ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
კანონისტი |
Dec 20 2006, 12:45 PM
პოსტი
#21
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ხათუნა |
Apr 1 2007, 05:05 AM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
მე მიჭირს დიდხანს ერთ ადგილას დგომა, თვალში მიბნელდება და შეიზლება წავიქცე კიდეც, მამაომ მომცა უფლება დამჯდარმა ვიკითხო ლოცვები.
(''ოღონდ არ ჩამოგეძინოსო'' თან მეხუმრა ) სამებაში კიბეზე რომ ჩამოვმჯდარვარ მეც იმდენჯერ შემინიშნავს აგრესიული მზერა ''აქტიური მრევლის'' რომ წამოვმხტარვარ, მაგრამ მერე უკვე ვეღარც ლოცვა შემირგია და ვეღარც გალობა. ალბათ ასეთი მომენტებიც ალბათ უფლის გამოცდაა და ჩვენი სემოწმება, აბა რამდენად გადავლახავთ ასეთ პრობლემას. ერთხელ ერთმა ქალმა ისეთი დამიყვირა აქ არ დაჯდეო რომ ეს რომ ეკლესიის გარეთ მომხდარიყო ალბათ არ დამთავრდებოდა კარგად. კიდევ კარგი მოვახერხე თავის შეკავება და ავერიდე. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი