![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,587 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დაგვლოცეთ, მამაო..
ჩემსა და ერთ-ერთ ფორუმელს შორის საკამათოდ იქცა ეს თემა, ამიტომ მსურს კითხვით მოგმართოთ: ითვლება თუ არა ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილი თვითმკვლელობად და ლოცულობს თუ არა ეკლესია ნარკომანის სულისათვის.. მაპატიეთ, რომ დროს გართმევთ და პასუხისათვის წინასწარ გიხდით მადლობას.. პატივისცემით მარინე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
Mama Daviti |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 ![]() |
ღმერთმა დაგლოცოთ!
პირადად მე ვეთანხმები კაიროსის -ბ- პოზიციას, რა თქმა უნდა, ნარკომანი გარკვეული ფორმით თვითმკვლელია... თუმცა საზოგადოებრივი აზრით ისინი ავადმყოფებად ითვლებიან და ზოგიერთი მოძღვარი ამ მოსაზრებიდან გამოდის და აღასრულებს მიცვალებულის წესს. პირობითად ნარკომანები შესაძლებელია ორ ჯგუფად გავყოთ: 1. ისინი, ვისი ცხოვრების მიზანი ნარკოტიკებით "ტკბობაა" და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელები არიან, არავითარი სინდისის ქენჯნა არ გააჩნიათ და პირიქით, სხვების ჩათრევასაც ცდილობენ.... უდავოდ ეს კატეგორია თვითმკვლელები არიან. 2. ისინი ვინც მიზეზთა გამო, ნებით ან უნებლიედ, ნარკოტიკების მომხმარებლები ხდებიან, ხოლო შემდეგ უჩნდებათ სინანული და იწყებენ ბრძოლას ამ სენის მოსაშორებლად, მაგრამ დამსხვრეული ნებისყოფის გამო 70% ში მარცხდებიან, თუმცა სინანული რჩებათ და გაორებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.....ამიტომ ღვთისმსახურნი, უფლის კაცთმოყვრებისა და ეკლესიის მიმტევებლური ხასიათიდან გამომდინარე, მათთვის გარკვეულ შეღავათს უშვებენ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th September 2025 - 07:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი