2013, 09:29 AM
qetevano   ეეეე უკვე ძალიან ც...   Aug 5 2013, 02:06 PM
G_saxva   qetevano არ უნდა ლაპარაკ...   Aug 5 2013, 02:47 PM
qetevano   G_saxva ხოოო ძალიან მიკ...   Aug 5 2013, 03:07 PM
G_saxva   G_saxva ხოოო ძალიან მიკ...   Aug 5 2013, 03:26 PM
A.V.M   ,,ჩემო ქვეყანა , სულ ...   Aug 5 2013, 06:09 PM
A.V.M   ზესტაფონელმა მორწ...   Aug 7 2013, 03:10 PM
G_saxva   A.V.M იცი რა ხდება, რეა...   Aug 7 2013, 04:06 PM
A.V.M   10:00 / 14-08-2013 სამ სასულიე...   Aug 14 2013, 01:06 PM
G_saxva   აუცილებელია ყველა ...   Aug 14 2013, 01:11 PM
A.V.M   G_saxva :D მოდი ღრსება –უ...   Aug 14 2013, 01:22 PM
G_saxva   G_saxva :D მოდი ღრსება –...   Aug 14 2013, 02:27 PM
A.V.M   G_saxva თუ ჩაცუცქულ ბაზ...   Aug 14 2013, 09:18 PM
A.V.M   ავტორი ნინო ხარაძე...   Aug 15 2013, 11:53 PM
A.V.M   ბაჩო ახალაიას ადვო...   Aug 16 2013, 12:15 PM
G_saxva   A.V.M ძალიან საინტერე...   Aug 16 2013, 12:43 PM
A.V.M   G_saxva და იმედია სიცრუ...   Aug 16 2013, 02:14 PM
G_saxva   A.V.M ნამდვილად არ მგო...   Aug 16 2013, 02:23 PM
A.V.M   უნდა შევძლოთ რომ ,,ს...   Aug 16 2013, 02:25 PM
A.V.M   http://info9.ge/?l=G&m=1000&id=24897&share=true ...   Aug 16 2013, 02:44 PM
G_saxva   A.V.M ზუსტად ეს არ მომ...   Aug 16 2013, 03:03 PM
A.V.M   მღვდელ ნიკოლოზ ტაბ...   Aug 20 2013, 09:30 PM
G_saxva   A.V.M ვერ დაგეთანხმებ...   Aug 21 2013, 08:49 AM
A.V.M   G_saxva და რა გაიგე აბა ...   Aug 21 2013, 01:19 PM
G_saxva   G_saxva და რა გაიგე აბა ...   Aug 21 2013, 01:24 PM
A.V.M   G_saxva ეგ საერთოდ არ მა...   Aug 21 2013, 01:39 PM
G_saxva   G_saxva ეგ საერთოდ არ მ...   Aug 21 2013, 02:37 PM
qetevano   G_saxva და რა გაიგე გიო?   Aug 21 2013, 02:59 PM
G_saxva   qetevano ზემოთ დავწერე რ...   Aug 21 2013, 03:10 PM
A.V.M   G_saxva გმირობას არავი...   Aug 21 2013, 05:46 PM
G_saxva   G_saxva გმირობას არავი...   Aug 21 2013, 06:03 PM
A.V.M   G_saxva გამაგიჟებთ თქვ...   Aug 21 2013, 06:18 PM
G_saxva   A.V.M არ ვამბობ რომ არ...   Aug 22 2013, 08:57 AM
A.V.M   G_saxva დიდმოწამეობა ა...   Aug 22 2013, 12:29 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 02:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი