![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
artless |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
გამარჯობა! როგორც თემის აღწერაშივე ვთქვი, მინდა აქ კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. გამოვთქვათ აზრები (იქნებ გავლანძღოთ კიდეც ერთმანეთი, თუ ეს უკანასკნელნი ურთიერთსაპირისპირო იქნება) და როგორმე ერთ დასკვნამდე მივიდეთ... მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა, გახდა მამა თეოდორე გიგნაძის სიტყვები, რომელიც მოვისმინე "იუთუბში": http://www.youtube.com/watch?v=Yo66tHFyn3U&feature=feedlik
როგორც თქვენც ნახავთ (და, იქნებ, უკვე ნანახიც გაქვთ), აქ ეს სასულიერო პირი კონსტანტინე გამსახურდიას მართლმადიდებლობის მტერს უწოდებს. ხოლო, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ კომენტარებიც, სადაც თავად მამა თეოდორეს უწოდებენ ეშმაკის მოციქულს (ერთობ საინტერესოა). ბოლოს და ბოლოს, რაღაცებზე უნდა ვთქვათ სიმართლე! კონსტანტინე გამსახურდია, ჩემი აზრით (და შევეცდები ეს დავამტკიცო), არათუ ქრისტიანი არაა, არამედ რამდენადმე საპირისპირო პოზიციაც უჭირავს. როგორც ცნობილია, მოდერნიზმი (ლიტერატურული მიმდინარეობა) შთაგონებულია, ნასაზრდოებია გამოჩენილი გერმანელი ფილსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით. ამ ადამიანის ხსენებაზე, პირველ რიგში, რაც გაგვახსენდება, ალბათ მისი ცნობილი სიტყვებია: "ღმერთი მოკვდა". აღსანიშნავია ისიც, რომ ის ლაპარაკობს არა, ვთქვათ, ბუდიზმზე, ზოროასტრიზმზე, არამედ სწორედ ქრისტიანობაზე (თუმცა, ალბათ, რაღაც პარალელების გავლება შეიძლება ამ რელიგიებს შორის). ნიცშე უპირველეს ყოვლსა, სწორედ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს - მაშასადამე, ნიცშე "ანტიქრისტიანია". ახლა, მოდით, მოდერნიზმი, გამსახურდია და ნიცშე ერთმანეთს დავუკავშიროთ: მოდერნიზმი ნასაზრდოებია ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით - კონსტანტინე გამსახურდია მოდერნისტია - (დასკვნა) - კონსტანტინე გამსახურდია ნასაზრდოებია ნიცშეს იდეებით. მამა თეოდორე გიგნაძე სწორად შენიშნავს კონსტანტინე გამსახურდიაზე "მართლმადიდებლობის მტერიაო", რომ ამბობს... თუ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით ამის შემჩნევა ჩვენც შეგვიძლია - არის რამდენიმე სცენა "დიდოსტატის მარჯვენაში", სადაც, თუ ძალით არ იბრმავებ თავს, რაღაც სიტყვები გეხამუშება. კარგი, ვთქვათ, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია რომელიმე გმირის სახელით ლაპარაკობს იესო ქრისტეზე (თუ არ ვცდები, მამამზეს სახელით), დაღმეჭილი სახე ჰქონდაო... ვთქვათ, რომ ეს არ არის თავად მწერლის აზრიც (ნიცშეს ხომ არ უყვარდა ქრისტე!). მაგრამ რას ვიტყვით სხვა მომენტებზე - სადაც, მაგალითად, ჯვრის სასწაულმოქმედებას დასცინის? აქ ხომ მარტო კონკრეტულ ფაქტებთან დამოკიდებულება კი არა, ზოგადად, სასწაულებთან, ქრისტიანობასთან დამოკიდებულებაც იკვეთება? კონსტანტინე გამსახურდია, მე ვიტყოდი, დასცინის სასულიერო პირებსაც - მაგალითად, მელქისედეკ კათალიკოსს და, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, არ მოსწონს მისი პიროვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი მომენტია "დიდოსტატის მარჯვენაში", რომელიც ქრისტიანის ყურს ეხამუშება, არ ესიამოვნება. და თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ რატომ ვფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალია? მოდით, ამაზე ვისაუბროთ ![]() |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ესეც ჩემს მიერ დაპირებული ნაშრომი!
---------------------------- ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა“-ანტიმართლმადიდებლური ნაწარმოები ,,ყოველი ფუჭი სიტყვისთვის,რომელსაც იტყვიან კაცნი,პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.“(მათე.12-36) ,,მის (კონსტანტინე გამსახურდია)ნაწარმოებებს განიხილავენ ისტორიული,სოციალურ-პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისით,მაგრამ ჯერ არ ყოფილა სერიოზული მსჯელობამწერლის მსოფლმეხველობაზე,მის რელიგიურ-ფილოსოფიურ კრედოზე,“(1)წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი წერილში-,,კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიანობა.“სწორედ ამ ,,ნაკლის“გამოსწორებას შევეცდებით მოცემულ თემაში და ამ რომანის განხილვას მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან მიმართებაში.“ უპირველესად აღვნიშნავთ უდიდეს პატივისცემას კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ.(აგრეთვე მისი შემოქმედებისადმი),ხოლო თუ ვინმეს მოცემულ თემაში რამე არ მოეწონება,შევახსენებთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სიტყვებს:,,ჩვენ ვაქებთ ამ ნაწარმოების ენას და არ ვაფასებთ მას,როგორც ფილოლოგები.არამედ განვიხილავთ მართლმადიდებლურ ჭრილში.“ამგვარადვე ვიქცევით ჩვენც და არ გავამახვილებთ ყურადღებას,თუ ვისი ან რისი ეპიგონი გახლდათ ბატონი კონსტანტინე,არ გავამახვილებთ ყურადღებას იმ შეუსაბამოებებზე რაც ამ რომანშია გადმოცემული.არ მივანიჭებთ მნიშვნელობას ნაწარმოებში არსებულ სტილისტურ ხარვეზებს,აგრეთვე არ ვისაუბრებთ ავტორის სხვა ნაწარმოებებზე (შეიძლება იქ უფრო მძაფრადაა გამოხატული რელიგიისადმი წინააღმდეგობა)არამედ განვიხილავთ მხოლოდ ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა-ს“მართლმადიდებლობასთან მიმართებაში. საუბარი ზედმეტად სწორხაზოვანი რომ არ გამოგვივიდეს,მწერლის პოზიციის დასაცავად გამოვიყენებთ ხოლმე მისი ვაჟიშვილის წერილს-,,კონსტანტინე გამსახურდია და მართლმადიდებლობა.“(არა გვგონია ვინმემ მოცემულ პიროვნებაზე (ან მის წერილზე) მეტად შეძლოს ერთ-ერთი პირველი ქართველი ჩოხოსნის ,,დაცვა.“ წინასწარ მოგახსენებთ იმასაც,რომ მოცემულ თემაში ვისაუბრებთ ყოველგვარი მხატვრული სიტყვების გარეშე.(რადგან უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს ასე მოვიქცეთ,როდესაც საქმე ეხება ისეთ მწერალს,როგორიც კონსტანტინე გამსახურდიაა!) აგრეთვე არაფერს არ ვიტყვით საკუთარ ვარაუდებს პერსონაჟთა მსგავსებაზე სხვადასხვა პიროვნებათა მიმართ.(მაგალითად ექვთიმე თაყაისშვილისადმი და.ა.შ.)ჩვენ უბრალოდ მოვიხმობთ ციტატებს ზემოთ ნახსენები ნაწარმოებიდან და ვისაუბრებთ მათ შესახებ. ქართული გამოთქმაა:,,სიმართლის მთქმელს ცხენი ყოველთვის შეკაზმული უნდა ჰყავდესო.“ჩვენც სეკაზმული ცხენით ვიწყებთ თხრობას. ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას,სეუმჩნეველი არ დარჩება,რომ მწერალი ,,შეფარვების დიდოსტატია“,რის გამოც ნებისმიერ ღვთისმგმობელ 1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 377 გვ.თბილისი-1991 თუ ანტიმართლმადიდებლურ სიტყვას ისეთ სიტუაციაში ათქმევინებს, ისეთ პერსონაჟს, რომ ,,რელიგიურ ოპონენტთან“ დაპირისპირებისას უპირატესობა ჰქონდეს, მაგრამ ამ რომანში იმდენად აშკარაა ანტიმართლმადიდებლური განწყობა,რომ შეუძლებელია მათი გამართლება. აუცილებლად ვითვალისწინებთ იმ ეპოქას,რომელშიც ბატონი კონსტანტინე გამსახურდია ცხოვრობდა,იმ ცენზურას,რაც მაშინ ბატონობდა,რომლის გამოც ხელოვანმა შესაძლოა მცირე დოზით გამოთქვას რამე მიუღებელი,(თუმცა ესეც არაა გასასამართლებელი საბუთი,რადგან ჩვენი რწმენა კრძალავს ნელთბილობას და ცხოვრებასი მსახიობობას.)მაგრამ იმ ფრაზებს, რაც ზემოთნახსენებ ნაწარმოებშია აღწერილი ვერავინ და ვერაფერი ამართლებს.( რწმენასთან მიმართებაში.) ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ და არაფრის არავისზე თავის მოხვევას ვცდილობთ.(ამ დონეზე ვერ გავკადნიერდებით)უბრალოდ სემოგთავაზებთ ციტატებს ამ რომანიდან და შემდეგ თავად განსაჯეთ-შეიძლება თუ არა ამგვარი წინადადებებით გაჯერებული ნაწარმოები მართლმადიდებლური პათოსით იყოს დაწერილი,ან შესაძლებელია თუ არა,რომ პიროვნება,რომელმაც თავის პერსონაჟებს ასეთი და ამდენი სიტყვები ,,ათქმევინა“,იყოს ,,ღრმადმორწმუ მართლმადიდებელი.“ სიწმინდეების შეურაცხყოფა --------------------------------------------------------------- ,,მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმინდის ის არსისმიერი გარდამოსვლა,რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე,როცა მან იოანესგან მიიღო ნათელი...და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად,ხატოვნად,იმიტომ, ომ თქვენ თვითონაც ქრისტეს ხატი ხართ.“(წმ.კირილე იერუსალიმელი.) ვინც ოდნავ მაინცაა ჩახედული მართლმადიდებლობაში,კარგად ეცოდინება,თუ რამხელაადგილი უჭირავს რწმენაში ისეთ სიწმინდეებს,როგორებიცაა:ჯვარ ი,ხატი, მირონი... ვნახოთ,თუ როგორ ალაპარაკებს მათ შესახებ კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ პერსონაჟებს. ,,ბერძნებს ეს უნდათ,ჩვენი ბომონები ვგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ.წინაპართა ჩვენი სალოცავები შეგვიმუსრეს,თავიანთი ხატები და ჯვრები შემოგვაჩეჩეს ხელში.“გარდა სიწმინდეთა შეურაცხყოფისა ავტორი ამ ციტატით ისტორიულ რეალობასაც ამახინჯებს. რამდენიმე მკვლევარი აღნიშნავს, რომ კონსტანტინე გამსახურდია თავის შემოქმედებაში ცდილობს იმას,რომ მართლმადიდებლობა წარმართულ რწმენაზე დაფუძნებულ რელიგიად წარმოგვიჩინოს.სხვას რას უნდა მივაწეროთ ეს ფაქტი.შეგახსენებთ ლეონტი მროველს,რომელიც ასაბუთებდა,რომ ქართველთა წინაპარი ქართლოსი ყოფილა,რომლის მამაც-თარგამოსი,ნოეს ვაჟ-იაფეტის შვილიშვილი გახლდათ.აქედანაც ვრწმუნდებით,რომ ქართველთა წინაპარი ბიბლიური ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი ყოფილა და არა წარმართული ბომონის. საინტერესოა თუ როგორ აღწერს ბატონი კონსტანტინე არსაკიძის ლიტურღიაზე ყოფნის პერიოდს:,,გული უწუხდა კონსტანტინეს,ბრბოში გაჭექილს ოფლის სუნი მისწვდა მის სათუთ ყნოსვას,ოფლისა,საკმევლისა და მირონის სუნი ურთიერთში აღრეული.“გარდა იმისა,რომ მ ოცემულ სიტუაციაში მწერალი მკრეხელურად იქცევა,ტყუილსაც ამბობს,რადგან ყველას მოეხსენება,თუ რა რაოდენობის ან როგორ ვითარებასი ინახება ნებისმიერ ეკლესიაში წმიდა მირონი დაშეუძლებელია ტაძარში მისი არომატის გავრცელება.მით-უმეტეს მისი გარჩევა საკმევლის და ოფლის სუნის დროს.ამას არ სჯერდება გამსახურდია და კიდევ აღწერს მსგავს მოგონილ და დამცინავ ვითარებას სიწმინდეებთან მიმართებაში:,,რაღაც უცნაურმა სუნმა ჩამოუქროლა არსაკიძეს.ბნელ სენაკებსა და საოსტიგნოებში რომ სცემია,სწორედ ისეთმა სუნმა.“ სასულიერო პირებზე ------------------------------------------------------------------ ,,აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს , არა კაცსა შეურაცხ-ყოფს ,არამედ ,ღმერთსა.“(1 თეს.3-8) ჩვენ მიერ განსახილველ რომანში უამრავი ადგილია,სადაც ავტორი თავის პერსონაჟებს სასულიერო პირების შეურაცხმყოფელ და დამცინავ სიტყვებს ალაპარაკებს.იგი დასცინის იმათ,რომლებზეც ღირსი მამა-იოანე სინელი ამბობს:,,მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე,რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღმოცენდება.“(1)აი,რას წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მამა მონაზვნებზე: ფარსმან სპარსი დედათა მონასტერს შესჩვეოდა,მცირეწლოვან მორჩილ ქალწულებს საჩუქრებით გაიტყუებდა მთავართა სანათლოის ერთ ბნელ ქუჩისკენ,სადაც გაუქმებული ბაზილიკის უკან,ბნელ სენაკში ცხოვრობდა თავათ და ნამუსს ახდიდა თურმე.“ სხვა ადგილზე ,,ღრმადმორწმუნე ჩოხოსანი“ ამგვარი ზიზღით მოიხსენიებს მონაზვნებს:,,არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად,როგორც მახცინჯი დიაცები ერთად შეყრილნი,როგორი მოდრეკილი,კუკუმოქცეული,დაღრე ჯილი აღნაგობა აქვთ ამ საცოდავებს!“ ამ ფრაზას არ სჯერდება იგი და აგრძელებს საუბარს:,,მართლაც , საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში.თოჯინებსავით გამოჩორვილნი,თეძოდაშლილნი,ფე ხ მოქცეულნი,მენჯბრტყელნი და თავწვრილა,მხარგანიერნი,გრძელ წელიანნი,მოკლეფეხება, დათვოულის ძელივით აყლაყუდანი ძოგნიც.“ იმასაც წერს გამსახურდია,თუ როგორი ავხორცული აღგზნება გამოიწვია ამ ეპიზოდმა ქვეყნის მმართველებს შორის:,,უთვალთვალებენ დასიცხული მეფე და ერისთავი სიმრგვალისა და სირბილის ტოკვას ძაძით შეფარვულს,განიერი თეძოების რყევას.“ამ ყოველივეს შემდეგ კი უფლებას აძლევს საკუთარ თავს ავტორი და მათ,ვინც საკუთარი სხეულნი ზეციურ სასიძოსთვის გაამზადეს,დაწყევლილად მიიღვევს:,,ვინ დასწყევლა ეს მშვენიერი დიაცები , მუდამ მგლოვიარენი იყვნენ,ჭკნობას შეუნახონ მშვენება,რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი,რომ ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი მშვენიერი სხეულის სიმწიფე.“ სხვა დროს და სხვა ადგილზე ასე მოიხსენიებს მწერალი მოძღვარს:გულბოროტი იყო ეზოსმოძღვარი ამბროსი,ენაჭარტალა და მთესავი ღვარძლისა.“შემდგომ ციტატაში კი ვნახავთ , თუ რას ადარებს სასულიერო პირებს ის პიროვნება,რომელზეც როგორც თავის ვაჟი ამბობს:,,გამდელ ეკაიას ჩანერგული რელიგიური მოწიწება და ღვთისმოსაობა მთელი ბავშვობისა და სიჭაბუკის მანძილზე გაჰყვა მას.“(2) (საინტერესოა სიჭაბუკის დასრულების შემდეგ ,ეს მოწიწება და ღვთისმოსაობაც ხომ არ დასრულდა?) ,,ეკლესიის ყვავებივით დამსხდარიყვნენ დანარჩენი ბერები სარეცელის ირგვლივ.მათგან ისეთი შთაბეწდილება მიიღო სტუმარმა , დუმილის მოწესედ დამსხდარანო ეს შაოსნები ხატებით მორთულ საწოლ დარბაზში. გაციებული კამეჩივით ქშინავდა შავწვერა გოლიათი მამაი სტეფანოხ. ასრუტუნებდა ბუკივით მსხვილსა და მეჭეჭიან ცხვირს, წარამარა ხელს ისვამდა ფაფუკ ღიპამდის მიღწეულ წვერზე.ძლივსღა აფახუნებდა დიდრონ თვალებს წვერგაბურძგვნილი მიტროპოლიტი რაჟდენი.თრიაქით მთვრალს მიუგავდა -------------------------- 1-ღირსი იოანე სინელი. კიბე ანუ-კლემაქსი. გვ-21. თბ 2004 2-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 378 გვ.თბილისი 1991 მოხუცი.“ მოგვიანებით ავტორი ,,უფლებას აძლევს“თავის პერსონაჟს, რომ მთავარეპისკოპოს რაჟდენის ქადაგებებს-ჩურჩუტი უწოდოს:..რაო,რა იჩურჩუტა რაჟდენმა?“ წეღან კიდევ ერთხელ თუ როგორ დასცინოდა მონაზვნებს დიდად პატივცემული ავტორი.ახლა გაგახსენებთ ციტატებს,სადაც აბუჩად იგდებს, ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს ბერებს . მათ ,ვინც ,,თავი თვისი დასდვეს ცხოვართათვის,“- ,,ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის,თავწვრილა,კისერმოკლე , წვივგადრეკილი ჩიაკაცები , დიაცურად წრიპინა ხმა , რომ გადაჰყვებათ ხოლმე ბალღობიდან შუაკაცობაში,ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად მერყევთ.“ აღსანისნავია ის ფაქტიც,რომ ბატონი კოწია (როგორც მას დიდმა გალაკტიონმა უწოდა )ამცირებს ბერებს იმის გამო ,რომ ხოცვა-ჟლეტასა და ცოდვილ სოფელს სოფელს , ღვთისმადიდებელი განმარტოება ამჯობინეს : ,,ისეთნი , ვინც დიაცებს ჭირის დღესავით სძაგთ , რაკი მათი მკლავები ხმალს ვერ მოიქნევენ ,ერქვანს ვერ გამართავენ , პურს ვერ მოიწევენ , ჰოროლს ვერ სცემენ , მტერს ვერ შეუტევენ რისხვით . ბუნებით ცვედანნი ,სახითა ქოსანნი , სიყრმეშივე დაბერებულნი , ხოლო სიბერეში ყრმასავით ცუნდრუკა .“(განგებ არ სევჩერდებით ამ ეპიზოდზე.რადგან ბერობისა და ხოცვა-ჟლეტის შედარება მკრეხელობად მიგვაჩნია , ხოლო რაც შეეხება მათ ფიზიკურ შრომას ამის გასაგებად რამდენიმე დღით გაჩერებაც კმარა ნებისმიერ მონასტერში. თუ გამსახურდიას დავუჯერებთ ,ბერები ქალაჩუნები და ლაჩრები არიან: ,,არსაკიძე ზიზღით შესცქეროდა ამ ზლაზვნია,წლაწვნია,წრიპინა , მკერდჩავარდნილსა და თეძოგანიერ ქალაჩუნებს.“ პატივცემული გამსახურდია ,,ასკვნისიმას , რომ შუბის ქნევა უფრო ღირსეულია , ვიდრე ბერული სქემის ტარება და მონაზვნური ღვაწლის ტვირთვა : ,,ბოლოს ამ ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ ყრმანი ჭაბუკთაგანნი. მათაც უთუოდ დაამსვენებდა ჯიშიან, მაღალ ცხენებზე ჯდომა და გამართული ჰოროლებით იერიშის მიტანა.“ ჩვეულებას არ ღალატობს კონსტანტინე და გიორგი მეფეს , უკანასკნელ სიტყვაში ავად მოახსენიებს მართლმადიდებელ სასულიერო პირებს : ,,მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები.“ ,,არ მიყვარს ფუმფულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება , პიპა.“ დაცინვა და ცილისწამება წმიდისა კათალიკოსისა-მელქისედეკისა ---------------------------------------- ,,არა ცილი სწამო!“(ლუკა.18-20) ,,წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი.“(სიბრძნე ზირაქისა.28-29) ,,ვინც ნახატს დასცინის , ის მის მხატვარს ,,დასცინის“, ვინც საპყარს დასცინის , მის შემოქმედს შეურაცხყოფს.“ (იგავები. 17-5) რომანში-,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა,უამრავ ეპიზოდში , რბილად რომ ვთქვათ ცუდადაა გამოყვანილი მელქისედეკ კათალიკოსი.ჩვენ მოვიყვანთ ციტატებს ამ ნაწარმოებიდან და შემდეგ თავად განსაჯეთ , არის თუ არა დაცინვა და ცილისწამება , კონსტანტინე გამსახურდიას მარჯვენით დაწერილი სიტყვები . იქამდე კი გავიხსენოთ , თუ რას გადმოგვცემს მატიანე მელქისედეკ კათალიკოსის შესახებ. მელქისედეკ კათალიკოს-პატრიარქი , საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მესაჭეობდა მეფეების - ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. იგი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელი , რომელიც მოიხსენიება ტიტულით - ,,საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.“ ,,მატიანე ქართლისას“ მიხედვით იგი იყო ,,დიდებულთა კაცთა შვილი,“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ . მან კათალიკოსობის პერიოდში ააშენა და გაამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი . კათალიკოსი დახმარების სათხოვნელად-,, წარვიდა ბერძენთა მეფის - ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამსობლოში დაბრუნებულმა-,,იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა , და ყოველი განასრულა .“სეგახსენებთ , რომ იგი საქართველოს მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.ახლა კი გავიხსენოთ , თუ როგორ წარმოგვიჩენს წმიდა პატრიარქს ბატონი კონსტანტინე. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მამის აზრით , წმიდა პატრიარქი ფანატიკოსია: ,,ჰაერი ეცოტავებოდა , მაგრამ სიკვდილს არ ეპუებოდა ფანატიკოსი ბერი.“ ბატონი კონსტანტინე ,,უფლებას აძლევს“საკუთარ პერსონაჟს , რომ კათოლიკოსს შეურაცხმყოფელი სიტყვები აკადროს : ,,მაგრამ იგი რეგვენია მხოლოდ.მელქისედეკი იმჯერად ბრმა იარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში.“სხვა ადგილზე ასე ვკითხულობთ:,,შესაძლოა მაგ გამოყრუებულ კათალიკოსს და ორიოდე ბერს მცხეთაში...“გარდა ამ ციტატებისა ციტატებისა ავტორის მიერ წმიდანის დაცინვა სხვა ადგილზეც შეინიშნება: ,,ქადაგად დავარდნილივით როშავდა კათალიკოსი . გამკითხვის დღის გეენიით ასინებდა თავის მრევლს.“ ამასაც არ სჯერდება ,,შეფარვების დიდოსტატი“ და მცირე ხანში ამბობს: ,,რაღაც უჯიათი შეუმუსვრელობა გამოსჭვიოდა ხორცადშრეტილი ბერის ჩონჩხადქცეული აღნაგობიდან . ტირანული სისასტიკე გართხმულიყო ძარღვებდაბერილ შუბლსა და ენერგიულ ღაწვისთავებს შორის.“ თუ გამსახურდიას მიერ დაწერილ სიტყვებს დავუჯერებთ , საქართველოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ,,შინაგანად ბრმა“ შეურაცხავს წმიდანად : ,,ნუთუ ამას ვერ ხედავს დაბრმავებული მელქისედეკი?“ არც ამ სიტყვებს სჯერდება ბატონი კონსტანტინე და უფრო მეტად ცდილობს ,,შეურაცხყოფ მიაყენენებინოს“ წმიდანისთვის თავის პერსონაჟს: ,,ასე რამ გამოაშტერაო ბერიკაცი, დარიშიანი და არიშიანიც რომ ვერ გაურჩია ურთიერთისგან .“ ზემოთ ვნახეთ ეპიზოდები , სადაც გამსახურდია სხვადასხვა ცხოველს ადარებს სასულიერო პირებს.(თხებს,ყვავებს...) ყოველივე ამის შემდეგ იგი იმ დონეზეც კადნიერდება , რომ ,,ხელის აუკანკალებლად“ დაამციროს წმიდანი პატრიარქი და შეადაროს იგი ერთ-ერთ ცხოველს : ,,თრითინასავით დაძვრებოდა ზედ მუხლებდაბერებული , ჩია ბერიკაცი .“ თუ პატივცემულ ჩოხოსანს დავუჯერებთ , ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გულბოროტიც ყოფილა : ,,მეფე გიორგი და მელქისედეკ კათალიკოსი ისეთი გულბოროტი ადამიანებია , სულ ერთია , მაინც არ დაგიფასებენ ღვაწლს .“ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმას , რომ ვითვალისწინებთ იმ ცენზურის, პერიოდს, რომელშიც აღნიშნული რომანი დაიწერა, (აგრეთვე იმასაც, რომ იმ დროისთვის მექისედეკი არ იყოო წმინდანად შერაცხილი , ) მაგრამ დამეთანხმებით რომ არაფერი ამართლებს დასცინო , შეურაცხყო , ცილი დასწამო ვინმეს . (მით უმეტეს კათოლიკოს პატრიარქს ) შენს ნაწარმოებში . ლოცვის აბუჩად აგდება ------------------------------------------------------ ,,არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია.“ (წმ.მარკოზ განშორებული) ყველას კარგად მოეხსენება ლოცვის ძალა და ყველამ იცის მისი დანიშნულება მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. შეგახსენებთ წმიდა ისააკ ასურის სიტყვებს : ,,საშინელ სამსჯავროზე ღმერთი დაგვსჯის ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო , რომლებიც ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო შემოდიან .“ ვნახოთ , როგორაა გადმოცემული კონსტანტინე გამსახურდიას დამოკიდებულება მის ,,უკვდავ ნაწარმოებში“ ფსალმუნთა , ბიბლიის და საერთოდ ლოცვის შესახებ. ,,...გულმოდგინედ ისმენდა ხუცის ქადაგებებს , ხალისიანად იზეპირებდა ფსალმუნთა ლექსებს , გულში დასცინოდა ებრაელთა ღმერთის იწილ-ბიწილოს.“ გამსახურიას თუ დავუჯერებთ ღმერთი მხოლოდ ებრაელთაა , მისი დარიგებები იწილ-ბიწილო, ხოლო ფსალმუნის სულიწმინდის მადლით დაწერილი ლოცვები კი უბრალო ლექსებია და მეტი არაფერი . თუმცა , ეს მხოლოდ დასაწყისია. აი , როგორ გადმოაცემინებს საკუთარ შეხედულებებს ბატონი კონსტანტინე თავის ერთ-ერთ პერსონაჟს : ,,ბიბლიის ზღაპრების თხრობას და ფსალმუნის ღეჭვას რა მოათავებს .“ ამ ციტატაზე დაყრდნობი კაცობრიობის უდიდესი განძის-ბიბლიის ამბები მხოლოდ ზღაპრებია , ხოლო ფსალმუნთა კითხვა კი მათი არაფრისმომცემი ,,ღეჭვაა.“ სხვა ადგილზე კი ავტორის აზრით ლოცვა არა ღმერთთან საუბარი , არამედ არაფრისმომცემი ბუტბუტია: ,,ერთი მოხუცი იქვე გდებულ ლოდზე იჯდა განკერძოებით და ღამის ლოცვებს ბუტბუტებდა თავისთვის.“ ამით ყველაფერს არ ამთავრებს გამსახურდია და შემდეგნაირად გადმოსცემს ეკლესიასი მსახურების მომენტს : ,,არ უყუყვარდა ის უცნაური სუნი , ადამიანებით გაჭექილ ეკლესიებში რომ ხდება საცნაურ .“ მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა ,,ჩვენ წინაპრებს , რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება , დღეს არც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი.“ იმპერატორები-დიოკლეტიანე , ნერონი , კალიგულა , იულიანე განდგომილი , დეკიუსი და ამ სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება . მათ ერთ რამ აკავშირებს ყველას-ისინი მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას და ამოძირკვას ცდილობდნენ . თუმცა, ყველას ბოლო იყო ისეთი , როგორც იულიანე განდგომილის უკანასკნელი სიტყვა : ,,შენ , გაიმარჯვე , გალილეველო !“ ვნახოთ ცდილობდა თუ არა ამ რწმენის დამცირებას საკუთარ ნაწარმოებში ,,ღრმადმორწმუნე“ხელოვანი. ,,ეს გამოჩერჩეტებული პატრიარქი სრულიად აღმოსავლეთისა , ქორეპისკოპოზნი ,ეპისკოპოზნი , სწავლულები , და ბერები ორი თვე ზე ასქდებოდნენ ურთიერთარს იმის გასარკვევად თუ რამდენ ანგელოზს დაიტევს ნემსის წვერი .“ ამ ციტატაში ვინც ანგელოზთა , წმიდანის, სასულიერო პირების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას ვერ (არ) დაინახავს - ,,ბრმაა და ბრმათა წინამძღვარი .“ სხვა ადგილზე მწერალი სახარებისეულ სიუჟეტსაც დამახინჯებულად წარმოგვიჩენს. იქამდე კი შეგახსენებთ ფრაზას ბიბლიიდან : ,,წყეული იყავნ ყოველი , რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის სჯულისასა ყოფად მისა . „(გალ.3-10) აი , რას ეუბნება გამგეთუხუცესი არსაკიძეს: ,,ხომ გახსოვს , ჭაბუკო , (ქრისტემ) ხუთი პურითა და შვიდი თევზით რომ გააძღო ბევრზე ბევრი.“ შეიძლება ამ სიტყვებიდან უჩვეულო არაფერი მოგვეჩვენოს , მაგრამ სხვაგვარად მოხდება თუ მსჯელობას გავშლით. შეგახსენებთ,რომ გამგეთუხუცესი მოცემულ მომენტში არსაკიძეს შიმშილის შესახებ ესაუბრებოდა . უფალი ყოვლისშემძლეა და მას შეეძლო ხალხის გაძღომა როგორც ხუთი , ისე შვიდი პურით ან მათ გარეშე , მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას ,რომ სახარებისეული სიუჟეტი დავამახინჯოთ , რადგან ხუთი პურითა და შვიდი თევზი მამათა განმარტებით ან არ ილეოდა , ანაც მოწაფეთა ხელში მრავლდებოდა . დაპურების შემდეგ კი თორმეტი გოდორი დარჩა ნამუსრევი . ე.ი. ,,ბევრზე ბევრმა“ მიიღო უამრავი პური და თევზი , რომელიც გამრავლდა ხუთი პურისაგან და შვიდი თევზისგან და არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული რაოდენობ საკვებისა! ამის შემდეგ ისეთი ამბის აღწერას გვთავაზობს ავტორი , რომელზეც კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია , რადგან აბსოლუტური უაზრობა და შეუსაბამობა გახლავთ: ,,ჯოჯოხეთში გაუწყვეტიათ ეშმაკებს მღვდლები და ყვავი დაუნიშნავსო თურმე ხუცესად ღმერთს.“ სხვაგან კი ბატონი კონსტანტინე თავის გმირს ,,უფლებას აძლევს“ ,უდიერად ისაუბროს სიწმინდისა და უბიწოების შესახებ . ამ მოძღვრებით წასვლა კი პირდაპირი დარღვევაა სჯულისა , რომელშიც ვკითხულობთ : ,,არა იმრუშო .“ შეგახსენებთ იმასაც რომ ყოვლადწმიდა და ყოვლადუბიწო გახლდათ ღვთისმსობელი მარიამია. ყოველი ქალი კი მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მას უნდა ემსგავსებოდეს. ,,განა ასე საჭიროა დიაცისთვის უხრწნელობა? შენ ხომ უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე რომელიმე უხრწნელი ქალწული?“ გარდა ამისა , აი , რას ბრძანებს ბატონი გამსახურდია : ,,ერთბაშად ისევ ბიბლიურ მითებს მიუბრუნდა მელქისედეკი . ‘’ შეგახსენებთ სიტყვა-მითის ეტიმოლოგიას : ,, მითი - (მითოს) ძველი ბერძნული სიტყვაა და საუბარს , ზღაპარს ნიშნავს.“ ეს უკვე მერამდენე ადგილია , სადაც ავტორი ბიბლიურ სიუჟეტს მხოლოდ მხოლოდ მითად და ზღაპრად აღიქვამს ალბათ , ემახსოვრება დაკვირვებულ მკითხველს. გარდა ზემოთჩამოთვლილ ეპოზოდებისა , ნაწარმოებში ისეთი სიუჟეტებიცაა , სადაც პირდაპირ არაა გამოხატული სიწმინდეების ან რწმენის გმობა , მაგრამ ვვარაუდობთ , რომ შეფარვითაა გადმოცემული . შემოგთავაზებთ ორ მათგანს : ,,ეს ამბავი მოხდა პარასკევს . ურჩხულის დღეს.“ ზუსტად არაა მითითებული რომანსი , რატომ უწოდებს მას ურჩხულის დღეს , მაგრამ ოდნავ დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ყველაზე დიდი მოვლენა დედამიწის ისტორიაში , რაც პარასკევს უკავშირდება ?ესაა - ,,ჯვარცმა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი . ‘’ , რომელ დღესაც მოხდა სამოთხის კარის გახსნა და მართალთა სულების ამოყვანა იქიდან და თუ ეს დღე ურჩხულის დღეა ავტორისთვის , მაშინ თავად განსაჯეთ მისი შემოქმედების მიზანი. გარდა ამისა , ხელოვანი სხვა დროს ბრძანებს : ,,სვეტიცხოველი უფრო უკვდავია , ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული.“ საინტერესოა , ხომ არ იგულისხმა , პატივცემულმა ავტორმა ,,ასიათას მოკვდავში ‘’ ასიათასი ქართველი მარტვილი , ჯალალ- ედ - დინის მიერ წამებული. თუმცა , ვარაუდებზე დიდხანს , რომ არ გავჩერდეთ , ვნახოთ თუ როგორ გადმოაცემინებს ბატონი კონსტანტინე თავის პერსონაჟს , საკუთარ აზრზს მართლმადიდებლობასთან მიმართებაში : ,, ქრისტეს შჯული დიაცების და ბალღების თვალის ასახვევად რომ გამოუგონიათ ხუცებს !? ’’ ე.ი. რჯული , რომლის გამოც ერთ დღეში ეწამა ასიათასი მოწამე , ერთ ღამეში დაიღუპა (ხორციელად ) ექვსი ათასი ბერი , (და ასე უსასრულოდ) მხოლოდ დიაცებისა და ბალღების თვალის ასახვევადაა უბრალო ხუცების მიერ გამოგონებული და არა მარადიულობის მოსაპოვებლად . შეურაცხყოფა ყოვლადპატიოსნისა და ცხოველმყოფელლისა ჯვრისა ----------------------------------- ,,ჯვარი ის სასწავლებელია , სადაც მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის იმ ძელის მიერ , რომელზედაც თვითონაა დამოკიდებული .“ ,,ჯვარი ის შუაგულია , რომელზეც ჩვენი წმიდა სარწმუნოების ყველა სწავლება და ჭეშმარიტება იკრიბება და ერთდება . ჩვენი დაცემა და აღდგომა . ცოდვა და მადლი , მართლმსაჯულება და მოწყალება - ეს ყოველივე ჯვარზე იკითხება .’’ ეს ფრაზა ეკუთვნის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსს. ვნახოთ თუ რა ,,იკითხება’’ ,,შეფარვების დიდოსტატ ,“ კონსტანტინეს მარჯვენის მიერ დაწერილ ნაწარმოებში. თუ მას დავუჯერებთ , ჯვარი წარმართული ხის კულტია : ,,ლეგენდების მიხედვით , სვეტიცხოვლის ხისგან უნდა ყოფილიყო იგი იმ ეპოქაში გაკეთებული , როცა წარმართული ხის კულტი შეიგუა ქრისტიანობამ .“ ჩოხოსანი ისეთი სიტყვებით მოახსენიებს თავის გმირს მაცხოვნებელ ჯვარს , რომლის გამეორებაც გვზარავს: ,,მე მოვეკალიო იმ ტიალს ,შენს მაგივრად . მოვეკალიო იმ ტიალ ძელიცხოველს.“ მწერალი შეუსაბამო და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს ყოვლადპატიოსან ჯვარს : ,,შეიძლება ეს ოფლის სუნი იყოს , ადამიანის ოფლის სუნი , ხანგრძლივად ნახმარსა და ნაამბორებ ჯვრებს რომ უდის .’’ შემდეგი ციტატის სიტყვებიც შემაძრძწუნებელია ჩვენთვის : ,,მე მოვეკალიო იმ ოხერ ჯვარს .“ კიდევ ერთ ,,სიბრძნეს და ჭეშმარიტებას ‘’ გვიცხადებს ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი.“ თურმე ის ,რაზე გაკვრითაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანი იხსნა მარადიული სატანჯველისგან . ის , რომლითაც მართალთა სულების ამოყვანა მოხდა ჯოჯოხეთიდან , რომლის თაყვანისცემის გამოც მილიონობით ადამიანი გამოესალმა მიწიერ სიცოცხლეს , ის , რამაც ჩვენი ერი მოიყვანა დღემდე , თურმე ქართველთა უბედურების მთავარი მიზეზია : ,,ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი მთავარი .“ უფრო შორსაც მიდის პატივცემული ხელოვანი და ამგვარად წერს თავის ,,უკვდავ ნაწარმოებში:“ ,,დიაცებისა და ბალღების მეტს არავისა სწამს ქრისტეს ჯვარი . ‘’ სხვადასხვა რელიგიის , სექტის , სქიზმის წარმომადგენლების კი ერიდებიან ჯვრის საჯაროდ შეურაცხყოფას . საინტერესოა , რა გახდა მიზეზი იმისა , რომ ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი“ ამგვარ მკრეხელობაში ჩავარდნილიყო : ,,არ გვინდა ქრისტეს ჯვარი , ...არც მელქისედეკ კათალიკოსი , მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა გულარძნილობისა , როგორც ბიზანტიონი . ‘’ მკრეხელობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ -------------------------------------- ,,მარიამი , განხორციელებული ღმრთის , იესუ ქრისტეს დედა , წმიდათა იერარქიაში უპირველესია , ეკლესია მას უწოდებს :ყოვლადწმინდას , კურთხეულს , მარად ქალწულს , ღვთისმშობელს , ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესს . ‘’(არქიეპ. პავლე) ,,შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს , როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე,“-წერს წმიდა სილუანი . ვნახოთ , იპყრობს თუ არა შიში და თრთოლვა კონსტანტინე გამსახურდიას , როდესაც წერს ,,წმიდათა იერარქიაში უპირველესის შესახებ. ‘’ შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობას უამრავი ჯგუფი გამოეყო . უმეტესი მათგანი კი , სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლების დამახინჯების გამო წარმოიქმნა . (არიოზიდან დაწყებული რასელისტებით-ე.წ. იაღოველებით დამთავრებული .) ჩვენ მკრეხელობად მიგვაჩნია ყველა იმ ადგილის გამეორება , სადაც შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს სხვადასხვა , პერსონაჟი მარადქალწულ მარიამზე . აქ მხოლოდ ერთ ციტატას დავდებთ და ,,ვისაც ყურნი აქვს სმენად , ისმინედ .“ ,,მარიამის უხრწნელობის დოგმას აპამპულებდა თურმე და როცა თრიაქით დათვრებოდა , მოურიდებლად ხითხითებდა : ღვთისმშობელს იმდენი შილი ჰყოლია , რამდენიც ანგელოზი დაეტევაო ნემსის წვერზე.“ ღმერთზე --------------------- ,,ყოველი ცოდვაი მიეტეოს კაცსა , გარნა გმობაი სულისა წმინდისა . „( ) ,,როგორ ფრთხილად უნდა წარმოვთქვათ სიტყვები უფლის შესახებ , როგორი სიმდაბლით , წინდახედულობით , რომ არ განვარისხოთ ღმერთი-სიტყვა მამითა და სულითა წმიდითა.“ ვნახოთ , არის თუ არა კონსტანტინე გამსახურდიას მიერ წარმოთქმული (დაწერილი) სიტყვები წინდახედულობითა და სიმდაბლით წარმოთქმული. ,,განა აგრე არ დაძრძწოდა ქვეყნად უფალი ჩვენი მაცხოვნებელი?“თქვენთვის მოგვინდვია იმის განსჯა , ვინც ამ თემაზე საუბრისას სიტყვა-,,დაძრძწოდას“ გამოიყენებს (გამოაყენებინებს სხვას) , თუ არის წინდახედული. (ღრმადმორწმუნეობას აღარც ვახსენებთ) ,,უკვდავ ნაწარმოებში“ აგრეთვე ვკითხულობთ : ,,წევსო თუ დგასო მამაღმერთი ? შეუძლია თუ არა ღმერთს უმამოდ შვილი გააჩინოს , უველოდ მთაი , ან მეძავი აქციოს ქალწულად .“(ამ სიტყვების განმარტებისგანაც თავს შევიკავებთ ) ნაწა ნაწარმოებში ვაწყდებით აშკარა შეუსაბამობას წმიდა -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 01:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი