IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შინაგანი ცხოვრების მიზანი - ცხოვრება სიხარულში, გიხაროდენ და კვალად გეტყვი - გიხაროდენ!
George Leluashvili
პოსტი Feb 17 2012, 12:05 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული.

თქვენში და თქვენ გავლით მიედინება მდინარე, სიხარულის გზავნილით.

ეს ღვთიური სიხარული - ცხოვრების ერთადერთი მიზანია.


IPB-ს სურათი

ხატი ღმრთისმშობლისა "მოალერსე"
ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული"



მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.

საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. მკითხველი ალბათ იკითხავს – მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი - მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ.

შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. ისმის კითხვა – როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება.

სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.


ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, სინთლეს და სიხარულს, გავხდეთ განუყოფელი ჩვენი საწყისის და ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც ჭეშმარიტად დაგვაკმაყოფილებს.

ცხოვრება სიხარულში - ნიშნავს ცხოვრებას შინაგანი ცხოვრებით. ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც მივყავართ თვით შემეცნებამდე. საკუთარი თავის შეცნობა - ეს ღმერთის შეცნობაა, რადგან ღმერთი არის ჩვენში ღრმად მყოფი ღვთიურობა, რომელიც ელოდება მის აღმოჩენას და გახსნას. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ღვთისადმი მიმართვა, როგორც შინაგან მესაჭესადმი ან უზენაესისადმი.

გარეგან ცხოვრებას აქვს რეალური აზრი, მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვასაზრდოვებთ შინაგან ცხოვრებას. სამჯერ დღეში ჩვენ აუცილებლად ვიკვებებით. მაგრამ უფრო ღრმად ჩვენში იმყოფება ღვთიური ბავშვი, რომელსაც ცვენ ვუწოდებთ ჩვენს სულს; და ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს ვკვებოთ ის. სული შეგნებული წარმომადგენელია ღვთის ჩვენში. სანამ არ ასრულდება ბავშვი-სულის დანიშნულება, ჩვენ აროსოდეს ვპოვებთ დაკმაყოფილებას გარეგან ცხოვრებაში.

მაგრამ როგორ გავაერთიანოდ შინაგანი ცხოვრება გარეგანთან? თუკი ჩვენ ვფლობთ ლოცვის ღვთიურ ხელოვნებას, მაშინ ადვილად და შეგნებულად შეგვიძლია გავაერთიანოდ ეს ორი სამყარო. და თუ ჩვენ ვლოცულობთ, თითოეული წამი ხდება ოქროს შესაძლებლობა მოვისროლოთ დეპრესია, იმედგაცრუება, მრისხანება, შიში და სხვა ნეგატიური თვისებები და გამოვამჟღავნოთ შინაგანი სამყაროს თვისებები: სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და სინათლე.

სულიერი ადამანი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, ჯანსაღი ადამიანი. ღმერთის მისაღწევად, სულიერი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს ღვთიურად პრაქტიკული. თუ ჩვენ ღვთიურად პრაქტიკულები ვართ, ჩვენ ვუწილადებთ ჩვენ შინაგან სიმდიდრეს. ჩვენ ვგრძნობთ ღვთიურ მოტივს ყოველ მოქმედებაში და ვუზიარებთ შედეგს სხვებს. სულიერება არ უარყოფს გარეგან ცხოვრებას. გარეგანი ცხოვრება უნდა იქცეს შინაგანი ცხოვრრების გამოვლინებად.



IPB-ს სურათი



პ.ს. აი, ამის თქმა მინდოდა.
გპირდებით თუ დაწერილს მთლიანად გაეცნობით, მაშინაც სიხარულს იგძნობთ, რადგან სიხარულზე საუბარს კვლავ სიხარული მოაქვს.

იხარეთ!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
George Leluashvili
პოსტი Feb 17 2012, 12:33 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



წმ. მამები სიხარულის შესახებ

IPB-ს სურათი


ქრისტე - აი ჩვენი სიხარული. აი, ჩვენი საუნჯე, აი, ჩვენი - ყველაფერი!


ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს, სამაგიეროდ - კვდება სიხარულში.


ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული.


არავინაა ისეთი, ვინც აქაც - ამსოფლად, და იქაც - მომავალ ცხოვრებაში სიხარულში იმყოფებოდა.


ვინც ნეტარი და კეთილი ტირილი საქორწინო სამოსელივით შეიმოსა, მან სიხარული შეიცნო – წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)


ყოველივე სიხარულად შერაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივნეთ პირად–პირადსა – წმ. იაკობ მოციქული


უმჯობესია მისი მწუხარება, ვინც უსამართლოდ ითმენს, ვიდრე მისი სიხარული, ვინც უსამართლოდ ნეტარებს.


რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით – წმ. ისააკ ასური.


დღევანდელი ცხოვრების დიდ სიხარულებსაც კი მწუხარების ჩრდილი დასდევს, როგორც სურათი არ არსებობს ჩრდილის გარეშე.


ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს – წმ. ნილოს სინელი.


სულიერ ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს: სიხარულისგან ამქვეყნად არა ხარ, არაფერი გაწუხებს, ბავშვი ხარ და შენში უფალია დავანებული – ბერი ამფილოქე.


და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე, და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს (ფსალმუნი 4;6)


ეუძლებელია უხაროდეთ იმ ადამიანებს, რომელნიც არ ლოცულობენ. “მათი სიცილი ტირილზე საშინელია; მათი სიცილი ან უგუნურებაა, ანდა უზრუნველობა”– წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)


ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს.


ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს – წმ. ანტონი დიდი.


სჯობს დროებითი მწუხარებით საკუთარი თავი მარადიული სიხარულისთვის მოვამზადოთ, ვიდრე, აქ მსუბუქი მწუხარებისგან თავის დახსნით მოკლებულ ვიქნეთ წარუვალ სიხარულს.


ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას - წუწუნითა და წუხილით – წმ. ბასილი დიდი.


ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს – წმ. დიმიტრი როსტოველი.


როცა ადამიანი ჭეშმარიტი ცხოვრების კალაპოტში მიედინება, იგი ყელაფრით ხარობს. იმითაც, რომ ცხოვრობს, იმითაც, რომ უნდა მოკვდეს და არა იმიტომ, რომ დაიღალა ცხოვრებისაგან, არა, იგი ხარობს იმიტომ, რომ გარდაიცვლება და ქრისტესთან წავა – ბერი პაისი ათონელი.


ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის აღვსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "...აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯვენესა შინა შენსა სრულიად" (ფს. 15)


სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ – ბერი პაისი ათონელი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
GIORGI LELUASHVILI   შინაგანი ცხოვრების მიზანი - ცხოვრება სიხარულში   Feb 17 2012, 12:05 AM
GIORGI LELUASHVILI   [b][color=#CC0000]წმ. მამები ს...   Feb 17 2012, 12:33 AM
A.V.M   მოკლედ რა ხარ რა ლე...   Feb 17 2012, 12:48 AM
GIORGI LELUASHVILI   მოკლედ რა ხარ რა ლე...   Feb 17 2012, 01:03 AM
A.V.M   ჯერ გავიგო რაზეა თ...   Feb 17 2012, 01:05 AM
აკაკი   საყურადღებოა თვით...   Feb 17 2012, 02:51 AM
GIORGI LELUASHVILI   საყურადღებოა თვით...   Feb 17 2012, 02:21 PM
აკაკი   GIORGI LELUASHVILI დიდი ალბათ...   Feb 17 2012, 05:02 PM
GIORGI LELUASHVILI   კითხვა მაქვს - თქვე...   Feb 19 2012, 09:42 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI მისტიციზმი...   Feb 19 2012, 09:44 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ყველა ადამიანს ...   Feb 19 2012, 09:49 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI კი   Feb 19 2012, 09:50 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi :D კაი რა ირაკლი, ...   Feb 19 2012, 09:57 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI სწავლას არ ...   Feb 19 2012, 09:58 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ჩამოვივლი და იმ...   Feb 19 2012, 10:52 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ეგეთი არავ...   Feb 19 2012, 11:19 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi :D კაი რა, სახელე...   Feb 19 2012, 11:48 PM
A.V.M   ორივე თუ ერთი? :D   Feb 20 2012, 12:19 AM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ადამიანს რ...   Feb 20 2012, 12:22 AM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi გინდა თქვა, რომ ...   Feb 20 2012, 07:52 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI :D კი ყველა, ე...   Feb 20 2012, 08:19 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi აბა რას გულისხმ...   Feb 20 2012, 09:02 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI როცა ადამი...   Feb 20 2012, 10:44 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi გგონია ზოროასტ...   Feb 20 2012, 11:29 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ეგ სად ვთქვ...   Feb 20 2012, 11:37 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi რა არი ბიჭო ფაქ...   Feb 21 2012, 12:48 AM
Urchi   კი რატომაც არა,,სწა...   Aug 4 2012, 04:21 AM
George Leluashvili   Urchi :thumbs: გეთანხმები. ...   Aug 7 2012, 06:12 PM
A.V.M   შენ Urchi ეძახე და კარ...   Aug 7 2012, 07:43 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 07:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი