თბილისის ხედები, ძველი თბილისი, ტაძრები და სხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თბილისის ხედები, ძველი თბილისი, ტაძრები და სხვა... |
მატასი |
Dec 27 2006, 09:05 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, თბილისი, რომელმაც არა ერთი ცნობილი ადამიანი განაცვიფრა...
ყველანი ვამაყობთ მისი ისტორიით... სიძველით... ყველას გვიყვარს მისი ძველი უბნები, ვიწრო ქუჩები... ბოლი წლებში თბილისი განსაკუთრებით იცვლის იერს, ახალი შენობები სიძველეს ჩრდილავენ... როგორი იყო ძველი, ნაღდი თბილისი... გავაცოცხლოთ ვისაც გაქვთ ძველი თბილისის ფოტოები დადეთ -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
იმერელი |
Apr 2 2007, 09:35 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-March 07 მდებარ.: შვეიცარია წევრი № 1,267 |
ყველას, ვიღაც ან რაღაც გვენატრება. სიყვარულმა იცის ეს, მიჩვევამ და იმ გრძნობამ, რომ ოდესღაც ბედნიერი იყავი. გინდა, რომ განიცადო იგივე. მონატრება, ალბათ, სიყვარულთან ერთად სიშორეს და დროს მოაქვს...
მე თბილისი და თბილისელები მომენატრა... მე არ მინახია ღამით განათებული თბილისი, ალბათ ლამაზია. მე უბრალო თბილისი მომენატრა, თავისი ქუჩებით, სახლებით, ძველით და ახლით, უბრალო თბილისელებით... მოდით ვაჩვენოთ ერთამნეთს ჩვენი თავლით დანახული თბილისი, ჩვენი თბილისელები... ვიცი, რომ ბევრი უცხოეთში მყოფი ემიგრანტი ადევნებს თვალყურს ამ ფორუმს. ჩვენ, ვინც შორს ვართ, თქვენი ფოტოებით მოვეფერებით თბილისს და ვინ იცის, ეგებ, რომელიმე ფოტოზე ჩვენი სახლი, ეზო, უბანი იყოს აღბეჭდილი, ან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი მოხვდეს თქვენს კადრში, დიდი ხნის უნახავი და მონატრებული... გვაჩუქეთ ჩვენი ლამაზი თბილისის და ჩვენი ლამაზი თბილისელების ფოტოები... -------------------- უფალო შეგვიწყალე
"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი