IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ არის ბერი იოსების ღიმილი მარადიულობიდან?
აკაკი
პოსტი Dec 21 2010, 07:29 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



IPB-ს სურათი

პატივცემულო ბატონო პაპანიკოლაუ,

ბერი იოსების დასაფლავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თქვენს ვებ-საიტზე გამოაქვეყნეთ სტატია სათაურით: „ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელის გარდაცვალება – ღიმილი მარადიულობიდან,“ სადაც მოკლედ აღწერდით ამ შემთხვევას რამდენიმე ფოტოსურათის თანხლებით. განსვენებულის ფოტოსურათმა, მომღიმარმა არა მარტო ბაგეებით, არამედ მთელი სახის გამომეტყველებით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. ფოტოსურათს ვხვდებით მრავალ ვებ-საიტზე, სხვადასხვა პუბლიკაციებსა თუ სტატიებში. და მართლაც გვინახავს მიცვალებულნი ნათელი სახით, მშვიდი გამომეტყველებით, დიდი განსვენებით, მაგრამ ღიმილით? სულიერი მამები ამბობენ, რომ სიკვდილის ჟამი შემზარავია ადამიანისათვის. სხვა მხვრივ პატერიკში ვკითხულობთ, რომ სულიერ ცხოვრებაში უფრო მეტად წარმატებულნი, თავმდაბლობის გამო, არ თამამდებობდნენ სანამ არ მიაღწევდნენ ახალ ცხოვრებას, სადაც არ არის საშიშროება. გარდა ამისა ბერი იოსები გულით ავადმყოფობდა და ავადმყოფობის გამო ძალიან გაწვალებული იყო. აბა როგორ გარდაიცვალა მომღიმარი? პასუხი ნათელია: არა, არ მიიცვალა მომღიმარი, არამედ გაიღიმა გარდაცვალების შემდეგ.

- სავანეში მოღვაწე რამდენიმე მამასთან საუბრის შემდეგ, გადმოგცემთ მათ მონათხრობს. ბერ იოსებთან უკანასკნელ წამამდე ორი მონაზონი იმყოფებოდა. ისინი ჩქარობდნენ, რომ ბერის მიცვალება დროულად ეცნობებინათ მოძღვარი ეფრემისა და სხვა მამებისათვის. ამიტომ ვერ შეამჩნიეს, რომ მიცვალებულის პირი ნახევრად ღიად იყო დარჩენილი.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

დაბრუნდნენ, რომ გაემზადებინათ მონაზვნური ტიპიკონის თანახმად. მოძღვარი ეფრემის ლოცვა-კურთხევა იყო, რომ სახე დაეტოვებინათ დაუფარავი. მამები შეეცადნენ, რომ ბერის პირი როგორმე დაემუწათ, მაგრამ უკვე გვიან იყო, ის კვლავ ღიად რჩებოდა. ამიტომ პირი ირგვლივ დოლბანდით შეკრეს, მაგრამ როგორც კი ახსნეს კვლავ გაიღო. გარდაცვალებიდან დაახლოებით 45 წუთი იყო გასული.

- მოძღვარო, ასე ღია პირით ცუდად გამოჩდება, რა ვქნათ?

- როგორც არის, სახეს ნუ დაუფარავთ!

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ათონური ჩვეულებისამებრ მას შეუკერეს მონაზვნური მანტია. მთელი ხანგძლივობა მანტიის შეკერვისა და მასში ჩაბრძანების გაგრძელდა კიდევ 45 წუთი. შემდგომ, ლოცვა-კურთხევის თანახმად, სახის ირგვლივ ნაჭერი შემოაჭრეს და ჰპოვეს ბერი, როგორც მას უკვე ვხედავთ ყველანი – მომღიმარი. მან ისმინა თავიანთი სულიერი შვილების და მათ ხათრი გაუწია, რომ არ დამწუხრებულიყვნენ? თუ ჩვენთვის უნდოდა გადმოეცა ის, რაც ნახა და ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება წუთისოფლის დატოვების შემდეგ?

IPB-ს სურათი

ბერი იოსების ღიმილი პირველი ზებუნებრივი მოვლენაა მისი გარდაცვალების შემდეგ და ყველსთვის დიდი ნუგეშია.


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

http://vatopaidi.wordpress.com/2009/12/22/...3%A1-%E1%83%A6/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 14 2012, 04:16 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,894
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ალბათ უფალი იხილა smile.gif რა ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ღიმილით ტოვებს ცოდვილ ქვეყანას.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 08:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი