სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
A.V.M |
Mar 17 2012, 02:54 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ოლარის შემოსვისას რომ ითქმის... ჯერ იწყება ასე:,,იხარებს სული ჩემი..."და უკვე შემდგომში როდესაც თავზე დაიდებს ოლარს ასე ამბობს: ,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღვდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა ,წვერსა ზედა აჰრონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხარსა ზედა სამოსლისა მისისასა." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gio--->13 |
Mar 20 2012, 06:23 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ჯერ იწყება ასე:,,იხარებს სული ჩემი..."და უკვე შემდგომში როდესაც თავზე დაიდებს ოლარს ასე ამბობს: ,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღვდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა ,წვერსა ზედა აჰრონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხარსა ზედა სამოსლისა მისისასა." მაშ ოლარის შემოსვისას ასე იკითხება: „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელთა (მღვდელმთავართა) თვისთა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა გარდამომავალსა წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა, რომელი გარდამოვალს სამხართა ზედა სამოსლისა მისისათვის“. სარტყელი - მღვდელმსახურის შესამოსელი. კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა. შემოსვის ლოცვა - „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელმან გარე-შემარტყა მე ძალი და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.“ ენქერი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია, მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე, როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის, ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად. შემოსვის ლოცვა: „შევიბ მახვილი შენი წელთა ჩენთა ძლიერო, შვენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა და გარდააძღვ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისთვის და სიმშვიდისა და სიმართლისა და მიძღოდენ ჩენსა კვლავ მარჯვენე შენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. (ამ ლოცვის სისწორის დადგენაში დამემარეთ. ეს ვიდეოა პატრიარქის შემოსვის და თუ გაიგებთ რას კითხულობს მთავარდიაკვანი. ჩემი ვებგვერდი) ფილონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები, რომლებიც მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი. შემოსვის ლოცვა: „მღვდელთა (მღვდელმთავართა) შენთა შეიმოსონ სიმართლე შენი და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი