ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#41
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Apr 3 2012, 04:02 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა ადამიანი მიწისგანაა აღებული, მტვერია და მტვრადვე მიიქცევა. (დაბ. 3,19). რადგან მიწიერნი ვართ ადამიანები, ადამიანური ბუნებისანი ვართ, ზეციერნი კი ღვთაებრივი ბუნებისანი არიან. ანუ შენი აზრით, რომელიმე არსის, ან ქმნილების ბუნებას განსაზღვრავს არა მადლი, არამედ ფიზიკური ადგილმდებარეობა. მე თურმე იმიტომ მაქვს ადამიანური ბუნება, რომ დედამიწაზე ვცხოვრობ და ანგელოზს იმიტომ აქვს "ღვთაებრივი", რომ იგი ზეცაშია. შესანიშნავია, მარტივად გადაწყდა საკითხი. გარდა იმისა, რომ ბუნების ცნება არ გესმის, არც ღმერთზე გაქვს წარმოდგენა, თუ ვინ არის ის, რადგან ღვთაებრივსა და ანგელოზებრივ ბუნებას ერთმანეთისაგან არ ანსხვავებ. ციტატა ყველა ცოცხალი არსება, რომელიც ზეცაში ცხოვრობს (ანგელოზები, ღმერთი) ღვთაებრივი ბუნებისანი არიან, მართალი ხარ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინც ღვთაებრივი ბუნებისაა - მაგალითად ანგელოზები, ღმერთებად მიიჩნეოდნენ. საიდან ასკვნი, რომ ანგელოზს ღვთაებრივი ბუნება აქვს? იქიდან, რომ ღვთის გარკვეულ თვისებებს იძენს და ატარებს? მაგ ლოგიკით ადამიანიც ღვთაებრივი ბუნების მატარებელი ყოფილა. აბა დაუკვირდი. ციტატა "მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი". (იოანე 17,11)შენი აზრით რა ერთობაზეა ამ მუხლში საუბარი? უპასუხე და შენ კითხვაზე მიიღებ პასუხს. დარწმუნებული ვიყავი, რომ "არგუმენტად" ამ მუხლს მომიყვანდი, რადგან მოწმეების ტაქტიკა ზეპირად ვიცი. მაგრამ ეს მუხლი შენსას კი არა, ჩემ (მართლმადიდებლობის) პოზიციას ამართლებს, რადგან უფალი თავად ამბობს, რომ როგორც მამა და ძე არიან ერთნი, როგორც ერთი და იმავე ბუნების მატარებლები, ასევე მოციქულებიც ერთნი არიან, როგორც ადამიანური ბუნების მქონენი. ვედრების - "დაიცვენ ესენი სახელითა შენითა" მიზანი იმაში მდგომარეობს, "რაითა იყვნენ ერთობით", ანუ მამა ღმერთმა, დაე, დაიცვას ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მისი სახელისა და აღიარებისათვის, რათა ამ საერთო რწმენისა და აღსაარების მეშვეობით ისინი ერთნი იყვნენ ხატისებრ იმ ერთიანობისა, რომელიც ღმერთშია მამასა და ძეს შორის. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი