ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#1
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Apr 4 2012, 05:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა ესე იგი შენი ნაწერიდან გამომდინარე გამოდის რომ როცა იესო ევედრებოდა ღმერთს რათა მოციქულები ჩვენსავით ერთნი იყვნენო ნიშნავს იმას რომ: მოციქულები იესო ქრისტესა და ღვთის ერთობის მსგავსად, "უძლეველნი და ერთსულოვანნი" ყოფილიყვნენ. ანუ სიტყვები "რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი" ნიშნავს ერთსულოვნებას და უძლეველობას, როგორც ღმერთსა და იესო ქრისტეს აქვთ ერთმანეთში. სწორად გავიგე? მე ამ მუხლის ორი განმარტება დავწერე, რომელთანაგ მხოლოდ მეორე გაწყობდა და სწორედ მასზე გაამახვილე ყურადღება. თან პირველ განმარტებაზე ისიც აღნიშნე, რომ შენთვის გაუგებარი იყო. "რაითა იყვნენ ერთობით", ანუ მამა ღმერთმა, დაე, დაიცვას ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მისი სახელისა და აღიარებისათვის, რათა ამ საერთო რწმენისა და აღსაარების მეშვეობით ისინი ერთნი იყვნენ ხატისებრ იმ ერთიანობისა, რომელიც ღმერთშია მამასა და ძეს შორის. ციტატა დააზუსტე: რას ნიშნავს ვინმე იყოს სრული? ცნებაში "სრული" ვიგულისხმე "ჭეშმარიტი" და ეს აღვნიშნე კიდეც, ჩავსვი რა ეს უკანასკნელი ფრჩხილებში. ანდაც, მე რატომ მეკითხები, თქვენი სწავლებით განა იესო ქრისტე არასრული ღმერთი არ არის? ციტატა არასრული რომლები არიან ზეცაში შეგიძლია დაასახელო? შენ თუ "არასრულში" ღვთაებრივ ბუნებას გულისხმობ, ანუ მეკითხები იმას, არის თუ არა ვინმე არასრული ღვთაებრივი ბუნების მატარებელი, გეტყვი, რომ ღვთაებრივი ბუნება ერთია და ჭეშმარიტი, რომელსაც მამა, ძე და სულიწმინდა ატარებენ მხოლოდ. სხვა ღვთაებრივი ბუნება, გინდ სრული, გინდ - არასრული, არსად არავისთან არ არსებობს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი