შინაგანი ცხოვრების მიზანი - ცხოვრება სიხარულში, გიხაროდენ და კვალად გეტყვი - გიხაროდენ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შინაგანი ცხოვრების მიზანი - ცხოვრება სიხარულში, გიხაროდენ და კვალად გეტყვი - გიხაროდენ! |
George Leluashvili |
Feb 17 2012, 12:05 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული. თქვენში და თქვენ გავლით მიედინება მდინარე, სიხარულის გზავნილით. ეს ღვთიური სიხარული - ცხოვრების ერთადერთი მიზანია. ხატი ღმრთისმშობლისა "მოალერსე" ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული" მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი. საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. მკითხველი ალბათ იკითხავს – მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი - მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ. შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. ისმის კითხვა – როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება. სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება. ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, სინთლეს და სიხარულს, გავხდეთ განუყოფელი ჩვენი საწყისის და ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც ჭეშმარიტად დაგვაკმაყოფილებს. ცხოვრება სიხარულში - ნიშნავს ცხოვრებას შინაგანი ცხოვრებით. ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც მივყავართ თვით შემეცნებამდე. საკუთარი თავის შეცნობა - ეს ღმერთის შეცნობაა, რადგან ღმერთი არის ჩვენში ღრმად მყოფი ღვთიურობა, რომელიც ელოდება მის აღმოჩენას და გახსნას. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ღვთისადმი მიმართვა, როგორც შინაგან მესაჭესადმი ან უზენაესისადმი. გარეგან ცხოვრებას აქვს რეალური აზრი, მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვასაზრდოვებთ შინაგან ცხოვრებას. სამჯერ დღეში ჩვენ აუცილებლად ვიკვებებით. მაგრამ უფრო ღრმად ჩვენში იმყოფება ღვთიური ბავშვი, რომელსაც ცვენ ვუწოდებთ ჩვენს სულს; და ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს ვკვებოთ ის. სული შეგნებული წარმომადგენელია ღვთის ჩვენში. სანამ არ ასრულდება ბავშვი-სულის დანიშნულება, ჩვენ აროსოდეს ვპოვებთ დაკმაყოფილებას გარეგან ცხოვრებაში. მაგრამ როგორ გავაერთიანოდ შინაგანი ცხოვრება გარეგანთან? თუკი ჩვენ ვფლობთ ლოცვის ღვთიურ ხელოვნებას, მაშინ ადვილად და შეგნებულად შეგვიძლია გავაერთიანოდ ეს ორი სამყარო. და თუ ჩვენ ვლოცულობთ, თითოეული წამი ხდება ოქროს შესაძლებლობა მოვისროლოთ დეპრესია, იმედგაცრუება, მრისხანება, შიში და სხვა ნეგატიური თვისებები და გამოვამჟღავნოთ შინაგანი სამყაროს თვისებები: სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და სინათლე. სულიერი ადამანი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, ჯანსაღი ადამიანი. ღმერთის მისაღწევად, სულიერი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს ღვთიურად პრაქტიკული. თუ ჩვენ ღვთიურად პრაქტიკულები ვართ, ჩვენ ვუწილადებთ ჩვენ შინაგან სიმდიდრეს. ჩვენ ვგრძნობთ ღვთიურ მოტივს ყოველ მოქმედებაში და ვუზიარებთ შედეგს სხვებს. სულიერება არ უარყოფს გარეგან ცხოვრებას. გარეგანი ცხოვრება უნდა იქცეს შინაგანი ცხოვრრების გამოვლინებად. პ.ს. აი, ამის თქმა მინდოდა. გპირდებით თუ დაწერილს მთლიანად გაეცნობით, მაშინაც სიხარულს იგძნობთ, რადგან სიხარულზე საუბარს კვლავ სიხარული მოაქვს. იხარეთ! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
აკაკი |
Feb 17 2012, 02:51 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
საყურადღებოა თვითონ სიტყვა = "სიხარული"
"ხარა" ბერძნული სიტყვაა და ღთის მადლს ნიშნავს, "მადლმოსილებას" შესაბამისად დალოცვა - "გიხაროდენ" და"იხარე", "გაიხარე" - ნიშნავს "ღვთის მადლით აღივსე" |
George Leluashvili |
Feb 17 2012, 02:21 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
საყურადღებოა თვითონ სიტყვა = "სიხარული" "ხარა" ბერძნული სიტყვაა და ღთის მადლს ნიშნავს, "მადლმოსილებას" შესაბამისად დალოცვა - "გიხაროდენ" და"იხარე", "გაიხარე" - ნიშნავს "ღვთის მადლით აღივსე" ანუ სიტყვა "სიხარული" ბერძნული წარმოშობისაა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი