სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| karpaki |
Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი
#1
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი ![]() მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm ეს მოკლე მიმოხილვა მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| karpaki |
Mar 30 2012, 02:51 PM
პოსტი
#2
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
დღეიდან გავარგრძელებ ამ საქმეს რადგან პატივცემულ ახალდანიშნულ მოდერატორს თურმე ვერ შეუმჩნევია ეს თემა
მაშ ასე დღეს გახლავთ მოხსენიება ღირსი ალექსი ღვთისკაცისა ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411) 17 (30) მარტი ![]() ![]() ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411) დაიბადა რომში, ღვთისმოშიში და გლახაკთმოყვარე ევფიმიანისა და აგლაიდას ოჯახში. ალექსის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, ბოლოს ღმერთმა შეისმინა ქრისტეს ერთგული ცოლ-ქმრის ვედრება და წყალობის თვალით გადმოხედა მათ. კეთილმორწმუნე ოჯახს ვაჟი ეყოლა. ექვსი წლის იყო ალექსი, როცა სწავლა-განათლება დააწყებინეს. ყრმას განსაკუთრებით საღვთო წერილი იზიდავდა. როცა წამოიზარდა, მშობლების მსგავსად, მკაცრად მარხულობდა, გლახაკებს ეხმარებოდა და მდიდრული სამოსლის ქვეშ ძაძებს ატარებდა. მასში ადრე გაიღვიძა სოფლის დატოვების და ღვთისმსახურებისთვის თავის შეწირვის სურვილმა. მშობლებს უნდოდათ ალექსი დაექორწინებინათ და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, საცოლეც მოუძებნეს. ნიშნობის შემდეგ საცოლესთან მარტო დარჩენილმა ალექსიმ თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა, საცოლეს მისცა და უთხრა: „შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება“, თვითონ კი საიდუმლოდ გავიდა სახლიდან და მესოპოტამიაში მიმავალ ხომალდზე ავიდა. ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესაში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლით და პურით იკვებებოდა. მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უძლურებს ურიგებდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანეს გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს: ალექსი მკაცრი მარხვისაგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისაგან მიიღო მოწყალება. წმიდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეც დედამთილთან ერთად გლოვობდა. ღირსი ალექსი ედესაში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ცათა სასუფევლისა; ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სულიწმიდა არს მის თანა.“ მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიმართ და სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოვლაწმიდა ქალწულის ხმა: ღვთის რჩეული ის მათხოვარია, ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზისო. მნათემ მოძებნა წმიდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეები, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხიბლით შეშინებული წმიდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა, მაგრამ, ღვთის განგებით, ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა, მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო, ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ. მშობლების სახლში ალექსი განაგრძობდა ლოცვასა და მარხვას, მორჩილებით იტანდა წყენასა და დაცინვას მამის მსახურებისაგან. მისი ოთახი საცოლის ფანჯრების პირდაპირ იყო და ნეტარი მამა იტანჯებოდა მისი მოთქმა-ვაების სმენით. მხოლოდ ღვთისადმი უზომო სიყვარული ეხმარებოდა ნეტარს ამ ტკივილების გადატანაში. წმიდა ალექსი მშობლიურ სახლში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. უფალმა მას წინასწარ გამოუცხადა გარდაცვალების დღე, წმიდანმა აღწერა თავისი ცხოვრება და ეპისტოლეში შენდობა სთხოვა მშობლების და საცოლეს. წმიდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში სწირავდა რომის პაპი ინოკენტი (402-417). წირვას იმპერატორი ჰონორეუსიც (395-423) ესწრებოდა. მსახურების დროს საკურთხეველთან გაისმა ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ (მთ.11, 28), მოძებნეთ ღვთისკაცი, მარადიულ სიცოცხლეში, დაე, მან ილოცოს ქალაქისათვის,“ შეშინებული და გაოგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისთვის სათნოყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამისთევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს, დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურღიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა „ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ“, როცა ევფიმიანესთან მივიდნენ, წმიდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სახე ანგელოზებრივ ბრწყინავდა, ხელში კი ეჭირა ქარტა, რომელიც ვერაფრით გააშვებინეს. წმიდანის ცხედარი ძვირფას სახვევებში შეგრაგნეს. პაპმა და იმპერატორმა მუხლი მოიდრიკეს ნეშტის წინაშე და შეევედრნენ, ხელი გაეშალა. წმიდანმა ხელი გაშალა. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილით თაყვანი სცეს წმიდა ნეშტს. წმიდანის ცხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ მთელმა რომმა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმიდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნალოვანმა მირონმა დაიწყო დენა. http://days.pravoslavie.ru/Life/life661.htm აქ გახლავთ ხატები და ინფორმაცია რუსულ ენაზე -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
karpaki წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი Feb 16 2012, 12:51 PM
karpaki http://i031.radikal.ru/1202/eb/e9d22ddf2de1.jpg
... Feb 17 2012, 04:28 PM
karpaki ძვ. 5 თებერვალი შაბა... Feb 18 2012, 11:33 PM
karpaki http://s13.radikal.ru/i186/1202/82/670a945df5c2.jp... Feb 19 2012, 10:47 AM
karpaki წმიდა მოწამე თეოდო... Feb 20 2012, 10:35 PM
karpaki წინასწარმეტყველი ... Feb 21 2012, 01:22 PM
karpaki 10 თებერვალი (ძველი ... Feb 23 2012, 08:48 AM
karpaki http://s51.radikal.ru/i131/1202/b6/e0a57c648ef3.jp... Feb 23 2012, 06:39 PM
karpaki წმიდანი: პროხორე ქ... Feb 24 2012, 10:13 PM
karpaki ღირსი ეფრემ ასური (+... Feb 26 2012, 11:27 AM
karpaki ღირსი მამა -მღვდელ... Feb 27 2012, 01:36 PM
karpaki დღეს არის ხსენება
... Mar 31 2012, 10:59 AM
karpaki წმიდა მოწამენი, ქრ... Apr 1 2012, 07:08 PM
karpaki წმიდა ფოტინე და ძე... Apr 2 2012, 03:20 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 3 2012, 07:12 PM
karpaki წმინდა სერაფიმე ვი... Apr 4 2012, 01:49 PM
karpaki [img]http://s019.radikal.ru/i621/1204/1a/d75070a4e... Apr 5 2012, 07:05 PM
karpaki წმიდა იოანე მანგლე... Apr 9 2012, 10:45 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 11 2012, 02:16 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 13 2012, 12:06 PM
karpaki მოწამენი: ამფიანე ... Apr 15 2012, 01:03 PM
karpaki ღირსი ტიტე, საკვირ... Apr 15 2012, 01:13 PM
karpaki წმიდა ნიკიტა აღმსა... Apr 15 2012, 11:12 PM
karpaki ღირსი იოსებ მგალობ... Apr 17 2012, 10:51 PM
karpaki ღირსი თეოდორა თესა... Apr 18 2012, 10:55 PM
karpaki წმიდა ევტიქი კონსტ... Apr 19 2012, 02:57 PM
ნაინა კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 08:21 PM
karpaki
კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 09:48 PM
ნაინა karpaki
ვეცდები, მაგრამ... Apr 19 2012, 10:03 PM
karpaki
karpaki
ვეცდები, მაგრა... Apr 20 2012, 01:40 PM
karpaki წმიდა მოციქული ირო... Apr 21 2012, 06:49 PM
karpaki Священномученик Григорий V,... Apr 23 2012, 02:06 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 24 2012, 03:30 PM
karpaki икона Богородицы «МУРОМСКА... Apr 25 2012, 01:32 PM
karpaki წმიდა მარტინე აღმს... Apr 27 2012, 12:59 AM
karpaki ქალწულმოწამენი: აღ... Apr 29 2012, 03:25 PM
karpaki 19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრი... May 1 2012, 07:34 PM
karpaki მღვდელმოწამე იანუ... May 3 2012, 08:41 PM
karpaki ღირსი თეოდორე სიკი... May 4 2012, 07:20 PM
karpaki მოწამენი: საბა სტრ... May 6 2012, 10:22 PM
karpaki წმიდა ათანასე დიდი... May 14 2012, 09:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th January 2026 - 12:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი