![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კოკა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 ![]() |
რას ნიშნავს ეს ფრაზა?
რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ? არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა
ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება.......... აბა ლოგიკური როგორია შენი აზრით გვითხარი და ისე ვისაუბროთ... ეს (მთვარის) არ დაკმაყოფილდი მგონი. ხოდა ახლა დავდებ იგივე ადგილის განმარტებას, ოღნდ მარკოზის სახარებაში. ნეტარი თეოფილატე ბულგარელის მიერ: 33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?(მარკოზი-15თ) სიბნელე იყო არა ერ ადგილას, არამედ მთელს დედამიწაზე.მოკლების დრო რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძებოდა ეთქვა ვინმეს, ეს ბუნებრივი დაბნელებააო.მაგრამ ახლა თვის მეთოთხმეტე დღე იდგა, როცა ბუნებრივი დაბენელება შეუძლებელია. წინასწარმეტყველურ წამოძახილს უფალი ებრაულად წარმოსთქვამს, უჩვენებს რა ამით, რომ იგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივს მიაგებს ებრაულს. „რაისათვის დამიტოებ მე?“ - წარმოსთქვამს ის ადამიანური ბუნების სახელით თიტქოსდა ამბობს: უფალო, რატომ დამიტევე მე ადამიანი, რათა ჩემთვის უფლის ჯვარცმა გამხდარიყო საჭირო? რადგანაც დატოვებულნი ვიყავით ჩვენ, ადამიანები, ხოლო იგი არასოდეს ყოფილა დატოვებული მამისა მიერ. ისმინე, რას ამბობს თავად: „არა ვარ მე მარტოი, არამედ მამაი ჩემი ჩემთან არს“ (იოანე 16, 32). ანდა, ამბობს ებრაელთა მაგივრადაც, რამდენადაც ხორციელად თავადაც ებრაელი იყო“ „რაისათვის დამიტიობ მე“, ანუ ებრაელ ხალხს, რათა მან ჯვარს აცვას შენი ძე? როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე: ღმერთი შეიმოსა ჩემით , ნაცვლად - ადამიანური ბუნებისა, ასევე აქაც, გამოთქმაში, „დამიტეობ მე“, უნდა ვიგულისხმოთ - ჩემი ადამიანური ბუნება, ან ჩემი იუდეველი ხალხი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი