მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 3 2012, 08:11 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმიდა ალექსი, საკვირველთმოქმედი, მოსკოვის მიტროპოლიტი (+1378)
12 (25) თებერვალი წმიდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი 1292 წელს (სხვა ცნობით - 1304 წელს) დაიბადა მოსკოვში, ჩერნიგოველ მთავართა წრიდან გამოსული ბოიარის, თეოდორე ბიაკონტის ოჯახში. ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება, თორმეტი წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების საჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა: „ალექსი! ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე“, ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თხუთმეტი წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წელს იგი მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 20 წელზე მეტი დაჰყო მკაცრ მოღვაწეობაში. აქ მისი თანამოსაგრეები და ხელმძღვანელები იყვნენ გამოცდილი ბერი გერონტი და სტეფანე, ღირსი სერგი რადონეჟელის ძმა. შემდეგ მიტროპოლიტმა თეოგნისტემ მომავალ მღვდელმთავარს უბრძანა, დაეტოვებინა მონასტერი და ეკლესიის სამოსამართლო საქმეები განეგო. ამ მოვალეობას იგი 12 წლის განმავლობაში ასრულებდა მიტროპოლიტის მოსაყდრის წოდებით. 1350 წელს მეუფე თეოგნისტემ ალექსის ვლადიმირის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მიტროპოლიტის სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს კი მის ტახტზეც აღსაყდრდა. ამ დროს რუსეთის ეკლესიაში აშლილობა და შფოთი სუფევდა ლიტვისა და ვოლინის მიტროპოლიტის, რომანის პრეტენზიების გამო. 1356 წელს არეულობებისა და მღელვარებისათვის ბოლო რომ მოეღო, მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა მსოფლიო პატრიარქთან. პატრიარქმა კალისტემ ალექსი კიევისა და დიდი რუსეთი მთავარეპისკოპოსად დაადგინა, „ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტისა და ეგზარქოსის“ წოდებით. წმიდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, ნიშნავდა ეპისკოპოსებს, აარსებდა მონასტრებს, აგვარებდა ურთიერთობას ურდოს ხანთან. წმიდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული, თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში. 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე. „ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება,- თქვა ნეტარმა ალექსიმ, - მაგრამ მე მწამს, რომ იგი, ვინც ბრმა განკურნა, არ უგულვებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას“. მართლაც, მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით ხანის მეუღლე განიკურნა. წმიდა ალექსიმ 78 წელი იცოცხლა. იგი 24 წელი განაგებდა კათედრას და გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს. 50 წლის შემდეგ სასწაულებრივ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, აქედანვე იწყება მისი, როგორც წმიდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი