დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
realoba |
Dec 15 2011, 06:29 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
აღსარებაზე ვსაუბრობდით,, მკითხა რატომ აბარებო..
ამგვარად ვუპასუხსე: >>>სინანულის საიდუმლო უფალმა მაშინ დაადგინა, როდესაც იგი აღდგომის შემდგომ გამოეცხადა თავშეყრილ მოწაფეებს და ბრძანა: მიიღეთ სული წმიდაი. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას მღვდელთნ აღსარება არ სჭირდება და პირდაპირ ესაუბრება უფალს, მაგრამ უკვე აღვნიშნეთ, მაცხოვარი რას ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევოსო. ამიტომ სულიერი მოძღვრის გარეშე შეუძლებელია ცოდვების მონანიება. მან კი ამგვარად მიპასუხა:>>>>> ebraelta 7:18 dan 28 chatvlit an 7: 17 dan daiwye 7:27 kargad weria .biiliss zusti konteqsti waikitxe ras ambobs gmdvlebze da vin aris gmdelmtavari.cveli agtmis tanaxad martalia ag axal agmtmashi es ukve ase ara რა უნდა ვუპასუხო?? გთხოვთ დამეხმარეთ |
George Leluashvili |
Feb 21 2012, 12:42 AM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
iashka
ციტატა ისრაელი ჩემი პირმშოა-ამბობს უფალი(ძველი აღთქმა) ღმერთი რასაცს პირდება ადამიანებს უკან არ მიაქვს, დავითი წინაწარ მეტყველი(ფსალმუნები) ვერ ხედავდა ღმერთს? იყო ქრისტიანი ნიშნავს იყო ახალი ისრაელი-ანუ ებრაელი. მოდი თავიდან დავიწყოთ. უფალმა ნოეს შთამომავლობიდან ჯერ აირჩია ერთი შტო, რომელიც იქნებოდა კეთილმსახური ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი და დაიცავდა მისდამი და მაცხოვრის სამომავლო მოსვლისადმი რწმენას. ეს იყო აბრაამის, ისააკისა და იაკობის შტო; შემდგომში მთელი ებრაელი ხალხი გახდა რჩეული. მათზე ზრუნვით გამოიყვანა ისინი მონობიდან ღმერთმა, დაიფარა უდაბნოში, დაასახლა რძისა და თაფლის მდინარეებიან მიწაზე, დაუდგინა წინადაცვეთის მცნება და სინას სჯულის-კანონი, მისცა მსაჯულნი და წინასწარმეტყველნი. უფალი აფრთხილებდა, სჯიდა და ისევ იწყალებდა. მანვე დააბრუნა ხალხი ბაბილონის ტყვეობიდან და ბოლოს, მისგან განამზადა რჩეული, რომელიც სამომავლოდ ძე ღვთისას დედა გახდა. იუდეველი ხალხის რჩეულობას ადასტურებს უფალი იესო ქრისტეც, მაგრამ აქ უნდა ითქვას ყველაზე მთავარი. მიუხედავად რჩეულობისა, სულიერი ამპარტავნებით შეპყრობილმა ისრაელმა ვერ შეიცნო ქრისტე ღმერთად და მხსნელად. მათი მესიისადმი მოლოდინი, როგორც უკვე აღვნიშნე, დეფორმირებული იყო. კერძოდ, ისინი პოლიტიკური ლიდერის მოსვლას ელოდნენ, რომელიც არა მარტო რომაელთა ბატონობისაგან გაათავისუფლებდა ებრაელებს, არამედ პირიქით, ყველა სხვა ხალხზე გააბატონებდა მათ. ისრაელთა მაშინდელი მენტალიტეტისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურ არსებას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს ადამიანთან, შეიძლება ჰყავდეს ძე, და ისიც დამცირებული და ჯვარცმული, ამიტომაც იქცა ქრისტე, როგორც პავლე მოციქული წერს "იუდეველთათვის საცდურად" (სანამ სხვას მოუწოდებდე პავლეს წერილების საფუძვლიანად შესწავლას, იქამდე შენ თავში ჩაიხედე) და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოწაფენი და მოციქულები ებრაელები იყვნენ, ერმა მთლიანობაში მაინც უარყო მაცხოვარი. ამის შემდგომ მათ დაკარგეს ღვთის რჩეულობა, ხოლო იუდეური რელიგია ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შემდგომ უქმ იქმნა. ციტატა კარგად წაიკითხე პავლე მოციქულის ეპისტოლები, როცა ებრაელებს აგინებს ამით ღმერთს იგდებ მასხრად საერთოდ რეებს წერ თუ ხარ აზრზე? სწორედ ებრაელებმა აიგდეს მასხრად მაცვხოვარი. წაკითხული გაქვს სახარებები? იქ ებრაელთა მიერ ქრიტეს მიმართ ცინიზმის მეტს ვერაფერს დაინახავ. სწორედა ებრაელები არიან ქრისტეს მასხრად ამგდებნი! განა სწამთ მისი? დღესაც აგინებენ და შეურაცხყოფენ მას. მესიას დღესაც მოელიან. მათ არ მიიღეს ერთადერთი მხსნელი, არამედ საშინელი სისასტიკით მოკლეს და მათ პატივისცემას მთხოვ? რატომ უნდა ვცე უფლის მაგინებელს პატივი, შეგიძლია ამიხსნა? ციტატა ჭეშმარიტი ქრისტიანი ეს იგივე ებრაელია რის საფუძველზე? ციტატა ,ქრისტეს რჯულზე მონათვალა ეს ჯერ კიდევ არნიშნავს რომ ხარ ქრისტიანი. კი ბატონო. ციტატა რაც შეეხება წყევლასსახარება მათესი 23,13-33 სახარება კარგად უნდა უნდა ქონდეს წაკითხული ისე როგორც სავალდებულოა იცოდე ძველი აღთქმა "ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი." თუ შენ მეტყვი და დამიმტკიცებ, რომ ებრაელი რაბინები ისე არ იქცეოდნენ, როგორც უფალი ამხელს, მაშინ ხელები ამიწევია! ეს წყევლა კი არა, მხილებაა მათსავე გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანად, მაგრამ როგორც მოეგნენ გონს, ფაქტია. ციტატა რაც შეეხება სემსმარტო სემის შთაამომავლები არიან რჩეულები და დანარჩენი 2 ვაჟი დაყევლია? მაშინ გამოდის რომ ღმერთი მიკერძოებულია? სემსა და იაფეტს ნოე აკურთხებს, ხოლო ქამს მისი უღირსი სქციელის გამო წყევლის. დიახ, ქამი დაწყევლილია. მან ეს დაიმსახურა და ღმერთი არაფერ შუაშია. მგონი ელემენტარულია, ხო? რაღაცას რომ დააშავებ, თავად უნდა აგო პასუხი და არა მეფეს დააბრალო. ციტატა რაც შეხება ჯვარცმას, ჯვარს რომაელებმა აცვეს და ეს სიტყვები მათაც ეკუთვნოდა, და ეს სიტყვები არ უთქვამს მაშინროდესაც ბრბო ყვიროდა "ჯვარს აცვი ჯვარს აცვი" სახარებაში შემთხვევით არაფერი წერია, სულიწმიდითაა დაწერილი ვისი ბრძანებით აცვეს ჯვარს? რომელი უნდა დაისაჯოს, ქილერი, თუ მკვლელობის შემკვეთი? ეგღა აკლდათ ებრაელ რაბინებს ჩაქუჩი აეღოთ ხელში, ლურსმნები ეჭედებინათ და ოფლი მოედინათ! "ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი"(მათე 27, 1) " 20. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. 21. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. 22. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. 23. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. 24. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. 25. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. 26. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. (მათე 27) რომაელებმა განიზრახეს იესოს მოკვლა არა? და ამ ხალხის პატივისცემას მთხოვ, ჯვარს რომ მიალურსმეს უფალი? ეს ხომ შავით თეთრზე წერია სახარებაში, რომელიც თავადაც აღნიშნე, რომ სულიწმინდის მიერაა დაწერილი. საერთოდ გწამს იესო ქრისტესი, როგორც უფლისა და ღმერთის? რაღაც ეჭვი მეპარება... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
iashka |
Feb 21 2012, 11:42 PM
პოსტი
#43
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 20-February 12 წევრი № 12,075 |
1. ჯერ ერთი ცილისწამება სულის მომაკვდინებელი ცოდვაა ჩემს რწმენას ნუ ეხები!
2.თუ ქრისტიანი ხარ ქრისტემ თქვა "მარჯვენა ლოყაში რომ გაგარტყავენ მარცხენა მიუშვირეო" შენ კი ისიც ვერ აიტანე შენზე კარგად რომ ვიცი ბიბლია და უბრალოდ არ შემდგარი ძველი ბიჭივით უზრდელობ. ესაა შენი ქრისიტიანობა? ამიტომ გითხარი დასანახვებლად ქრისტიანი ხარ და ელემნეტარულიც კი არ იცი. საქმე საქმეზე რომ მიდგა გამოჩნდა რა ქრისტიანიც ხარ. ისე ბიბლია(განმარტება:ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა) იაღოველებმაც ზეპირად იციან და რა ხეირი? ქრისტიანები არიან? ციტატა ციტატა ჭეშმარიტი ქრისტიანი ეს იგივე ებრაელია რის საფუძველზე? შენ ისიც კი არ გცოდნია რომ ქრისტიანი ახალი იზრაელია (იქნებ წაგეკითხა პავლე მოციქულის წერილი რომაელთან მიმართ) რომ.11,18 "ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი არამედ შენ უკავიხარ ფესვს" რომ.3,1 "აბა რა არის იუდეველის უპირატესობა....." 3.2 "დიდი უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები" 2.10 "ხოლო დიდება პატივი და მშვიდება ყოველს სიმკეთის ჩამდენს,იუდეველს ჯერ და ბერძენსაც" განგაიმარტო? თუ არ გესმის რასაც ვწერ, შეგიძლია კითხო მოძღვარს აი ეს რას ნიშნავს თქო? რომაელთა 3,11 "არავინ არ არის გონიერი არავინ ეძებს ღმერთს" რაც შეეხება ქრისტიანობას ციტატა ციტატა კარგად წაიკითხე პავლე მოციქულის ეპისტოლები, როცა ებრაელებს აგინებს ამით ღმერთს იგდებ მასხრად საერთოდ რეებს წერ თუ ხარ აზრზე? სწორედ ებრაელებმა აიგდეს მასხრად მაცვხოვარი. წაკითხული გაქვს სახარებები? იქ ებრაელთა მიერ ქრიტეს მიმართ ცინიზმის მეტს ვერაფერს დაინახავ. სწორედა ებრაელები არიან ქრისტეს მასხრად ამგდებნი! განა სწამთ მისი? დღესაც აგინებენ და შეურაცხყოფენ მას. მესიას დღესაც მოელიან. მათ არ მიიღეს ერთადერთი მხსნელი, არამედ საშინელი სისასტიკით მოკლეს და მათ პატივისცემას მთხოვ? რატომ უნდა ვცე უფლის მაგინებელს პატივი, შეგიძლია ამიხსნა? ისე თუ იცი რა ვიდღესასწაულეთ 15 თებერვალს ქრისტიანებმა? მარიამიც ებრაელი იყო, ქრისტეც, ქრისტეს 12-ტივე მოწაფე, პავლე მოციქული არამარტო ებრაელი, ფარისეველიც იყო და პირველ მოწამე სტეფანეც ებრაელია, აღარაფერს ვამბობ აბრაამზე, ისააკზე და იაკობზე(იზრააელზე) რომელთა ღვთის ძეც არის იესო და იესო ვინ გასცა ისევ? თავისმა მოწაფემ ის არ იყო ქრისტიანი? ყველა ქრისტიანი რომელიც ვერ ერკვევა ქრისტიანობაში და არც უნდა გაიგოს სინამდვილეში რა არის ქრისტიანობა იმან უკვე შეურაცყოფა მიაყენა ქრისტეს რომ. 11,11 "მაშ ვამბობ იმდენა უნდა წაბორძიკდნენ რომ დაეცნენ? არამც და არამც, მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსა წარმათებს" რომ. 11,25 "მანამდე ახლავს სიბრმავე ისრაელის ნაწილს, ვიდრე მთელი წარმათობა არ მივა ღმერთთან" პავლე მოციქული არამარტო ეთნიკურად იუდეველი არამედ ფარისეველიც იყო და გამალიელის მოწაფე (გამალიელი. საქმე 5,34-39) და დღეს რომ ქრისტიანები ვართ პავლე მოციქულის დამსახურებაა და თუნდაც ამიტომაც უნდა სცე პატივი (თუ მარიამ ღვთისმშობელი და იესო მაცხვარი გეცოტავა , აი თუნდაც ამიტომ უნდა სცე პატივი!-უმადურობა კარგი თვისება არაა) ციტატა თუ შენ მეტყვი და დამიმტკიცებ, რომ ებრაელი რაბინები ისე არ იქცეოდნენ, როგორც უფალი ამხელს, მაშინ ხელები ამიწევია! ეს წყევლა კი არა, მხილებაა მათსავე გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანად, მაგრამ როგორც მოეგნენ გონს, ფაქტია. და არამარტო ებრაელი რაბინები (მოძღვრები) ჩვენი ზოგიერთი მღდლებიც ეგრე იქცევიან , ჯერ მარტო გარეგნობაზე შეხედე ღიპზე ასკდებათ ანაფორა და მეუბნებიან "ნაყროვანება და გემოთმოყვარება" ცუდიაო. არა არის ეს ფარისევლობა? არქიმანდრიტი კერატიშვილი რატომ განიკვეთეს ეკლესიდან,( სხვათაშორის პატრირქათ უნდოდათ დავითის შემდეგ) ციტატა სემსა და იაფეტს ნოე აკურთხებს, ხოლო ქამს მისი უღირსი სქციელის გამო წყევლის. დიახ, ქამი დაწყევლილია. მან ეს დაიმსახურა და ღმერთი არაფერ შუაშია. მგონი ელემენტარულია, ხო? რაღაცას რომ დააშავებ, თავად უნდა აგო პასუხი და არა მეფეს დააბრალო მაგ ლოგიკით ღმერთის წინაშე არავინა მართალი ციტატა ვისი ბრძანებით აცვეს ჯვარს? რომელი უნდა დაისაჯოს, ქილერი, თუ მკვლელობის შემკვეთი? ეგღა აკლდათ ებრაელ რაბინებს ჩაქუჩი აეღოთ ხელში, ლურსმნები ეჭედებინათ და ოფლი მოედინათ! რატომ?,რომალები ებრაელების მონები იყვნენ? შენ საერთოდ ქრისტიანობის ისტორია იცი? სახარება მართლა გაქვს წაკითხული? მარკ 16-20 წაიკითხე ციტატა რომაელებმა განიზრახეს იესოს მოკვლა არა? და სად მიწერია რომ რომაელებმა განიზრახეს? ლუკა23,34 "იესო კი ამბობდა:"მამაო მიუტევე ამათ ვინაიდან არ იციან რას აკეთებენ" გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით" და ვინ გაიყო იესოს ტასაცმელები ებრაელებმა? მოიცათ ეხლა.... იაშკა! ჯერ ერთი კითხვა მაქვს ძმა! ამ საკითხზე სერიოზულად აპირებ ჩვენთან საუბარს თუ სხვა მიზეზი გაქვს? თუ სხვა მიზეზი გაქვს ჯობს ახლავე შევწყვიტოთ.რადგან ეგეთი მეზობელ თემაში გვყავს უკვე და დაგვაგლიჯა ნერვები... როდის მოიცლი თქვი და ვისაუბროთ მერე... ასე გარბენ-გამორბენით არ გამოვა არაფერი... ამ საკიტხზე ვერ მოვითმინე... როცა რამეში გვდებ(თ) ბრალს ჯერ უნდა გაიგო რა და როგორაა ჩვენს რწმენაში. ამ საკითხზე კი უნდა გადახედო იოანე ოქროპირს.საიდანაც ვიგებთ,რომ ქამი კი არ დაწყევლა ნოემ,არამედ ნოეს ღმერთმა დაანახა ქამის შთაომავლობის მომავალი და ამაზე უთხრა. ვიცი ეხლა დაიწყებ ასე წერიაო და ისეო,მარა თუ იოანე ოქროპირის ეს ნაშრომი არ იცი აზრი არ აქვს... კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ნოემ კი არ დაწყევლა სემის შთამომავლობა,არამედ უწინასწარმეტყველა მათ მომავალი ცხოვრება.!!! რას გულისხმობ "სხვა მიზეზში"? ბიბლიაზე ყოველთვის სერიოზულად ვსაუბრობ და თქვენ? რაც შეეხება მოცალას "არც გავრბივარ და გამოვრბივარ" მე ჩემი საქმეები მაქვს თავზე საყრელად, თავისუფალ დროს ბიბლიას და წმინდა მამებს ვკითხულობ და არ მცალია მღვდელი არა ვარ რომ ვიღაცეები დავმოძღრო, მე ჩემი დონის მცოდნესთან მირჩევნია საუაბრი მეტი არაფერი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი