ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
Kanishtha-Adhikar |
Nov 11 2011, 07:30 PM
პოსტი
#21
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამ კითხვაზე მსურს დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება ბიბლიიდან.
მე ვთხოვ მართლმადიდებლობის კარგად მცოდნე ფორუმელებს, რომ გამომეხმაურონ და ამიხსნან, თუ ვინ არის იესო ქრისტე სინამდვილეში და რა დამოკიდებულება აქვს მამა ღმერთთან. მაინტერესებს როგორ წარმოაჩენს ქრისტეს პიროვნებას ბიბლია. იესოს შესახებ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს და ასევე მეც. თუმცა მის შესახებ არ არის დოგმატური სწავლება ვაიშნავიზმში, მაინც გვესმის კრიშნას მიმდევრებს (ჩვენებური გადასახედიდან) თუ ვინ შეიძლება იყოს იგი. ეხლა სოხუმშიც ძალიან მომრავლდა ქრისტეს მრავალი მქადაგებელი: ე.წ. "იეღოველები", ორმოცდათიანელები, ბაპტისტები და საიენტისტები (მაპატიეთ თუ ზუსტი ტერმინოლოგიით ვერ გამოვთქვამ მათი კრების სახელებს). მე თითოეულ მათგანს ვესაუბრე იესოს შესახებ და თითქმის ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა ქრისტეს არსი და პიროვნება. მე მესმის, რომ მართლმადიდებლობა სასტიკად ამხელს ასეთ სწავლებებს ქრისტეს შესახებ, როგორც მათ აქვთ და ვინაიდან ეს ასეა, მაშინ ეხლა თქვენ გთხოვთ ახსნას შესაბამის საკითხზე. იმედი მაქვს ამომწურავად იქნება პასუხები. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ჰარე კრიშნა! პ.ს. ლელუაშვილი შენი იმედი მაქ -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Apr 5 2012, 03:45 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა ცხადზე ცხადია რომ შორიდან უვლი პასუხებს და კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ვერ ცემ. შენ თუ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს და ვერ აღიქვამ დაწერილს, პრობლემა შენში ყოფილა და სხვას ნუ აბრალებ ნურაფერს. მე გასაგებად ავხსენი რას ნიშნავს მამისა და ძის ერთობა და რას ნიშნავს მოციქულთა ერთობა. ამის შემდეგ კი შენი გადასწყვეტია მიიღებ, თუ შენ აზრზე დარჩები, ამიტომ მეორე მხარეს ნუღარ ედავები უზაროდ. ციტატა შენი ქმედებიდან გამომდინარე შენივე პასუხები შევაჯამე და გკითხე ასეა მეთქი? შენ კი გაექეცი კითხვას და დამიკოპირე იგივე. რომ დაგიკოპირე, ამით შენი ზერელე დამოკიდებულება წარმოვაჩინე, რადგან რაც დაგიკოპირე, იმისთავის არ მიგიქცევია ყურადღება. ახლა გასაგებია მიზეზი ციტირების გაკეთებისა? ციტატა მხოლოდ იმის თქმა ასეა და სამებაა მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებისო, კარგია საკითხის ადვილად მოსაგვარებლად "მხოლოდ ასეა" - ამგვარი საუბარი თქვენ გჩვევიათ, რაშიც ამ ბოლო ხანებშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. არგუმენტების გარეშე საუბარი თქვენი ტაქტიკაა. ვითომ ბიბლიურ მუხლებს იმოწმებთ, მაგრამ ცალკეული მუხლების მოყვანით და არა მთლიანი კონტექსტის აღქმით საუბარია სწორედ სექტანტური და ასე საუბრობთ ზუსტად თქვენ - საგუშაგო კოშკის წარმომადგენლები. სხვა აზრი ვერ გამომაქვს, რადგან აშკარა და ნათელია, რომ მთლიანად ბიბლია არ საუბრობს ერთ პიროვნულ ღმერთზე, არამედ მასში რამდენიმე პიროვნება მოისაზება, მაგრამ თქვენ საკითხს მხოლოდ იოანეს სახარების მე-17 თავის მე-3 მუხლით წყვეტთ და მორჩა! ციტატა მაგრამ როცა ხედავ რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულ პასუხებს ვერ ცემ, ჯობია უპასუხოდ დატოვო კითხვები და გაატარო, ვიდრე პოსტები მიკოპირო. თუ ოდესმე სურვილი და უნარი გექნება კითხვებს უპასუხო, არ დაიზარო. შენ კი გირჩევდი, რომ თუ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს, უმჯობესია ეს პრობლემა შენ თავში აღმოფხვრა და მოწინააღმდეგე მხარეს არ გადასწვდე და არ დააბრალო, გასაგებად ვერ ხსნიო. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი