![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „ათასწლოვანი კულტურული ცხოვრების შემდეგ იციან კი ბოლოს და ბოლოს, თუ რისთვის ცხოვრობენ? რა მიზანი აქვს მათ არსებობას და რა წარმოადგენს სულიერი კულტურის იდეალს?
მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს და უმთავრესად არც სვამენ მას. ისინი იმგვარად ცხოვრობენ, როგორც ეს მათ ყოფას მოაქვს, აქვთ რა საკუთარი არსებობის ქვეცნობიერი და არაცნობიერი მიზნები. ეს მიზნები კი უმრავლესობასთან იმის იქით არ ვრცელდება, გამოკვებონ, ჩააცვან და გაათბონ საკუთარი სხეული, დააკმაყოფილონ ცხოველური მოთხოვნილებები“. მაინც რა არის ადამიანის ამქვეყნად არსებობს უმთავრესი მიზანი? რა შეხედულებებსაც არ უნდა გაეცნო ამ თემასთან დაკავშირებით, მოცემულ კითხვაზე მართლმადიდებლურ პასუხზე უფრო სწორს, გამართულს ვერ შეხვდები. კატეხიზმოში - მართლმადიდებლურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ „თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს შემქმნელს თავისას, რომლის მსგავსადაც იგი შეიქმნა“. სულიერი, პიროვნული სრულყოფაა ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. ეკლესიურ ხალხთან ეს ერთი მხრივ, გასაგებია. იმდენად მრავალფეროვანი, რთულია მართლმადიდებლური ლიტერატურა, სიბრძნენი, დოგმები, რომ ძნელია ყველას სათანადო ყურადღება მიაქციო. ზოგი ერთით დაინტერესდება, დაიმახსოვრებს, შეეცდება გაიაზროს, სხვა მეორეთი, ნაწილი მესამით. კატეხიზმოს ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც ალბათ მრევლის მრავალ წევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიუქცევია, ვერ ჩამწვდარა მის არსს, მნიშვნელობას. კიდევ სხვა ნიუანსების აღნიშვნაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა სხვა რამ არის ჩვენთვის მთავარი: ის, რომ დადგა დრო განსაკუთრებით წამოიწიოს იმ სიბრძნემ, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის სულიერი, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვა და თანდათანობით ამ მიზნის განხორციელება ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით. ერთ-ერთი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი, რასაც უნდა ეცნობოდეს ადამიანი ცხოვრებაში და კარგად იბეჭდავდეს გონებაში , სწორედ ეს არის ის, რომ უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნეული სრულყოფის გარეშე. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მარინე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 ![]() |
ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.
წმინდა ილია მართალი ![]() -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი