IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Mar 20 2012, 07:35 PM
პოსტი #2

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...“, არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.

IPB-ს სურათი

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლესá...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდოá...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... áƒ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარá...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარá...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედá...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტეáƒ...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვეáƒ...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად აáƒ...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, áƒ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემáƒ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუáƒ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი á...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, áƒ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორá...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძá...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკოá...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანიá...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე áƒ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკოá...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კáƒ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კáƒ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, áƒ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კაáƒ...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კáƒ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოსá...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქროáƒ...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრá...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპიá...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩáƒ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვáƒ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვეáƒ...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პაáƒ...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - საáƒ...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შáƒ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდá...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატáƒ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაიá...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემá...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშá...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრისá...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრეá...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარá...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინá...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდესá...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზá...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკოá...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვეá...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM
marine   "უნეტარესმა კალიá...   Feb 18 2025, 07:24 PM
marine   "ასე მგონია, რომ ზá...   Aug 20 2025, 07:22 PM

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th October 2026 - 10:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი