საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
უჩა |
Feb 15 2012, 09:41 PM
პოსტი
#2
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
რუსთავისა და მარნეულის ეპარქია "მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ." (თქმული წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალისა სიკვდილის წინ) რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო დასავლეთიდან მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთსა და აზირბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება "ეკლესიათა მშენებლობა, IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია "ეკლესიისა საფუძველი". ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ ქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. სარუსთველო დროშაზე მიწერილნი იყვნენ შემდეგი თავადები, ერისთავები, ეპისკოპოსები და გლეხები: პირველად თვითონ რუსთველი ეპისკოპოსი თავისი ყმით და სამოურაოებით, სამებელი, ავალისძენი, იორსამგორიდან არაგვისპირელნი, გურამიშვილები, გაღმაკახელნი, თიანეთელნი, ფშავ-ხევსურნი, ერწო-ჟალელნი, " მათ შინა მოსახლენი აზნაურნი და თავადნი~, ჩოლოყაშვილები, გიღიდაშვილები, მაყაშვილები, ჯანდიერიშვილები, ზემოთელაველნი, რუსიშვილები, ჯიმითის მოურავნი, საღინაშვილები, ქუმსიშვილები, პანკისის ხეობელნი, " ენისელთ მოურავის სახლნი, ჯორჯაძენი, ენისელით და ყმით", ნეკრესელი, ნეკრესის ყმით, გავაზი და ყვარელი" და აშ. რუსთველს ემორჩილებოდა ასევე " ღმრთაების დროშა", რომელზეც მიწერილნი იყვნენ ასევე მრავალრიცხოვანი თავად-აზნაურნი, ყმები, " სახასოები" და სხვა ადგილ-მამულები. ამრიგად, როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში რუსთველის საეპისკოპოსო და მისი ჯარი კარგად ორგანიზებული, ძლიერი სავკლესიო და ამავე დროს სამხედრო შენაერთი იყო, რომელსაც თავისი მტკიცე და მკაცრად განსაზღვრული ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა. რუსთველის ეპისკოპოსი კი დამოუკიდებელი და გავლენიანი ხელისუფალი იყო, ამიტომაც საეპისკოპოსოში მცხოვრებნი მებატონენი ვალდებულნი იყვნენ მას დამორჩილებოდნენ და შესაბამისი ღირსებით მოპყრობოდნენ, რაც გარკვეულ "გამოსაღებადაც" ითვლებოდა XVIII ს-ის I მეოთხედის საქართველოში. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტოძბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია. 1997 წლიდან ეპარქიის მმართელი მღვდელმთავარი იყო მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 2009 წლიდან რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველობა დაევალა ცურტაველ ეპისკოპოსს იოანეს (გამრეკელი). ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი ამჟამად ეპარქიის მეთაურია რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). ეპარქიის საკათედრო ტაძარი მდებარეობს რუსთავში. იგი აგებულია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელზე 1990 წელს. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდ.აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზრვარს. რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მთავარი ტაძარია - რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი. მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) - ერისკაცობაში გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი 1946 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში დაიბადა. დედა – ეკატერინე ვილგელმის ასული კერბსი – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის გერმანული ენის პედაგოგი. მამა - ვახტანგ ნიზოლოზის ძე გარეკელი - ისტორიის პროფესორი. 1964 წელს გურამ გამრეკელი აბარებს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, 1966 წლიდან სწავლას განაგრძობს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1970 წელს ასრულებს ძებნა-ძების სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე. 1979 წლიდან ეკლესიის მრევლია. 1983 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად დაადგინეს. 1985-88 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1987 წლის 19 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა. 1988 წლის 24 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ანჩისხატის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1989 წლის 8 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა. 1989-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორია. 1993 წლიდან საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა (ამჟამად კომიტეტი რეორგანიზებულია განათლების ცენტრად და მას სათავეში კვლავ მეუფე იოანე უდგას ). 1995 წლის 25 მაისს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და აკადემიკოსოს წოდება მიენიჭა. 2005 წლის 31 იანვარს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად დაინიშნა (ამ მოვალეობას იგი დღესაც ასრულებს). 2008 წლის 27 ივნისს წმინდა სინოდის კრებაზე მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 2008 წლის 11 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. 2008 წლის 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და უწოდა ცურტავის ტიტულოვანი ეპისკოპოსი. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად. 2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა. ესეც რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის ოფიციალური ელექტრონული ვებ გვერდი. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი