პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
დავით ივერიელი |
Sep 14 2006, 09:49 PM
პოსტი
#2
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
დაბრუნება სოფელში
ახლა არის ივნისი. ახლა გვიან ღამდება. მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო! ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას... შემდეგ თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო. ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს, (ახლა უფრო ხშირია დარდი და უიმედობა). მზერას მტაცებს საყდარი. ვლეზე გათხრილ სამარეს ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას. ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად: მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!.. ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა, ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება. თუმცა თვალებს ცრემლიანს არ ეტყობათ დაღალვა, ვიცი, გაფიტრებული, ვგავარ შემოღამებას. ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა... არ თავდება ვარამი და იობის წამება. ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს (თუმცა რაა იმედი? _ წამიერი ფარ-ხმალი). მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს . ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი. ტერენტი გრანელი (დედაენაცვალოს, როგორ მიყვარს)... -------------------- მერე რა რომ . . .
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი