საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
სოფი |
Feb 16 2012, 09:52 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია აერთიანებს ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს აღარ ეკუთვნის. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალქალაქისა და კუმურდოს, ბორჯომისა და ბაკურიანის, დასავლეთიდან სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანი–ბაღდათის, შემოქმედის და მარგვეთისა და უბისის ეპარქიები, სამხრეთიდან კი ესაზღვრება თურქეთი. საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს. კომუნისტური მმართველობის დროს აქ ჩაკვდა საეკლესიო ცხოვრება, მხოლოდ 70–იანი წლების ბოლოს გახდა შესაძლებელი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა. აღდგენილი ეპარქიის მეთაურობა დაევალა ამბროსი ქათამაძეს, რომლის შემდეგ სამწყსოს მეთაურობდა ანანია ჯაფარიძე. აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქია გაიყო და ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიები. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე. ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა. მეუფე თეოდორე (დ. 11 აპრილი, 1967, სიღნაღი) — ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი. 1984 - თელავის მე-4 საშუალო სკოლა; 1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი; 1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია; 1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა; 1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა; 1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა; 1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი; 1996 წლის 26 ოქტომბერი - არქიმანდრიტი; 1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა; 1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი; 1998 წელს - ახალციხის ეპისკოპოსი; 2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი; 2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკოპოსი; 2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე; 2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი; 2005 წლის 1 თებერვალი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 2006 წლის 30 აპრილი - ებოძა მიტროპოლიტობა. 2004 წლის 30 ივნისს, წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახლაციხობის სახალხო დღესასწაულზე, მეუფე თეოდორეს ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილებით ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი