სხვადასხვა წესები და ტიბიკონი, საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვადასხვა წესები და ტიბიკონი, საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში |
benediqt |
Feb 19 2012, 01:01 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
საქართველოს მართლმადიდებლური ტაძრების უმეტესობა მწუხრის და ცისკრის ლოცვას ერთად ატარებს, ანუ მწუხრს ერთვის ცისკრის ლოცვა.
თბილისის რამოდენიმე ტაძარში მსახურება განსხვავებულად ტარდება, ანუ მწუხრი და ცისკარი ერთად არაა, ცისკარი დილით, წირვამდე ტარდება, ანუ ცისკარს ერთვის წირვა. (რაც სწორი ფორმაა ტიბიკონის როგორც გავიგე) განსხვავებული წესებია მრევლის ზიარების მიხედვითაც ზოგიერთ ტაძარში მრევლი ეზიარება აღსარებამდე, და ზიარების შემდგომ აბარებენ აღსარებას.. უმეტეს ტაძრებში პირიქითაა რატომ არის ასე განსხვავებული წესები და ტიბიკონი? -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
terra |
Feb 21 2012, 05:54 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
benediqt
ციტატა 2. რომელია სწორი ფორმა, წირვამდე დილით რომ ტარდება ცისკარი თუ წირვამდე წინა დღით, მწუხრს რომ ერთვის? სწორი ფორმაა, როცა დილით ტარდება ცისკარი. მწუხრთან ერთად მისი ჩატარება, რამდენადაც ვიცი, რუსულიდანაა გადმოღებული და დამკვიდრებული, თუმცა, დანაშაული არაა. athos ციტატა ეს რომელ ტაძრებშია წესად საინტერესოა. ყურით მოთრეულ ამბავს გავს. რამდენჯერმე მინახავს ასეთი რამ პირადად. მაგრამ, ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს უკვე აქვს აღსარება ნათქვამი და მომზადებულია ზიარებისთვის. შეიძლება ამ დროს შეგემთხვეს შედარებით მცირე, არამომაკვდინებელი ცოდვა და მღვდელს, კვირა დილით დრო არ ჰქონდეს, რომ აღსარება მიიღოს. მაგრამ თუ საუბარია პირველ აღსარებაზე და მომაკვდინებელი, მძიმე ცოდვების აღიარებაზე, ბენედიქტს განვუმარტავ, რომ, ეს, წესი კი არ არის, არამედ ზოგიერთი მღვდლის გულგრილობის ან უვიცობის შედეგია. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 08:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი