სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| karpaki |
Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი
#1
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი ![]() მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm ეს მოკლე მიმოხილვა მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| karpaki |
Feb 20 2012, 10:35 PM
პოსტი
#2
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319)
8 (21) თებერვალი ![]() წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. წმიდანი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა. ამ დროს იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. წმიდანმა ლიკინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიკინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: წმიდა მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს.შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმიდანი ლოცვას მიეცა . მაგრამ უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: წყლულები დაუამა მას და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ, წმიდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილებისაგან ანთავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს - უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა: „ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმიდა მოწამემ წარმოთქვა „ამინ!“ და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს, შაბათს, დღის 3 საათზე. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
karpaki წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი Feb 16 2012, 12:51 PM
karpaki http://i031.radikal.ru/1202/eb/e9d22ddf2de1.jpg
... Feb 17 2012, 04:28 PM
karpaki ძვ. 5 თებერვალი შაბა... Feb 18 2012, 11:33 PM
karpaki http://s13.radikal.ru/i186/1202/82/670a945df5c2.jp... Feb 19 2012, 10:47 AM
karpaki წინასწარმეტყველი ... Feb 21 2012, 01:22 PM
karpaki 10 თებერვალი (ძველი ... Feb 23 2012, 08:48 AM
karpaki http://s51.radikal.ru/i131/1202/b6/e0a57c648ef3.jp... Feb 23 2012, 06:39 PM
karpaki წმიდანი: პროხორე ქ... Feb 24 2012, 10:13 PM
karpaki ღირსი ეფრემ ასური (+... Feb 26 2012, 11:27 AM
karpaki ღირსი მამა -მღვდელ... Feb 27 2012, 01:36 PM
karpaki დღეიდან გავარგრძე... Mar 30 2012, 02:51 PM
karpaki დღეს არის ხსენება
... Mar 31 2012, 10:59 AM
karpaki წმიდა მოწამენი, ქრ... Apr 1 2012, 07:08 PM
karpaki წმიდა ფოტინე და ძე... Apr 2 2012, 03:20 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 3 2012, 07:12 PM
karpaki წმინდა სერაფიმე ვი... Apr 4 2012, 01:49 PM
karpaki [img]http://s019.radikal.ru/i621/1204/1a/d75070a4e... Apr 5 2012, 07:05 PM
karpaki წმიდა იოანე მანგლე... Apr 9 2012, 10:45 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 11 2012, 02:16 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 13 2012, 12:06 PM
karpaki მოწამენი: ამფიანე ... Apr 15 2012, 01:03 PM
karpaki ღირსი ტიტე, საკვირ... Apr 15 2012, 01:13 PM
karpaki წმიდა ნიკიტა აღმსა... Apr 15 2012, 11:12 PM
karpaki ღირსი იოსებ მგალობ... Apr 17 2012, 10:51 PM
karpaki ღირსი თეოდორა თესა... Apr 18 2012, 10:55 PM
karpaki წმიდა ევტიქი კონსტ... Apr 19 2012, 02:57 PM
ნაინა კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 08:21 PM
karpaki
კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 09:48 PM
ნაინა karpaki
ვეცდები, მაგრამ... Apr 19 2012, 10:03 PM
karpaki
karpaki
ვეცდები, მაგრა... Apr 20 2012, 01:40 PM
karpaki წმიდა მოციქული ირო... Apr 21 2012, 06:49 PM
karpaki Священномученик Григорий V,... Apr 23 2012, 02:06 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 24 2012, 03:30 PM
karpaki икона Богородицы «МУРОМСКА... Apr 25 2012, 01:32 PM
karpaki წმიდა მარტინე აღმს... Apr 27 2012, 12:59 AM
karpaki ქალწულმოწამენი: აღ... Apr 29 2012, 03:25 PM
karpaki 19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრი... May 1 2012, 07:34 PM
karpaki მღვდელმოწამე იანუ... May 3 2012, 08:41 PM
karpaki ღირსი თეოდორე სიკი... May 4 2012, 07:20 PM
karpaki მოწამენი: საბა სტრ... May 6 2012, 10:22 PM
karpaki წმიდა ათანასე დიდი... May 14 2012, 09:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th January 2026 - 12:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი