სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| karpaki |
Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი
#1
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი ![]() მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm ეს მოკლე მიმოხილვა მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| karpaki |
Mar 31 2012, 10:59 AM
პოსტი
#2
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
დღეს არის ხსენება
წმიდა კირილე იერუსალიმელისა (+386) 18 (31) მარტი ![]() წმიდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღეკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება. 351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის (351-363) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე. სარდეს კრების მიერ გადაყენებულმა ერეტიკოსმა, კესარიის ყოფილმა მიტროპოლიტმა აკაკიმ გადაწყვიტა, იმპერატორის შემწეობით განედევნა წმიდა კირილე. როცა იერუსალიმში შიმშილობა დაიწყო, კირილემ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, შემდეგ კი საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო მოშიმშილეთა დასახმარებლად წმიდა კირილეს მტრებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს ქალაქში ნახეს მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი. ამ ცილისწამების გამო ერეტიკოსებმა წმიდა კირილე იერუსალიმიდან განდევნეს. მღვდელმთავარმა ტარსუსში ეპისკოპოს სილოვანს შეაფარა თავი. ამის შემდეგ სელევკიაში შეიკრიბა ადგილობრივი კრება, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყო წმიდა კირილეც. მართალია, მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. მაშინ აკაკიმ თვითონ დატოვა კრება და კირილე იმპერატორისა და არიანელ პატრიარქ ევდოქსის წინაშე დააბეზღა. იმპერატორმა მღვდელმთავრი გაასახლა. იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363), ვითომ ღვთისმოსაობის გამო, შეცვალა კონსტანცის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. წმიდა კირილე თავის სამწყსოს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა იულიანე ტახტზე განმტკიცდა, აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისათვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. წმიდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ (ლკ. 21,6) ახდება და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდება. ერთხელ ღამით ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ სოლომონის ტაძრის დარჩენილი ნაშთებიც კი დაინგრა, ახლად აგებული მტვრად და ნაცრად იქცა. როცა იუდეველებმა მაინც გააგრძელეს მშენებლობა, ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები შემუსრა. საზარელმა შიშმა მოიცვა ყველა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე გამოისახა ჯვრები, რომლებიც ვერაფრით მოაშორეს. ამ ღვთიური გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს. იერუსალიმის კათედრა დაიკავა წმიდა კირიაკმა, რომელიც მალე მოწამეობრივად აღესრულა (+363, ხს. 28 ოქტომბერს). იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმიდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის (364-378) მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს დაუბრუნდა წმიდა კირილე სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმიდა კირილე მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა. წმიდა კირილეს თხზულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“. წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
karpaki წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი Feb 16 2012, 12:51 PM
karpaki http://i031.radikal.ru/1202/eb/e9d22ddf2de1.jpg
... Feb 17 2012, 04:28 PM
karpaki ძვ. 5 თებერვალი შაბა... Feb 18 2012, 11:33 PM
karpaki http://s13.radikal.ru/i186/1202/82/670a945df5c2.jp... Feb 19 2012, 10:47 AM
karpaki წმიდა მოწამე თეოდო... Feb 20 2012, 10:35 PM
karpaki წინასწარმეტყველი ... Feb 21 2012, 01:22 PM
karpaki 10 თებერვალი (ძველი ... Feb 23 2012, 08:48 AM
karpaki http://s51.radikal.ru/i131/1202/b6/e0a57c648ef3.jp... Feb 23 2012, 06:39 PM
karpaki წმიდანი: პროხორე ქ... Feb 24 2012, 10:13 PM
karpaki ღირსი ეფრემ ასური (+... Feb 26 2012, 11:27 AM
karpaki ღირსი მამა -მღვდელ... Feb 27 2012, 01:36 PM
karpaki დღეიდან გავარგრძე... Mar 30 2012, 02:51 PM
karpaki წმიდა მოწამენი, ქრ... Apr 1 2012, 07:08 PM
karpaki წმიდა ფოტინე და ძე... Apr 2 2012, 03:20 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 3 2012, 07:12 PM
karpaki წმინდა სერაფიმე ვი... Apr 4 2012, 01:49 PM
karpaki [img]http://s019.radikal.ru/i621/1204/1a/d75070a4e... Apr 5 2012, 07:05 PM
karpaki წმიდა იოანე მანგლე... Apr 9 2012, 10:45 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 11 2012, 02:16 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 13 2012, 12:06 PM
karpaki მოწამენი: ამფიანე ... Apr 15 2012, 01:03 PM
karpaki ღირსი ტიტე, საკვირ... Apr 15 2012, 01:13 PM
karpaki წმიდა ნიკიტა აღმსა... Apr 15 2012, 11:12 PM
karpaki ღირსი იოსებ მგალობ... Apr 17 2012, 10:51 PM
karpaki ღირსი თეოდორა თესა... Apr 18 2012, 10:55 PM
karpaki წმიდა ევტიქი კონსტ... Apr 19 2012, 02:57 PM
ნაინა კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 08:21 PM
karpaki
კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 09:48 PM
ნაინა karpaki
ვეცდები, მაგრამ... Apr 19 2012, 10:03 PM
karpaki
karpaki
ვეცდები, მაგრა... Apr 20 2012, 01:40 PM
karpaki წმიდა მოციქული ირო... Apr 21 2012, 06:49 PM
karpaki Священномученик Григорий V,... Apr 23 2012, 02:06 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 24 2012, 03:30 PM
karpaki икона Богородицы «МУРОМСКА... Apr 25 2012, 01:32 PM
karpaki წმიდა მარტინე აღმს... Apr 27 2012, 12:59 AM
karpaki ქალწულმოწამენი: აღ... Apr 29 2012, 03:25 PM
karpaki 19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრი... May 1 2012, 07:34 PM
karpaki მღვდელმოწამე იანუ... May 3 2012, 08:41 PM
karpaki ღირსი თეოდორე სიკი... May 4 2012, 07:20 PM
karpaki მოწამენი: საბა სტრ... May 6 2012, 10:22 PM
karpaki წმიდა ათანასე დიდი... May 14 2012, 09:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th January 2026 - 12:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი