კონსტანტინე გამსახურდია, მე ვფიქრობ, სწორად შევარჩიე განყოფილება, სადაც უნდა გამეხსნა თემა... ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კონსტანტინე გამსახურდია, მე ვფიქრობ, სწორად შევარჩიე განყოფილება, სადაც უნდა გამეხსნა თემა... ა |
artless |
Nov 29 2011, 06:40 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 |
გამარჯობა! როგორც თემის აღწერაშივე ვთქვი, მინდა აქ კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. გამოვთქვათ აზრები (იქნებ გავლანძღოთ კიდეც ერთმანეთი, თუ ეს უკანასკნელნი ურთიერთსაპირისპირო იქნება) და როგორმე ერთ დასკვნამდე მივიდეთ... მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა, გახდა მამა თეოდორე გიგნაძის სიტყვები, რომელიც მოვისმინე "იუთუბში": http://www.youtube.com/watch?v=Yo66tHFyn3U&feature=feedlik
როგორც თქვენც ნახავთ (და, იქნებ, უკვე ნანახიც გაქვთ), აქ ეს სასულიერო პირი კონსტანტინე გამსახურდიას მართლმადიდებლობის მტერს უწოდებს. ხოლო, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ კომენტარებიც, სადაც თავად მამა თეოდორეს უწოდებენ ეშმაკის მოციქულს (ერთობ საინტერესოა). ბოლოს და ბოლოს, რაღაცებზე უნდა ვთქვათ სიმართლე! კონსტანტინე გამსახურდია, ჩემი აზრით (და შევეცდები ეს დავამტკიცო), არათუ ქრისტიანი არაა, არამედ რამდენადმე საპირისპირო პოზიციაც უჭირავს. როგორც ცნობილია, მოდერნიზმი (ლიტერატურული მიმდინარეობა) შთაგონებულია, ნასაზრდოებია გამოჩენილი გერმანელი ფილსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით. ამ ადამიანის ხსენებაზე, პირველ რიგში, რაც გაგვახსენდება, ალბათ მისი ცნობილი სიტყვებია: "ღმერთი მოკვდა". აღსანიშნავია ისიც, რომ ის ლაპარაკობს არა, ვთქვათ, ბუდიზმზე, ზოროასტრიზმზე, არამედ სწორედ ქრისტიანობაზე (თუმცა, ალბათ, რაღაც პარალელების გავლება შეიძლება ამ რელიგიებს შორის). ნიცშე უპირველეს ყოვლსა, სწორედ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს - მაშასადამე, ნიცშე "ანტიქრისტიანია". ახლა, მოდით, მოდერნიზმი, გამსახურდია და ნიცშე ერთმანეთს დავუკავშიროთ: მოდერნიზმი ნასაზრდოებია ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით - კონსტანტინე გამსახურდია მოდერნისტია - (დასკვნა) - კონსტანტინე გამსახურდია ნასაზრდოებია ნიცშეს იდეებით. მამა თეოდორე გიგნაძე სწორად შენიშნავს კონსტანტინე გამსახურდიაზე "მართლმადიდებლობის მტერიაო", რომ ამბობს... თუ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით ამის შემჩნევა ჩვენც შეგვიძლია - არის რამდენიმე სცენა "დიდოსტატის მარჯვენაში", სადაც, თუ ძალით არ იბრმავებ თავს, რაღაც სიტყვები გეხამუშება. კარგი, ვთქვათ, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია რომელიმე გმირის სახელით ლაპარაკობს იესო ქრისტეზე (თუ არ ვცდები, მამამზეს სახელით), დაღმეჭილი სახე ჰქონდაო... ვთქვათ, რომ ეს არ არის თავად მწერლის აზრიც (ნიცშეს ხომ არ უყვარდა ქრისტე!). მაგრამ რას ვიტყვით სხვა მომენტებზე - სადაც, მაგალითად, ჯვრის სასწაულმოქმედებას დასცინის? აქ ხომ მარტო კონკრეტულ ფაქტებთან დამოკიდებულება კი არა, ზოგადად, სასწაულებთან, ქრისტიანობასთან დამოკიდებულებაც იკვეთება? კონსტანტინე გამსახურდია, მე ვიტყოდი, დასცინის სასულიერო პირებსაც - მაგალითად, მელქისედეკ კათალიკოსს და, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, არ მოსწონს მისი პიროვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი მომენტია "დიდოსტატის მარჯვენაში", რომელიც ქრისტიანის ყურს ეხამუშება, არ ესიამოვნება. და თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ რატომ ვფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალია? მოდით, ამაზე ვისაუბროთ |
lasha_k |
Feb 2 2012, 02:33 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
ქევანა
ციტატა გააჩნია მორწმუნეში რას გულისხმობთ, ფანატიკოსიც ამბობს მწამსო, ერეტიკოსიც ამბობს მწამსო, ათეისტი პირდაპირ ამბობს არა მწამსო... იეღოვას მოწმეც (ე.წ. რასელისტი) ამბობს მწამსო... ჩვენ მოდი განვიხილოთ ზვიადის დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ biggrin.gif განსაკუთრების სამების შესახებ, ამაზე რას მეტყვით? მართლმადიდებელი მორწმუნე რომელიც დადიოდა ეკლესიაში, ყავდა მოძღვარი..... ერისკაცობაზეც დაგეწერა ერთი ორი სიტყვა, რომელიც ქართველი ერი მართლა გამოაცოცხლა, შეაყვარა ერთმანეთი მახსოვს იყო ლოზუნგები "ქართველები არ ხართ ბიჭო რა გაჩხუბებთ ისედაც ერთი მუჭა ვართ" ქართველი ხალხის გამოცოცხლება თავისუფლების სიყვარული და ქართველის სიყვარული ამის დიდი წვლილი ზვიად გამსახურდიას ნამდვილად ეკუთვნის, და ნუ დაუკარგავ ამ ღვაწლს ციტატა არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო laugh.gif რა უნდოდა პოლიტიკაში რო მიძვრებოდა laugh.gif მეც შეიძლება გულმხურვალე პატრიოტი ვიყო, მაგრამ პოლიტიკაში არ მოვიდე, არამედ ჩემს სფეროში ვაკეთო ჩემი საქმე. ზვიადს კი ასეთი სფერო არ ჰქონდა, ვერც წერდა, ვერც ფილოსოფოსობდა, ვერც თეოლოგობდა, ვერც პოლიტიკანობდა :/ სადღაც უნდოდა მოენახა ადგილი და ვერ იპოვა, ამიტომ შეიძლება შეგეცოდოს. მაგრამ საწყალი კაცის მომხრეები ორმაგად უნდა შეიცოდო ამაში ნამდვილად გეთახმები ძალიან სუსტი იყო და არც უნდა შესულიყო პოლიტიკაში, მართლაც რომ ბინძურ საქმეში ....ეს ისედაც ავღნიშნე რომ პოლიტიკაში ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა მაგრამ პოლიტიკოსი არ იყო და მთლად გადაუარო კაცს ეგ ნამდვილად არასწორია ნუ დაუკარგავ იმ ღვაწლს რომელიც ზვიად გამსახურდიამ გააკეთა უბრალოდ უნამუსობაა ასეთი მიდგომა და მეტი არაფერი ....არ ვარ გამსახურდიას ფანი მაგრამ რაც გააკეთა იმის დანახვა უნდა შეგვეძლოს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი