IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კონსტანტინე გამსახურდია, მე ვფიქრობ, სწორად შევარჩიე განყოფილება, სადაც უნდა გამეხსნა თემა... ა
artless
პოსტი Nov 29 2011, 06:40 PM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 14-November 09
წევრი № 7,726



გამარჯობა! როგორც თემის აღწერაშივე ვთქვი, მინდა აქ კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. გამოვთქვათ აზრები (იქნებ გავლანძღოთ კიდეც ერთმანეთი, თუ ეს უკანასკნელნი ურთიერთსაპირისპირო იქნება) და როგორმე ერთ დასკვნამდე მივიდეთ... მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა, გახდა მამა თეოდორე გიგნაძის სიტყვები, რომელიც მოვისმინე "იუთუბში": http://www.youtube.com/watch?v=Yo66tHFyn3U&feature=feedlik
როგორც თქვენც ნახავთ (და, იქნებ, უკვე ნანახიც გაქვთ), აქ ეს სასულიერო პირი კონსტანტინე გამსახურდიას მართლმადიდებლობის მტერს უწოდებს. ხოლო, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ კომენტარებიც, სადაც თავად მამა თეოდორეს უწოდებენ ეშმაკის მოციქულს (ერთობ საინტერესოა).
ბოლოს და ბოლოს, რაღაცებზე უნდა ვთქვათ სიმართლე! კონსტანტინე გამსახურდია, ჩემი აზრით (და შევეცდები ეს დავამტკიცო), არათუ ქრისტიანი არაა, არამედ რამდენადმე საპირისპირო პოზიციაც უჭირავს.
როგორც ცნობილია, მოდერნიზმი (ლიტერატურული მიმდინარეობა) შთაგონებულია, ნასაზრდოებია გამოჩენილი გერმანელი ფილსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით. ამ ადამიანის ხსენებაზე, პირველ რიგში, რაც გაგვახსენდება, ალბათ მისი ცნობილი სიტყვებია: "ღმერთი მოკვდა". აღსანიშნავია ისიც, რომ ის ლაპარაკობს არა, ვთქვათ, ბუდიზმზე, ზოროასტრიზმზე, არამედ სწორედ ქრისტიანობაზე (თუმცა, ალბათ, რაღაც პარალელების გავლება შეიძლება ამ რელიგიებს შორის). ნიცშე უპირველეს ყოვლსა, სწორედ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს - მაშასადამე, ნიცშე "ანტიქრისტიანია".
ახლა, მოდით, მოდერნიზმი, გამსახურდია და ნიცშე ერთმანეთს დავუკავშიროთ: მოდერნიზმი ნასაზრდოებია ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით - კონსტანტინე გამსახურდია მოდერნისტია - (დასკვნა) - კონსტანტინე გამსახურდია ნასაზრდოებია ნიცშეს იდეებით.
მამა თეოდორე გიგნაძე სწორად შენიშნავს კონსტანტინე გამსახურდიაზე "მართლმადიდებლობის მტერიაო", რომ ამბობს... თუ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით ამის შემჩნევა ჩვენც შეგვიძლია - არის რამდენიმე სცენა "დიდოსტატის მარჯვენაში", სადაც, თუ ძალით არ იბრმავებ თავს, რაღაც სიტყვები გეხამუშება.
კარგი, ვთქვათ, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია რომელიმე გმირის სახელით ლაპარაკობს იესო ქრისტეზე (თუ არ ვცდები, მამამზეს სახელით), დაღმეჭილი სახე ჰქონდაო... ვთქვათ, რომ ეს არ არის თავად მწერლის აზრიც (ნიცშეს ხომ არ უყვარდა ქრისტე!). მაგრამ რას ვიტყვით სხვა მომენტებზე - სადაც, მაგალითად, ჯვრის სასწაულმოქმედებას დასცინის? აქ ხომ მარტო კონკრეტულ ფაქტებთან დამოკიდებულება კი არა, ზოგადად, სასწაულებთან, ქრისტიანობასთან დამოკიდებულებაც იკვეთება? კონსტანტინე გამსახურდია, მე ვიტყოდი, დასცინის სასულიერო პირებსაც - მაგალითად, მელქისედეკ კათალიკოსს და, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, არ მოსწონს მისი პიროვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი მომენტია "დიდოსტატის მარჯვენაში", რომელიც ქრისტიანის ყურს ეხამუშება, არ ესიამოვნება.
და თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ რატომ ვფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალია? მოდით, ამაზე ვისაუბროთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jan 29 2012, 09:04 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სახარებასთან დამოკიდებულებაში : ,,ნუთუ , ცოცხალთა ღმერთი უნდა იყოს იგი , ვისაც ეს მზეგადასული თაობანი შეჰღაღადებენ?“ აქაც თავს შევიკავებთ ამ უჭკუო მკრეხელობის გამეორებისგან , უბრალოდ დავდებთ ამონარიდს სახარებიდან , საიდანაც ბათილდება ზემოთწარმოთქმული აზრი : ,,არა არს ღმერთი მკუდართაი , არამედ ცხოველთაი .“(მთ.22-32) შემდეგ დაწერილი ციტატიდან ირკვევა , თუ როგორი ირონიით ალაპარაკებს ბატონი კონსტანტინე თავის პერსონაჟს ღმერთის , განკითხვის დღისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ . ,,ვაი მას , ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი . განკითხვის დღეს მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან ,სურათიდან ჩამოვლენ , მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს .’’(ამაზე კომენტარისგანაც თავის შეკავებას ვარჩევთ)
ცხოვრებაში დიდადდაფასებული კონსტანტინე კიდევ ერთ ტყუილს ათქმევინებს თავის გმირს: ,,ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არ გარეულა.“ ავტორის სიცრუის დასტურად შემდეგი ფრაზაც კმარა: ,,ნეკნისაგან , ადამს რომ გამოუღო ,დედაკაცი სექმნა ღმერთმა.(დაბ.1-22). ბატონი გამსახურდია კიდევ ერთ მკრეხელობას ბრძანებს რომანში : ,, საპატიო ვალია კაცისა , არა გლახური ღმერთის ძიება , არამედ თავად უნდა გახდეს შემოქმედი ღმერთის მეტოქედ.“ აშკარაა , რომ ამ სიტყების ავტორს წარმოდგენა არ აქვს ბიბლიურ სიტყვებზე : ,,არა არს რჩევა აზნაურისა უაზნოსაგან .’’ არ არსებობს სხვა ღმერთი , გარდა ერთი , ჭესმარიტი ღმრთისა. რაც შეეხება ბოლო ფრაზას -ადამიანის უფლის მეტოქედ გახდომის შესახებ , ამაზე მხოლოდ სიბრალულის გრძნობა გვიჩნდება , რადგან ,რადგან ყველა , ვინც ღმერთის მეტოქეობას შეეცდებაისეთივე ბოლო ექნება , როგორც იულიანე განდგომილს , რომლის ბოლო სიტყვები გახლდათ : ,,შენ გაიმარჯვე გალილეველო . ‘’
პირველი პრეზიდენტის მამა აგრეთვე ამბობს: ,, ქალი კი არა , ღმერთი მეტყველებდა მის მშვენიერ , ბროწეულის ყვავილისფერი , ბავშვური ტუჩებიდან . ‘’ აქაც დიდ მკრეხელობაშია ავტორი , რადგან მოკვდავ ქალს , უტოლებს და ადარებს -დაუსაბამო , უმანკო , უცოდველ , ყოვლადბრძენ , ყველგანმყოფ , ყოვლისშემძლე ღმერთს.შეუნდოს უფალმა ავტორს ,, რამეთუ არა იცოდა , რას იქმოდა.“ ეს ყველაფერი როდია. აი ,რას ბრძანებს ბატონი კოწია : (როგორც მას დიდმა გალაკტიონმა უწოდა) ,,ნიშის წინასე ხატის სანთლები ბჟუტავდნენ , მაცხოვრის სახეს , ვაგლახად დაღრეჯილს . ‘’ ეს ყველაფერი როდია . კიდევ ერთ ადგილს მოგიყვანთ ზემოთაღნისნული ნაწარმოებიდან , რადგან ვრწმუნდებით სახარების ტექსტის დამახინჯებულად გადმოცემაში : ,,ამიტომ ებრძოდა იგი , ამ უხეში ლოდების ქაოსს , როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს .’’ თუ მწერალს დავუჯერებთ , იაკობი კოჭლი იყო შერკინებისას. (,,როგორც კოჭლი აკობი ერკინებოდა...“) მაგრამ ეს ასე არ გახლდათ . აი , რას ამბობს ბიბლია: ,, როცა შეატყო , რომ ვერ ერეოდა , შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი...“(დაბ.32-35) აქედან გამომდინარე იაკობი დაკოჭლდა მხოლოდ სერკინების ბოლოს . რაც სეეხება ღვთის მრისხანებას , იმის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ , უბრალოდ გავიმეორებთ იმ სიტყვებს რაც ღმერთმა უთხრა იაკობს შერკინების ბოლოს : ,,ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი , არამედ ისრაელი , რადგან ღმერთს და ადამიანს შეებრძოლე.“ თქვენთვის მოგვინდიაიმის გარჩევა , რომ ასეთი სიტყვების წარმომთქმელი თუ სეიძლება იყოს იმ მოცემულ სიტუაციაში განრისხებული? ანაც რატომ იშვებოდა მხსნელი , იმ კაცის შთამომავლობიდან , რომელზეც განრისხებული იყო შემოქმედი ჩვენ კი შეგახსენებთ იმ სიტყვებს , როგორც მოიხსენიება ადამიანი , რომელიც ბიბლიურ სიუჟეტს შეცვლის თვითნებურად : ,, წყეულ იყავნ ყოველი , რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა ამას სჯულისასა ყოფად მისა . (გალ .3-10)




ახლა კი დაპირებისამებრ განვიხილავთ იმ წერილს , რომელშიც ბატონი ზვიად გამსახურდია , იცავს მამამისის მართლმადიდებლობას.
უპირველესად გავიხსენოთ ის , რომ პირველი პრეზიდენტი მართლაც გახლდათ მორწმუნე , მაგრამ საქმე ეხება მის მშობელ მამას და , რა თქმა უნდა , ყველანაირად ცდილობს, გაამართლოს მისი საქციელი . ამასთანავე ,გავიხსენებთ იმ პერიოდს , რომელშიც იგი მოღვაწეობდა . მას , ეროვნულ მოძრაობასთან ერთად სურდა ქვეყნის სათავეში მოსვლა და ეს შანსები შეიძლება მცირედ , მაგრამ მაინც მოიმატებდა , თუ დაასაბუთებდა მსობელი მამის ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლობას.“ რამდენად სეზლო ეს , თავად განსაჯეთ.
ბატონო ზვიადი წერს : ,,ბიბლიისა და სახარებისადმი , სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაუნერგეს მშობლებმა პატარა კონსტანტინეს.(1) შეგახსენებთ , რომ დღევანდელი სექტანტები ბიბლიით მანიპულირებენ . აგრეთვე ისეთი რელიგიური მიმდინარეობის მიმდევარნი , როგორებიც არიან - ბაპტისტები , ანგლიკანები , ევანგელისტები , რასელისტები და ზოგადად კათოლიკური მრწამსის მიმდევარნი (ე.წ. იაღოველებიც). აქედან გამომდინარე , ბიბლიისა და სახარების სიყვარული , არ ნიშნავს მართლმადიდებლობას.
უამრავი ითქვა თუ დაიწერა (თავად კონსტანტინეს ან სხვათა მიერ) საკუთარი გამზრდელის არამაღტლმადიდებლური მრწამსის შესახებ. ამის ,,გამოსწორებას“ცდილობს ეროვნული მოძრაობის აწ განსვენებული ლიდერი და წერს : ,, გამდელი ეკაია ნიადაგ მაცხოვარზე და წმიდა გიორგიზე ესაუბრებოდა მომავალ მწერალს .“(2)შეგახსენებთ , რომ ისეთი რელიგიები , როგორებიცაა: ბუდიზმი , იუდაიზმი , ინდუიზმი , ისლამი და სხვანი ,ყველა ერთხმად აღიარებენ იესო ქრისტეს არსებობას.(არაფერს ვამბობთ ქრისტიანულ რელიგიურ მიმდინარეობებზე). აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული წმ.გიორგის კულტი ჩვენს ქვეყანაში.(შეგახსენებთ ,რომ მის საფლავზე ლოცულობენ ისლამისტები,კათოლიკეები , მართლმადიდებლები , იუდეველები.) აქედან გამომდინარე ის , რომ გამზრდელი ამ თემებზე ესაუბრებოდა არ ნიშნავს იმას , რომ ეკაია მართლმადიდებელი გახლდათ , ანაც კონსტანტინეს ზრდიდა ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლად.
ზვიად გამსახურდია , ფაქტია , იმდენად შევიდა მამის დაცვის აზარტში , რომ უნებლიეთ თავადაც დიდ სეცდომას დაუშვა . ,,საეკლესიო კულტის უიდუმალესი შინაგანი არსი სწორედ მხოლოდ რჩეულთათვის და ფილოსოფოსთათვისაა მისაწვდომი . ჯერ გავიხსენოთ ტერმინ ფილოსოფიის განმარტება.იგი აღნიშნავს სიბრძნის სიყვარულს . ხოლო უდიდესი განსხვავებაა უბრალო სიბრძნესა და მართლმადიდებლურ სიბრძნეს შორის . აი , რას ამბობს დავით მეფსალმუნე : ,,დასაბამი სიბრძნისაი , შიში უფლისაი.“ თავად განსაჯეთ რამდენად ექნება უფლის სისი იმ ადამიანს , რომელიც შეურაცხყოფას აყენებს შემოქმედს , ღვთისმშობელს , ჯვარს , ამახინჯებს ბიბლიას და აბუჩად იგდებს სიწმინდეებს . საკმარისია იმის გახსენებაც , რომ ფილოსოფოსთა უმეტესობა (პლატონ-არისტოტელეთი დაწყებული , გოეთეთი დამთავრებული ) არ გახლდათ მართლმადიდებელი. ხოლო ასეთებზე გარკვევით წერია წმინდა წერილში : ,,სიბრძნე ამის სოფლისაი , სიცოფე არს წინაშე ღმრთისა , რამეთუ წერილ არს : რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.“ (1.კორ 3-19) ხოლო
-----------------
1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 377გვ.თბილისი 1991 გვ. 2--ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 382გვ.თბილისი 1991 გვ.


თქვენთვის მოგვინდია იმის განსჯა-პიროვნება , რომლის საქმიანობა და იდეებიც- ,,სიცოფე არს წინაშე ღმრთისა ,“რამდენად შეიცნობს - ,,საეკლესიო კულტის უიდუმალეს შინაგან არსს.“ (საეკლესიო კულტისა რა მოგახსენოთ და ჩვენი აზრით ოკულტიზმს კი ნამდვილად ღრმად შეიცნობს.)
ისე ნუ იფიქრებთ , რომ არაფერში ვეთანხმებით ეროვნული მოძრაობის აწ გარდაცვლილ ლიდერს . (ღმერთმა აცხოვნოს მისი სული . იმედია თავი არ მოუკლავს.) აი , კონკრეტულად რასიც : ,,არსაკიზის რელიგიურობაც საქმით უფრო მჟღავნდება , ვიდრე სიტყვით.სვეტიცხოვლის შენებაა მისი რელიგია .(1) ‘’ ჩვენ ვერ ვიხსენებთ ეპიზოდს ნაწარმოებიდან , სადაც სვეტიცხოვლის სულიერ-რელიგიურ შენობად და ღვთის სახლად მოიხსენიებს არსაკიძე. სამაგიეროდ უამრავია ეპიზოდი , როდესაც ვრწმუნდებით , რომ სვეტიცხოვლის შენება ხელოვნებაა . აქედან გამომდინარე , არსაკიძე სწორედ ამ უკანასკნელის მადიდებელია (როგორიც იყო სალვადორ დალი , მიქელანჯელო და სხვანი) და არა მართლმადიდებლელი. თუ გადავხედავთ ტაძრების აგების ისტორიას , დავინახავთ , რომ მათი აგებისას მსენებელნი განსაკუთრებით კრზალვითა და რიდით იქცეოდნენ. ჩვენ მიერ აღწერილ რომანში კი ხსირია , როდესაც არსაკიძე ხან მეძავთან იკლავს ცხველურ ვნებებს , ხანაც ბიზანტიელ დიაცებთან განცდილ ,,ტკბობის წუთებს“ იხსენებს. ჩვენ კი ვერსად ვიხსენებთ , თუ სადაა აღწერილი უტას მართლმადიდებლური ცხოვრება .(აღსარების ჩაბარება , მარხვა ,ლოცვა , ზიარება , რომელზეც თავად უფალი ამბობს : ,,ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“(ლკ22-19). ნაწარმოებზე დაყრდნობით არსად ,,მოუხსენიებია“ უფალი.“
გარდა ამისა , აი ,რას წერს ბატონი ზვიადი : ,,დიდოსტატის მარჯვენა ასახავს ისტორიის პერიოდს , როდესაც ჩვენი ქვეყანა იყო ასპარეზი ქრისტიანობისა და წარმართობის ბრძოლისა , რასაც გვამცნობს , უწინარეს ყოვლისა ქართული ისტორიოგრაფია . (2)“ ბატონი ზვიადი , რომ ცოცხალი იყოს აუცილებლად შევეკითხებოდით (ყოველ შემთხვევაში შევეცდებოდით იმის გაგებას ) თუ სად გვამცნობს ქართული ისტორიოგრაფია გართობის იმ მეთოდებზე , რაც სამეფო კარის დროსტარების ეპიზოდშია აღწერილი , სად გვამცნობს ქართული მატიანე , რომ დიდებულები მოსულიყვნენ ხარჭებთან ერთად სასახლეში , მოემიზეზებინათ ,,სულიერი მადლის მიღება ‘’ და მისცემოდნენ ისეთ თავასვებულ ორგიას , რაც ზემოთნახსენებ ეპიზოდშია აღწერილი . ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ ამას , რის გამოც გვიჩნდება ეწვი იმის შესახებ , რომ ბატონი კონსტანტინე ამ ნაწარმოების წერისას უფრო მეტად მისი ევროპულისთვის მიმსგავსებას ცდილობდა და არა ისტორიოგრაფიის მიერ მოწოდებული სინამდვილის აღწერას.
კიდევ ერთი ფრაზა ამ წერილიდან : ,,არსაკიძე ნეტარია , ვითარცა იაკობი . (3)‘’ ესეც დიდი მკრეხელობაა . ყოფილ პრეზიდენტს , რომ დაეწერა - გავს იაკობის ნეტარებას , ან სხვა კიდევ დავხუჭავდით თვალს , მაგრამ ამბობს სიტყვას ისეთივეს. ე.ი. პიროვნება , რომელიც ხშირადაა მეძავებთან , ასრულებს წარმართულ მსხვერპლშეწირვებს და მსგავს საზიზღრობებს არის ისეთივე ნეტარი , როგორც იაკობი , რომლისაგანაც წარმოდგა ღვთის
-----
1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 386გვ.თბილისი 1991 გვ.
2-იქვე


3-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 387გვ.თბილისი 1991 გვ.
საზიზღრობებს არის ისეთივე ნეტარი , როგორც იაკობი , რომლისაგანაც წარმოდგა ღვთის
რჩეული ერი , რომლის შთამომავლობიდანაც იშვა მხსნელი სოფლისა და რომელიც უსუალოდ ემსახურებოდა ღმერთს.განსჯა თქვენთვის მოგვინდია.
და ბოლოს . ზვიად გამსახურდია აღიარებს იმ ფაქტს ,(ალბათ არც არავისთვის იყო უცხო) , რომ მამამისი განიცდიდა - ნიცსეს , გოეტეს , ბალზაკის , ფლობერის , გოგოლის , ტოლსტოის გავლენებს. ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ და ვერ გავიხსენეთ ამათგან თუ იყო რომელიმე მართლმადიდებელი . სამაგიეროდ , ადვილად გაგვახსენდა , რომ თუნდაც ლევ ნიკალაევის ძე ტოლსტოი აშკარად დასცინის თავის ნაწარმოებსი წმიდა ზიარებას , რომელსაც ჩვენ-მართლმადიდებლები მივეახლებით უდიდესი კრძალვით , რათა გვექმნეს ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა.“
მწერალს ფრაზა მოყავს დავით აღმასენებლის ცხოვრებიდან : ,,ნეტავ თუ ვიცით რას ვცემთ თაყვანს.“უპირველესად აღვნიშნოთ ის , რომ არ ვიცით რა კონტექსტსი წარმოთქვა მეფემ ეს სიტყვები. ამასთანვე მას ყველაზე შინაარსითაც რომ ეთქვა აღნიშნული წინადადება, არ ნიშნავს იმას , რომ მას უნდა მივბაძოთ. რადგან წმინდანობა არ ნიშნავს უცოდველობას. შეგახსენებთ ფაქტს აღმასენებლის ცხოვრებიდან , როდესაც მან სარებზე დასვა მოწინააღმდეგეები და გალავანზე გადმოკიდა. აქედან გამომდინარე წმიდანის საქციელი არ ნიშნავს მის უცდომელობას.
და ბოლოს,ჩვენ კვლავ გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ.აგრეთვე ვაღიარებთ რომან- ,,დიდოსტატი კონსტანტინესმარჯვენა-ს“
დიდებულ სამწერლობო ენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ რადგან იგი გახლდათ კარგი მწერალი , თვალი დავხუჭოთ იმ სიწმინდეთა და დოგმათა შეურაცხყოფაზე , რის გამოც თავს სწირავდა ჩვენი წინაპარი. ჩვენ ვერ ვხვდებით-,,ავს , რომ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქოთ.“ რის გამოც- ,,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.“
ბევრი დაწერილა და ბევრი დაიწერება ამ თემაზე , რასაც ჩვენ შევეხეთ , მაგრამ ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა „მუდამ დარჩება დიდებულ ნაწარმოებად . ჩვენ ვაღიარებთ ამ დიდებულებას , მაგრამ აღვნიშნავთ მის ანტიმართლმადიდებულობას. აგრეთვე ვითვალისწინებთ იმასაც , რომ ,,მართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ჰყავდეს,“ რის გამოც უკვე უნაგირზე ვართ მოკალათებულნი და მათრახი გვიპყრია ხელში.

ასეთ მდგომარეობაში მყოფნი , ველით მომავალს!


შინაარსი
1-,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა“-ანტიმართლმადიდებლური ნაწარმოები
3-სიწმინდეების შეურაცხყოფა
4-სასულიერო პირებზე
6-დაცინვა და ცილისწამება წმიდისა კათოლიკოსისა-მელქისედეკისა
8-ლოცვის აბუჩად აგდება
9-მართლმადიდებლბის შეურაცხყოფა
11-შეურაცხყოფა ყოვლადპატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა
12-მკრეხელობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ
13-ღმერთზე
18-შინაარსი
19-გამოყენებული ლიტერატურა


გამოყენებული ლიტერატურა
1--ღირსი იოანე სინელი. კიბე ანუ-კლემაქსი. გვ-21. თბ 2004
2--ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები..თბილისი 1991 გვ.
3-კონსტანტინე გამსახურდია. ტომი II. თბილისი-1959
4-ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლურიენციკლოპედ
ა.თბილისი 2007


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
artless   კონსტანტინე გამსახურდია   Nov 29 2011, 06:40 PM
zaz   გასათვალისწინებე...   Nov 29 2011, 06:44 PM
terra   გასათვალისწინებე...   Nov 29 2011, 10:19 PM
A.V.M   დაახლოებით ერთი თვ...   Nov 29 2011, 10:13 PM
A.V.M   yes.of course... არ დამჭირდ...   Nov 29 2011, 10:21 PM
.zakaria.   და თუ ასეთი რამე ა...   Nov 29 2011, 10:27 PM
A.V.M   გაიხარე ზაქარ... მა...   Nov 29 2011, 10:30 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. კონსტანტინე გ...   Nov 29 2011, 10:34 PM
artless   მე კი მინდა ცოტა უფ...   Nov 30 2011, 12:06 AM
A.V.M   რასაც ვაპირებდი კი...   Dec 19 2011, 09:22 PM
ქევანა   არასწორად შეგირჩე...   Dec 20 2011, 07:30 PM
A.V.M   ესეც ჩემს მიერ დაპ...   Jan 29 2012, 08:49 PM
A.V.M   სახარებასთან დამო...   Jan 29 2012, 09:04 PM
ქევანა   A.V.M ვერ გავიგე, ზვია...   Jan 29 2012, 10:56 PM
A.V.M   არა ქეთევან... საკმ...   Jan 29 2012, 11:45 PM
kereselidze lasha   5-6 წლის წინ წავიკით...   Jan 30 2012, 05:24 PM
Hercules   ახლა, მოდით, მოდერნ...   Jan 31 2012, 09:27 PM
A.V.M   არანაირად...   Jan 31 2012, 11:11 PM
sandro40   კ. გამსახურდია არ ი...   Feb 2 2012, 10:58 AM
ქევანა   sandro40 აი ანტიმართლმა...   Feb 2 2012, 11:26 AM
lasha_k   ქევანა რატომ? ზვია...   Feb 2 2012, 01:15 PM
ქევანა   lasha_k გააჩნია მორწმუ...   Feb 2 2012, 01:35 PM
lasha_k   ქევანა მართლმადი...   Feb 2 2012, 02:33 PM
A.V.M   არანაირი სხვაობა ...   Feb 2 2012, 04:59 PM
ქევანა   არაფერი მაგდაგვარ...   Feb 2 2012, 07:02 PM
A.V.M   http://church.ge/index.php?act=post&do=edi...4&p=7...   Mar 31 2012, 10:24 PM
karpaki   კაკაფონიას რომ დრო...   Mar 31 2012, 11:46 PM
A.V.M   ზვიადისტებზე რა გ...   Apr 1 2012, 09:28 PM
ქევანა   A.V.M კაიროსს ვკითხავ,...   Apr 1 2012, 09:53 PM
marine   "მწერლობასა და ხე...   Aug 5 2015, 07:13 PM
marine   „როგორი ბედნიერებ...   Aug 5 2015, 07:35 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 06:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი