დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
realoba |
Dec 15 2011, 06:29 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
აღსარებაზე ვსაუბრობდით,, მკითხა რატომ აბარებო..
ამგვარად ვუპასუხსე: >>>სინანულის საიდუმლო უფალმა მაშინ დაადგინა, როდესაც იგი აღდგომის შემდგომ გამოეცხადა თავშეყრილ მოწაფეებს და ბრძანა: მიიღეთ სული წმიდაი. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას მღვდელთნ აღსარება არ სჭირდება და პირდაპირ ესაუბრება უფალს, მაგრამ უკვე აღვნიშნეთ, მაცხოვარი რას ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევოსო. ამიტომ სულიერი მოძღვრის გარეშე შეუძლებელია ცოდვების მონანიება. მან კი ამგვარად მიპასუხა:>>>>> ebraelta 7:18 dan 28 chatvlit an 7: 17 dan daiwye 7:27 kargad weria .biiliss zusti konteqsti waikitxe ras ambobs gmdvlebze da vin aris gmdelmtavari.cveli agtmis tanaxad martalia ag axal agmtmashi es ukve ase ara რა უნდა ვუპასუხო?? გთხოვთ დამეხმარეთ |
George Leluashvili |
Feb 20 2012, 10:45 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
gvanchi
ციტატა მიმტკიცებს რომ ბიბლის შესაქმის(დაბადების ) მე-6 თავი წერია ანგელოზებს სქესი ქონდათო და მართალია? მოკლედ ეს მუხლი რა ყველას ინტერპრეტაციის საბაბი ხდება. უამრავჯერ შევხვდი ამ აზრს. რაც შეეხება მაგ საკამათო მუხლის განმარტებას: (დაბადება 6) "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე"...საუბრის კონტექსტი გვიჩვენებს, რომ აქ კაენიტები იწოდებიან ზოგადი მნიშვნელობით, როგოც ადამიანები, რის ანალოგიც არსებობს წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც (იერ.32,20;ფს.LXXII,5 და სხვა). ის განმარტება, რომ ღვთის შვილებში იგულისხმებიან ანგელოზები, განვითარებული იყო ენოქის წიგნსა და ფილონის თხზულებებში, ქრისტიანობის დასაწყისის II საუკუნეებში იმდენად ფართოდ იყო ცნობილი, რომ მას იზიარებდა მართლმადიდებლობაც. თუმცა მართალია,რომ "ღვთის შვილებში" წმინდა წერილი უფრო მეტად პოეტური მნიშვნელობით ანგელოზებს იხსენიებს,მიუხედავად ამისა მოცემული კონტექსტი და მისი დადებითი ისტორიული ხასიათი,ასევე ფილოსოფიურ-დოგმატური მოთხოვნები არ იძლევიან ამ აზრის გაზიარების საშუალებას. ყველაზე სწორი და ბიბლიურად გამ,ართული განმარტება მაშინ გამოვა, თუ "ღვთის შვილებში"ვიგულისხმებთ ღვთისმოსავ სიფიტებს. ეს დასტურდება მოცემული კონტექსტის ყველა ფილოლოგიური, ტექსტოლოგიური და ისტორიულ-დოგმატური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.ა მ აზრს მხარს უჭერს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი წმინდა მამა:იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური, ნეტ.თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, ნეტ.ავგუსტინე და სხვა. ეს მოსაზრება სავსებით მართლდება, რადგან "ღვთის შვილებად"წმინდა წერილში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ღვთისმოსავი ადამიანები(IIრჯ.14,1;გამოს.LXXII,15;სიბრძ.16,26;ლუკა3,38;რომ.8,19;გალ.3,26 და სხვა მრავალი მუხლი). იგივე კონტექსტზეა საუბარი წინამდებარე კონტექსტშიც, სადაც სეითის შთამომავლობის ჩამონათალის თვეში მოცემულია ღმერთის სახელი, ამიტომაც ყველა სიფიტი წარმოდგენილია, როგორც ღვთის შვილი. უფრო ხაზგასმულად იგივეზეა საუბარი 4 თავის დასკვნით მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ ენოქის დღეებში სიფიტებმა დაიწყეს ღმერთის საზეიმო რიტუალით მოხმობა, სადაც თავიანთ თავს ღვთის შვილები უწოდეს. ასე, რომ აქ სემიტებზეა საუბარი და არა ანგელოზებზე. ყველაფერი არგუმენტირებულად ავხსენი მგონი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
iashka |
Feb 20 2012, 10:54 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 20-February 12 წევრი № 12,075 |
gvanchi მოკლედ ეს მუხლი რა ყველას ინტერპრეტაციის საბაბი ხდება. უამრავჯერ შევხვდი ამ აზრს. რაც შეეხება მაგ საკამათო მუხლის განმარტებას: (დაბადება 6) "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე"...საუბრის კონტექსტი გვიჩვენებს, რომ აქ კაენიტები იწოდებიან ზოგადი მნიშვნელობით, როგოც ადამიანები, რის ანალოგიც არსებობს წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც (იერ.32,20;ფს.LXXII,5 და სხვა). ის განმარტება, რომ ღვთის შვილებში იგულისხმებიან ანგელოზები, განვითარებული იყო ენოქის წიგნსა და ფილონის თხზულებებში, ქრისტიანობის დასაწყისის II საუკუნეებში იმდენად ფართოდ იყო ცნობილი, რომ მას იზიარებდა მართლმადიდებლობაც. თუმცა მართალია,რომ "ღვთის შვილებში" წმინდა წერილი უფრო მეტად პოეტური მნიშვნელობით ანგელოზებს იხსენიებს,მიუხედავად ამისა მოცემული კონტექსტი და მისი დადებითი ისტორიული ხასიათი,ასევე ფილოსოფიურ-დოგმატური მოთხოვნები არ იძლევიან ამ აზრის გაზიარების საშუალებას. ყველაზე სწორი და ბიბლიურად გამ,ართული განმარტება მაშინ გამოვა, თუ "ღვთის შვილებში"ვიგულისხმებთ ღვთისმოსავ სიფიტებს. ეს დასტურდება მოცემული კონტექსტის ყველა ფილოლოგიური, ტექსტოლოგიური და ისტორიულ-დოგმატური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.ა მ აზრს მხარს უჭერს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი წმინდა მამა:იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური, ნეტ.თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, ნეტ.ავგუსტინე და სხვა. ეს მოსაზრება სავსებით მართლდება, რადგან "ღვთის შვილებად"წმინდა წერილში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ღვთისმოსავი ადამიანები(IIრჯ.14,1;გამოს.LXXII,15;სიბრძ.16,26;ლუკა3,38;რომ.8,19;გალ.3,26 და სხვა მრავალი მუხლი). იგივე კონტექსტზეა საუბარი წინამდებარე კონტექსტშიც, სადაც სეითის შთამომავლობის ჩამონათალის თვეში მოცემულია ღმერთის სახელი, ამიტომაც ყველა სიფიტი წარმოდგენილია, როგორც ღვთის შვილი. უფრო ხაზგასმულად იგივეზეა საუბარი 4 თავის დასკვნით მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ ენოქის დღეებში სიფიტებმა დაიწყეს ღმერთის საზეიმო რიტუალით მოხმობა, სადაც თავიანთ თავს ღვთის შვილები უწოდეს. ასე, რომ აქ სემიტებზეა საუბარი და არა ანგელოზებზე. ყველაფერი არგუმენტირებულად ავხსენი მგონი ეგ მე ვიყავი ვინც დაუწერა gvanchis არა მაშინ გამოდის რომ ღმერთი მიკერძოებულია,ყველა წმინდა მამა ამბობს რომ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს და ამიტომაც შესწირა თავისი განსხეულებული შვილი ადამიანების გადარჩენას, წარმომავლობის მიუხედავად |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი