ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
■გიორგი■ |
Apr 3 2012, 03:28 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ ბევრ ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას რომ თავი დავანებოთ, მოკლედ გკითხავ: შენ და მამაშენი სხვადასხვა ბუნების მატარებლები ხართ? კი ბატონო, შენ და მამაშენი ერთი ბუნების ხართ, რადგან ადამიანები ხართ ორივე და ადამიანური ბუნებისანი ხართ. ადამიანი მიწისგანაა აღებული, მტვერია და მტვრადვე მიიქცევა. (დაბ. 3,19). რადგან მიწიერნი ვართ ადამიანები, ადამიანური ბუნებისანი ვართ, ზეციერნი კი ღვთაებრივი ბუნებისანი არიან. ყველა ცოცხალი არსება, რომელიც ზეცაში ცხოვრობს (ანგელოზები, ღმერთი) ღვთაებრივი ბუნებისანი არიან, მართალი ხარ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინც ღვთაებრივი ბუნებისაა - მაგალითად ანგელოზები, ღმერთებად მიიჩნეოდნენ. ციტატა დავიწყოთ აქედან - "მე და მამა ერთ ვართ"(იოანე 10,30) შენი აზრით რა ერთობაზეა ამ მუხლში საუბარი? "მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი". (იოანე 17,11) შენი აზრით რა ერთობაზეა ამ მუხლში საუბარი? უპასუხე და შენ კითხვაზე მიიღებ პასუხს. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი