სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 18 2012, 07:53 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმიდა იოანე IV (ოქროპირი) კათოლიკოსი
წმიდა იოვანე IV ქართლის კათოლიკოსის ტახტზე ავიდა კათოლიკოს არსენ II-ის (955-980) შემდეგ, მეფე დავით კურაპალატის დროს. იოვანე 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. კათალიკოს ბასილი III (1065-1080) თხზულებაში, `თხრობაი სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა~ მოთხრობილია რომ წმიდა იოვანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდა შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოვანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათალიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. ტაო-კლარჯეთში, პარხლის მოანსტრის წარწერაში მოხსენიებულია მონასტრის აღმშენებელი მეფე დავით კურაპალატი (+1001) და `ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი იოვანე~. პროფესორ ვალერი სილოგავას გამოკვლევით საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებიდან პატრიარქის ტიტული პირველად იოვანე IV-ს მიენიჭა. მკვლევარის აზრით: `აქამდე მიღებული იყო, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელებმა პატრიარქის ტიტული XI საუკუნიდან მიიღეს და პირველი ასეთი იყო მელქისედეკ I (1010-1033). მელქისედეკის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას მისი ბიზანტიაში ხშირი მოგზაურობით, კონსტანტინეპოლის საიმპერატორო კარზე დიპლომატიური საქმიანობით, ბიზანტიის სამ იმპერატორთან ბასილი III (976-1025), კონსტანტინე VIII (1025-1028) და რომანოზ III არგვიროსთან (1028-1034) ახლობლობით ხსნიან~... ქვეყნის საეკლესიო საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის უმაღლესი ტიტულის მოპოვებას და მინიჭებას უფრო სერიოზული და მნიშნვნელოვანი საფუძველი ჰქონდა და ქვეყნის საერთო პოლიტიკური განვითარებით იყო განპირობებული. ბიზანტიის იმპერიისაგან პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქვეყანას ეკლესიური დამოუკიდებლობაც სჭირდებოდა, რაც მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებაში უნდა გამოხატულიყო. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობდა _ 40-ზე მეტი საეპისკოპოსი კათედრა და მონასტერი, ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები და V საუკუნიდან წმინდა მირონის ხარშვის უფლება. ასეთ ვითარებაში, დავით კურაპალატის დროს, მისი დროის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ქართლის კათოლიკოს იოვანეს მიენიჭა პატრიარქის ტიტული და იგია ამ ტიტულის პირველი მატარებელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამას დოკუმენტურად ადასტურებს პარხლის ეკლესიის შესანიშნავი წარწერა XX საუკუნის ბოლო ოცწლეულისა. არ არის გამორიცხული, რომ 980 წელს ქართლის კათალიკოსად ნაკურთხმა იოვანემ იმთავითვე მიიღო პატრიარქის ტიტული, რასაც იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა... 1260 წლის ახლო დროის საბუთით დამოწმებულია, მაგრამ, როგორც ჩანს ადრინდელი ტრადიციის ამსახველია კათოლიკოს ნიკოლოზ III-ის (1250-1282) ხელრთვაში წარმოდგენილი რეალობა, როდესაც იგი წერს: `ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ზეგარდამო მოსულთა უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა მიერ სუეტის_ცხოველის მეექუსე პატრიარქი და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათოლიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წავწერ~. მაშასადამე, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ უკვე XII ს-ში და, ალბათ, ამაზე ადრეც, თუმცა წყაროები არ შემონახულა, საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ VI ადგილზე აყენებდა პატრიარქის ტიტულით თავის თავს, მაგრამ ამისთვის მას რთული გზა უნდა გაევლო, რომელიც სათავეს X საუკუნეში იღებდა. წმიდა იოვანე კათოლიკოსი, `რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი~. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანამ შერაცხა. კათოლიკოს-პატრიარქ იოვანე IV-ის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად აირჩიეს სვიმეონ III (1001-1010), რომელმაც აკურთხა ქუთაისის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი (ბაგრატის ტაძარი). სვიმეონის ტიტულის შესახებ წერილობით წყაროები არ შემონახულა. სვიმეონ III-ის შემდგომი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები _ მელქისედეკ I და ყველა დანარჩენი კათოლიკოს-პატრიარქად იწოდებიან. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოვანე ოქროპირ კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედეკ კათოლიკოსისა (ხს. 1 ოქტომბერს) რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო, როგორც მისი წინამორბედი და მოსახელე წმიდა იოვანე IV კათოლიკოსისა. http://www.shemoqmedi.ge -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი