IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი
karpaki
პოსტი Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი #1


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში smile.gif

იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია smile.gif

დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი

IPB Image
მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ smile.gif

http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm
ეს მოკლე მიმოხილვა

მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
karpaki
პოსტი Feb 19 2012, 10:47 AM
პოსტი #2


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



IPB Image



არსენ იყალთოელი

საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 6 თებერვალი, საეკლსიო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი, ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი.







არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების იმ რჩეულ ქართველ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებამ ღრმა კვალი გაავლო შუა საუკუნეების ქართულ სულიერ ცხოვრებას და, ათონელებთან ერთად, მნიშვნელოვნადDგანსაზღვრა მისი კულტურული ორიენტაცია. არსენ იყალთოელისა და ამ ეპოქის სხვა ქართველ მოაზროვნეთა შემოქმედება მკაფიოდ უჩვენებს მათი თანადროული საზოგადოების ინტელექტუალურ ინტერესებს და დაუცხრომელ სწრაფვას, აეთვისებინათ იმდროინდელი მოწინავე ცოდნა. სამწუხაროდ, არსენ იყალთოელის ცხოვრების შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. არსენ იყალთოელს კარგად იცნობდნენ XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მწერლები: არჩილი, სულხან-საბა, ვახუშტი ბაგრატიონი, ტიმოთე გაბაშვილი, ვახტანგ VI, დავით რექტორი, ანტონ კათალიკოსი და სხვ. მათ შემოინახეს არსენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მართალია, ფრაგმენტული, მაგრამ საიმედო ცნობები, რომელთა შეჯერებით არსენის თანადროულ ხელნაწერთა ცნობებთან შესაძლებელი ხდება მისი ცხოვრების ძირითადი მომენტების აღდგენა.


არსენი დაბადებულა 1050 წლის სიახლოვეს, კახეთში, “დაბასა შინა იყალთოსა”. იყალთოელად იწოდებოდა იგი შავ მთაზე, სადაც ეფრემ მცირესთან ერთად მოღვაწეობდა. მამის სახელი ვაჩე შემოუნახავს “დოგმატიკონში” შეტანილ მის მიერ თარგმნილ ერ-ერთ ტრაქტატს. ახალგაზრდობა გაუტარებია იყალთოს მონასტერში, აქ იგი აღკვეცილა ბერად. შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება კონსტანტინოპოლის და სირიის საგანმანათლებლო ცენტრებს. შესაძლოა, იგი იმ 80 მოწაფეს შორის მოხვდა, რომლებიც გიორგი მთაწმინდელმა წაიყვანა საბერძნეთში (ი. ლოლაშვილი). ასეთ შემთხვევაში ის მოხვდებოდა ჯერ ათონზე, შემდეგ მანგანას აკადემიაში. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა მის ორიგინალურ და ნათარგმნ თხზულებებში გამოვლენილი საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლება. აქვე უნდა გაცნობოდა იგი ძველ ელინთა წარმართულ ფილოსოფიას და მიხაილ ფსელოსის, იოანე იტალოსის და იოანე ნომოფილაქსის საღვთისმეტყველო მოძღვრებებს.

კონსტანტინოპოლიდან იგი გამგზავრებულა სირიაში, შავ მთაზე, ქრისტიანული მწერლობის ისეთ განთქმულ კერებში, როგორსაც წარმოადგენდნენ სვიმეონ საკვირველმოქმედის და კალიპოსის მონასტრები (ამიტომ იხსენიება კალიპოსელადაც). სირიაში არსენ იყალთოელი ლიტერატურულ საქმიანობას იწყებს ეფრემ მცირის (იხ.) ხელმძღვანელობით. 1101 წელს, ეფრემ მცირის გარდაცვალების შემდეგ, არსენი კვლავ კონსტანტინოპოლში ბრუნდება. რუის-ურბნისის კრების (1105 წ.) წინა ხანებში დავიტ აღმაშენებლის მოწვევით არსენი საქართველოში ჩამოდის. ამ დროიდან მას სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად ფართო სარბიელი ეძლევა. დავითი სიცოცხლის ბოლომდე უდიდესი პატივით ეპყრობოდა არსენ ბერს, ყველა მნიშვნელოვან საქმეში მას ეკითხებოდა რჩევას, მათი ურთიერთობა მოძღვრისა და მოწაფის უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობის ბრწყინვალე ნიმუშია.

დავითის მეფობის დასაწყისში საქართველოს ეკლესია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა _ განადგურებული იყო მატერიალურად და მორალურად. საეკლესიო კათედრები ფეოდალურ სახლებს მიტაცებული ჰქონდათ “მამულობით”, ეკლესია ჩართული იყო შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში. დავითის სახელმწიფო ღონისძიებათა შორის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, რომელიც მეფემ 1105 წელს მოიწვია. კრებამ უმნიშვნელოვანესი დადგენილებები მიიღო, ეკლესია გაწმინდა ურჩი, შეუფერებელი და მეფისათვის არასასურველი პირებისაგან. ამ საქმეში მეფის უახლოესი თანამოაზრე სხვა სამღვდელო პირებთან ერთად იყო არსენ იყალთოელი. ამ დროისათვის მას დასრულებული ჰქონდა “დიდი სჯულისკანონის” თარგმანი, რომელიც ძირითად სამართლებრივ წყაროდ დაედო რუის-ურბნისის კრების დადგენილებებს. არსენია ავტორი კრების “ძეგლისწერის” ტექსტისა, რომელსაც ერთვის შესავალი, შევსებული პასაჟებით მსოფლიო ისტორიიდან და, დავით მეფისადმი მიძღვნილი “შესხმა”, რომელშიც გამოხატულია არსენის პოლიტიკური იდეალი, ნასაზრდოები ხელისუფლების ბიზანტიური მოდელით. მთლიანად “ძეგლისწერის” სულისკვეთება და დადგენილებები ემსახურება სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას და საეკლესიო მმართველობის სახელმწიფოს ინტერესებში ჩაყენებას.

საქართველოში არსენი უმეტესწილად ცხოვრობდა შიომღვიმეში (ჟორდანია), სხვა ბერებისაგან განცალკევებით, სოხასტერში, რისი პატივიც მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების ბერებს ჰქონდათ. აქ ეწეოდა იგი ინტენსიურ ლიტერატურულ საქმიანობას. როგორც ჩანს, შიომღვიმეში მას ხშირად ნახულობდა დავით მეფე. მისი რჩევით აუშენებია დავითს შიომღვიმის ღვთისმშობლის ეკლესია და შეუდგენია დავითის ცნობილი “შიომღვიმის ანდერძი”. მისივე რჩევით დაუწესებია მეფეს შიომღვიმეში სვიმეონწმინდური ტიპიკონი, რომელიც შემდგომში სხვა ქართულ მონასტრებშიც ფართოდ გავრცელდა.

შიომღვიმის ტიპიკონის ღამისთევის განგებაში არსენს ჩაურთავს ლოცვა საქართველოზე, რომელშიც საგანგებოდ არის კეთილად მსახური მეფისადმი ვედრებაა შეტანილი: “აცხოვნე,ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი; მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და სიტკბოებით...

მერმეცა გევედრებით კეთილად მსახურისათვის და ღმრთივ-დაცვულისა მეფისა ჩუენისა სიმტკიცისა, ძლევისა დამყარებისა, სიმრთელისა, ცხორებისა და ცოდვათა მიტევებისა მისთვის; დარათა უფალი ღმერთი ჩუენიუმეტეს შეეწიოს და წარუმართოს ყოველსა შინა და დაუმორჩილნეს ქუეშე ფერხთა მისთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი”.

მეფისა და მისი მოძღვრის დიდ სიახლოვეზე მეტყველებს “დოგმატიკონის” ერთ-ერთ ნუსხაში დაცული მინაწერი: “არსენისსა მისრული მღვიმეს იტყვის დავით მეფე: “მე მაშინდელი კაცი ვარ, ოდეს არსენი დაროჯიდი ჭამა(გახუხული პური), მარჯუენასა გუერდსა ზედა წვა, ნოსელსა იკითხვიდა და დოღმატიკონსა აწამებდა (ადარებდა დედანთან) და ცვილისა სოფია-წმიდასა იგივე მარტოი იქმოდა”.

1106 წელს დაიწყო გელათის მშენებლობა, საფიქრებელია, რომ არც ამ გრანდიოზულ საქმეს მოკიდებდა ხელს დავითი არსენის რჩევის გარეშე. მისი მონაწილეობა ივარაუდება მოხატულობის პროგრამის შერჩევაში და ეკლესიის მოწყობაში. იოანე პეტრიწთან ერთად იგი უნდა ყოფილიყო გელათის აკადემიის ორგანიზატორი.

არსენი მონაწილეობდა 1123 წელს, ანისის აღების შემდეგ სამეფო კარზე გამართულ ქართულ-სომხურ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა გამოეძია, “თუ ვისი სჯულია ჭეშმარიტი”.

არსენი გარდაიცვალა XII საუკუნის 20-იან წლებში, დავითის გარდაცვალების შემდეგ. ტრადიციული გადმოცემის თანახმად, დაკრძალულია იყალთოში, ზენონ იყალთოელის გვერდით.

არსენ იყალთოელის ლიტერატურული ინტერესები ჩამოყალიბდა შავ მთაზე, სადაც მძლავრი ტრადიციების ფილოლოგიური სკოლა არსებობდა. აქ მას ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაუწყია მეტაფრასული თხზულებების გადმოქართულება. მის მთარგმნელობით უნარს თვით ეფრემ მცირეც კი დაუფარავად აქებდა: “შეუძლებელ კაცთაგან, მისდა და მის მიერ თქუენდა, შესაძლებელ არს. ამას, გლახ, ეფრემ იტყვის, მცირე, მონაი მისი და უფროისღა მოძღუარი” (მინაწერი ხელნაწერზე შ-384). არსენის მთარგმნელობითი და ორიგინალური შემოქმედების სფეროში შემოდიოდა ქრისტიანული მწერლობის სხვადასხვა ჟანრი: აგიოგრაფია, ჰომილეტიკა, ჰიმნოგრაფია, მსოფლიო ისტორია, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც _ ღვთისმეტყველება და კანონიკა. არსენმა თარგმნა VIII საუკუნის ქრისტიანული აღმოსავლეთის უდიდესი მოაზროვნის, იოანე დამასკელის ტრილოგიის _”წყარო ცოდნისა”, მესამე ნაწილი _ “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა”. ეს არის საღვთისმეტყველო მოძღვრების კლასიკური ნაშრომი, დამყარებული ქრისტიანული აზროვნების და ანტიკური ფილოსოფიის სინთეზზე. დიდ ყურადღებას უთმობდა არსენი პოლემიკური ლიტერატურის თარგმნას. მის მიერ შერჩეული და ქართულ ენაზე თარგმნილი პოლემიკური მწერლობის საუკეთესო ნიმუშები თავმოყრილია ცნობილ კრებულში “დოგმატიკონი”, რომელშიც შესულია შუა საუკუნეების საუკეთესო ავტორთა ანტიმონოფიზიტური, ანტინესტორიანული, ანტიმონოთელიტური, ანტიმაჰმადიანური, ანტიიუდაური ტრაქტატები და ერთი ორიგინალური შრომა: “ხსენებაი სიტყვის-გებისაი და სასჯელისაი შჯულისათვისქრისტიანეთაისა და სარკინოზთა” , მასში არეკლილია თბილისის შერეული მოსახლეობის სარწმუნოებრივი ინტერესები და საზოგადოებისათვის საკამათოდ ქცეული საღვთისმეტყველო საკითხები.

“დოგმატიკონი” უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. არსენ იყალთოელს ეკუთვნის ბიზანტიური საეკლესიო კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, “ნომოკანონის” ქართული თარგმანი, რომელიც საქართველოში “დიდი სჯულისკანონის” სახელითაა ცნობილი. ამ თარგმანმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრივ დარეგულირებაზე, ფეოდალური საზოგადოების იურიდიული აზროვნების ამაღლებაზე.

არსენ იყალთოელმა თავისი წვლილი შეიტანა ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ქართულად გადმოღებაში. მან თარგმნა ანდრია კრიტელის (660-740) საგალობელთა კრებული “დიდნი კანონნი”_ რიტმული პოეზიის ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუში. როგორც ჩანს, დავით აღმაშენებელი მუდმივად ადევნებდა თვალყურს არსენის ლიტერატურულ საქმანობას. მის “გალობანი სინანულისანში” აშკარად იგრძნობა ანდრია კრიტელის არსენისეული თარგმანის დიდი გავლენა.

მკვლევარები არსენ იყალთოელს მიიჩნევენ “ნინოს ცხოვრების” მეტაფრასული ვერსიის ავტორად (ლოლაშვილი, გაბიძაშვილი). “ცხოვრების” ტექსტის “წინა-უკმო” პასაჟები არსენმა ქრონოლოგიურად დაალაგა, ზოგი პასაჟი ამოიღო, ზოგიც დაუმატა. მან პირველმა დაუკავშირა ქალი-მოციქულის თემას ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა. ტექსტი გამართა თავისი თანადროული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად _ შეიტანა მასში ყველა ის ცნობა ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დროს გამოვლენილი იყო მისი წინამორბედი მეცნიერების, გიორგი მთაწმინდელისა და ეფრემ მცირის მიერ.

სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ არსენ იყალთოელს რუის-ურბნისის კრებამდე უკვე ნათარგმნი ჰქონდა “დიდი სჯულისკანონი,” რომელიც “ძეგლისწერის” მრავალი დადგენილების წყაროს წარმოადგენს. “ძეგლისწერის” შესავალში გამოყენებულია არსენისავე თარგმნილი გიორგი ამარტოლის “ხრონოგრაფი” _ მსოფლიო ისტორია, მასში გადმოცემულია სამყაროს წარმოშობისა და ამქვეყნიური წესრიგის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური დასაბუთება, როგორც საფუძველი და პირობა ქრისტიანული ეკლესიის კანონმდებლობისა. აქვეა მინიშნებული მეფის ღმრთისსწორობის იდეაზე, რამაც დავითის შემდგომ ფართო გასაქანი ჰპოვა როგორც ისტორიოგრაფიაში (თამარ მეფის ისტორიკოსები), ასევე მხატვრულ ლიტერატურაში (“ვეფხისტყაოსანი”). ასევე გამოუყენებია მისივე თარგმანი მიქაელ ფსელოსის ფილოსოფიურ-ეგზეგეტიკური თხზულებისა “პირმშოისათვის” (ე.გაბიძაშვილი).

არსენიც ისევე, როგორც ჯერ კიდევ იოანე საბანისძე, შემდგომ კი გიორგი მთაწმინდელი და ეფრემ მცირე, ხაზს უსვამს ქართული ქრისტიანობის შეუბღალაობას, სიწმინდეს, იმას, რომ კრების მოწვევის მიზეზი სარწმუნოებრივი გადახრა არ ყოფილა: “გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესრე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ- მოწამე არს ჭეშმარიტებაი”.

არსენ იყალთოელს უდიდესი პატივით იხსენიებენ თანამედროვენიც და მომდევნო პერიოდის ქართველი მწერლები. დავით მეფის ისტორიკოსი მას უწოდებს “ თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა”.ხელმწიფის კარის გარიგების ცნობით, მას ეკუთვნის დავით აღმაშენებლის ეპიტაფია:

ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს.




--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
karpaki   წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი   Feb 16 2012, 12:51 PM
karpaki   http://i031.radikal.ru/1202/eb/e9d22ddf2de1.jpg ...   Feb 17 2012, 04:28 PM
karpaki   ძვ. 5 თებერვალი შაბა...   Feb 18 2012, 11:33 PM
karpaki   http://s13.radikal.ru/i186/1202/82/670a945df5c2.jp...   Feb 19 2012, 10:47 AM
karpaki   წმიდა მოწამე თეოდო...   Feb 20 2012, 10:35 PM
karpaki   წინასწარმეტყველი ...   Feb 21 2012, 01:22 PM
karpaki   10 თებერვალი (ძველი ...   Feb 23 2012, 08:48 AM
karpaki   http://s51.radikal.ru/i131/1202/b6/e0a57c648ef3.jp...   Feb 23 2012, 06:39 PM
karpaki   წმიდანი: პროხორე ქ...   Feb 24 2012, 10:13 PM
karpaki   ღირსი ეფრემ ასური (+...   Feb 26 2012, 11:27 AM
karpaki   ღირსი მამა -მღვდელ...   Feb 27 2012, 01:36 PM
karpaki   დღეიდან გავარგრძე...   Mar 30 2012, 02:51 PM
karpaki   დღეს არის ხსენება ...   Mar 31 2012, 10:59 AM
karpaki   წმიდა მოწამენი, ქრ...   Apr 1 2012, 07:08 PM
karpaki   წმიდა ფოტინე და ძე...   Apr 2 2012, 03:20 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 3 2012, 07:12 PM
karpaki   წმინდა სერაფიმე ვი...   Apr 4 2012, 01:49 PM
karpaki   [img]http://s019.radikal.ru/i621/1204/1a/d75070a4e...   Apr 5 2012, 07:05 PM
karpaki   წმიდა იოანე მანგლე...   Apr 9 2012, 10:45 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 11 2012, 02:16 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 13 2012, 12:06 PM
karpaki   მოწამენი: ამფიანე ...   Apr 15 2012, 01:03 PM
karpaki   ღირსი ტიტე, საკვირ...   Apr 15 2012, 01:13 PM
karpaki   წმიდა ნიკიტა აღმსა...   Apr 15 2012, 11:12 PM
karpaki   ღირსი იოსებ მგალობ...   Apr 17 2012, 10:51 PM
karpaki   ღირსი თეოდორა თესა...   Apr 18 2012, 10:55 PM
karpaki   წმიდა ევტიქი კონსტ...   Apr 19 2012, 02:57 PM
ნაინა   კარგია, მომწონს, გა...   Apr 19 2012, 08:21 PM
karpaki   კარგია, მომწონს, გა...   Apr 19 2012, 09:48 PM
ნაინა   karpaki ვეცდები, მაგრამ...   Apr 19 2012, 10:03 PM
karpaki   karpaki ვეცდები, მაგრა...   Apr 20 2012, 01:40 PM
karpaki   წმიდა მოციქული ირო...   Apr 21 2012, 06:49 PM
karpaki   Священномученик Григорий V,...   Apr 23 2012, 02:06 PM
karpaki   წმიდა მღვდელმოწამ...   Apr 24 2012, 03:30 PM
karpaki   икона Богородицы «МУРОМСКА...   Apr 25 2012, 01:32 PM
karpaki   წმიდა მარტინე აღმს...   Apr 27 2012, 12:59 AM
karpaki   ქალწულმოწამენი: აღ...   Apr 29 2012, 03:25 PM
karpaki   19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრი...   May 1 2012, 07:34 PM
karpaki   მღვდელმოწამე იანუ...   May 3 2012, 08:41 PM
karpaki   ღირსი თეოდორე სიკი...   May 4 2012, 07:20 PM
karpaki   მოწამენი: საბა სტრ...   May 6 2012, 10:22 PM
karpaki   წმიდა ათანასე დიდი...   May 14 2012, 09:37 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th January 2026 - 12:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი