ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
■გიორგი■ |
Apr 3 2012, 09:06 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ ვეცდები უფრო გასაგებად ვთქვა: "რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი", რადგან თუ მათ ერთმანეთი ეყვარებათ და მათ შორის არ იქნება განხეთქილება (წინააღმდეგობა), ისინი უძლეველნი იქნებიან. და არა მხოლოდ მარტო ერთობა ჰქონდეთ, არამედ როგორც ჩვენ გვაქვს ერთი სურვილი და ერთი გონიერება, ასევე მათაც მიმადლე, რადგან მათი მფარველობა იქნება მათი ერთსულოვნება. George Leluashvili ესე იგი შენი ნაწერიდან გამომდინარე გამოდის რომ როცა იესო ევედრებოდა ღმერთს რათა მოციქულები ჩვენსავით ერთნი იყვნენო ნიშნავს იმას რომ: მოციქულები იესო ქრისტესა და ღვთის ერთობის მსგავსად, "უძლეველნი და ერთსულოვანნი" ყოფილიყვნენ. ანუ სიტყვები "რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი" ნიშნავს ერთსულოვნებას და უძლეველობას, როგორც ღმერთსა და იესო ქრისტეს აქვთ ერთმანეთში. სწორად გავიგე? ციტატა ციტატა რას ნიშნავს ვინმეს ჰქონდეს ღვთაებრივი ბუნება და ვინმეს ჰქონდეს ადამიანური ბუნება? ვინმე იყოს სრული(ჭეშმარიტი) ღმერთი და ვინმე იყოს სრული ადამიანი. დააზუსტე: რას ნიშნავს ვინმე იყოს სრული? არასრული რომლები არიან ზეცაში შეგიძლია დაასახელო? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი