წმ. გრიგოლ ხანძთელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. გრიგოლ ხანძთელი |
mr_morrison |
Nov 26 2006, 10:57 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ალბათ ყველას გაქვთ წაკითხული წმ. გრგოლის ცხოვრება. ის უძღვის ქართველთა საქორწინე დასს სამოთხეში. მას ბევრი რამ უკავშირდება. მე ვფიქრობ უსასრულოდ შეგვიძლია მის ღვაწლზე ვისაუბროთ. ეროვნული ერთიანობის იდეა სწორედ მას ეკუთვნის რომელმაც მოგვიანებით დავით აღმაშენებლის დროს ხორცი შეისხა. იგი იყო ”ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოსი”. მის მიერ უამრავი ეკლესია-მონასტერი დაარსდა. ტაო-კლარჯეთში ხალხი არ ცხოვრობდა, აქა-იქ ტყეში იყვენენ შეხიზნულები, წმინდანმა კი აქ ქვეყანა გააშენა. ერთი სიტყვით ვისაუბროთ მის ღვაწლზე
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
აკაკი |
Feb 15 2012, 12:26 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
წმ. გრიგოლ ხანძთელის მთავარი ისტორიული მისია
"ღვთის განგებით, ქართველი ერის ისტორიის დროთა განმავლობაში, როდესაც საჭიროება იყო, ყოველთვის ჩნდებოდნენ დიდი პიროვნებები, რომლებიც ცვლიდნენ და უმჯობესისკენ წარმართავდნენ, ან სულაც თავიდან ქმნიდნენ მნიშვნელოვან ეპოქებს. ჩვენი ისტორიისათვის ერთ-ერთი ასეთი უდიდესი პიროვნებაა, ”მადლით სავსე, სიბრძნით განსრულებული, დიდი მღვდელი და კეთილად განმგებელი, უდაბნოთა ქალაქმყოფელი, მამა გრიგოლი”, რომელიც გამოუჩინა ღმერთმა „მას ჟამსა შინა“ ქართველთ. VII საუკუნიდან არაბთა შემოსევებმა ქართლს ფრიადი ჭირი და ზიანი მიაყენეს. მათ მოშალეს მეფობა, ნაცვლად კი საამირო დაარსეს. ქართველთათვის ეს “ჟამი” იყო “გარყუნისა” და აღრევა-გადაგვარებისა, ერს დაემუქრა საფრთხე “მამულისა ჩვეულებისაებრ სვლისაგან” განდგომისა. ერთი სიტყვით, ქართლში ყველაფერმა მკვდრის ფერი მიიღო და ხალხსაც იმედი გადაეწურა. - ჩვენი მრავალკუთხიანი ქვეყნისათვის, ქართლი ოდითგანვე იყო პოლიტიკური, კულტურულ-ეკონომიკური და სარწმუნოებრივი ცენტრი, რის გამოც ჰქონდა მიღებული ქვეყანას საერთო წოდებად “ქართლი”. მაგრამ იმ “ჟამს”, მას უკვე დაკარგული ჰქონდა თავისი ღირსება და მნიშვნელობა, საკუთრივ, მთელმა ქვეყანამ კი ხერხემალი და მაცოცხლებელი ცენტრი დაკარგა. ქვეყნის ასეთ მდგომარეობას შინაგანი ქართველობა ვერ შეეგუებოდა, საჭირო იყო ბრძოლა, მაგრამ არა პირდაპირი, რადგან არაბების კავკასიაში “შემობატონების” გამო, მარტო დარჩენილ ქართლს ამის ძალა არ შესწევდა. მათი შეჩერება ვერ მოხერხდებოდა, პირდაპირ წინააღმდეგობას კი შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოეტანა. ხოლო იმისთვის, რომ ეს “შინაგანი ქართველობა” არ წარწყმედულიყო და შეენარჩუებინა ერს თავისი ეროვნული მსოფლაღქმა, თვითშეგნება და იდენტობა, მას უნდა შეექმნა ქართლის მონაცვლედ სხვა სასიცოცხლო ძალების მომცემი ცენტრი, რომელიც მისთვის ქართლის მაგივრობას გასწევდა. - სწორედ ამ უდიდესი ეროვნული მისიის განხორციელება იდვა თავს წმ. გრიგოლმა, “სანატრელმა მამამ”. ქვეყნის კატასტროფულ ვითარებაში, VIII ს-ის მეორე ნახევარში, მიემგზავრება წმ. გრიგოლი ტაო-კლარჯეთს, რომელსაც თან ახლავს დიდი სამომავლო მიზანი. ქვეყნის ეს ერთ-ერთი კუთხე ერის სულის განმაცხოველებელ წყაროდ, ქართლის მონაცვლედ უნდა იქცეს, რომლის მწვერვალიც, მომავლის სარწმუნოებით, საქართველოს გაერთიანება და ქედიდან არაბთა უღლის გადაგდება იყო. ამიტომაა რომ ითქმის, გრიგოლ ხანძთელმა დაიწყო საქმე, რომელიც საბოლოოდ დიდმა აღმაშენებელმა დავითმა განასრულა! - ამ უდიდესი საქმის განხორციელება მყუდროებით და საიდუმლოდ ხდებოდა, ისე, რომ არაბები ვერ მიმხდარიყვნენ. მტრისათვის ერთი შეხედვით, ეს იყო ყოველგვარ პოლოტიკურ შინაარსს ჩამოშორებული მოღვაწეობა სასულიერო პირებისა, მონასტრების აღშენება და ა.შ. სადღაც მიჩრდილ-მიმალულ კუთხეში. აღსანიშნია, რომ ტაო-კლარჯეთში იწყო ბაგრატიონთა საგვარეულომ, ქართველთა სამეფო დინასტიამ არსებობა, სწორედ აქ ცნო გრიგოლმა მათი წარმომავლობა წმ. მეფის, დავით წინასწარმეტყველისგან, რითაც განამტკიცა ისინი იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობით, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. წმ. გრიგოლმა და მისმა აღზრდილმა, ჩინებულმა სასულიერო მოღვაწეებმა, მღვდელმთავრებმა, რომლებიც მამა გრიგოლთან ერთად უდიდესი ეროვნული მოღვაწენიც იყვნენ, აღადგინეს და განამტკიცეს ერში დაკნინებული და შერყეული შეგნება ქართველობისა. მათ შორის შეიქმნა ეროვნული მსოფლმხედველობის განსაზღვრება, გამომხატველი საქართველოს ეროვნული მთლიანობისა, “ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების...” ასე, ტაო-კლარჯეთი მართლაც იქცა მეორე ქართლად, საქართველოს სარწმუნოებრივ და კულტურულ ცენტრად. ამ წარმატების მიზეზი კი, გრიგოლის “ცხოვრებით” რომ ითქვას, “ხორციელი კეთილისა და სულიერი კეთილის შეზავებაა”. ღირსმა გრიგოლმა კლარჯეთის უდაბნო, - დაკნინებული ქართლის სახება, - აქცია ქალაქად, შეიტანა მასში სულიერი ნათელი და თანაზომიერება, მისცა მას ახალი, მოწესრიგებული სახე, რითაც მთელი საქართველოსთვის დიადი მომავლის პირველსახე იკვეთებოდა. იმ დროისათვის საქართველოსთვის სასურველი, “მამულისებრი” მომავალ მზადდებოდა." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი