გილოცავთ ხარების დღესასწაულს!, გაიხარეთ ყველამ!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გილოცავთ ხარების დღესასწაულს!, გაიხარეთ ყველამ!!! |
A.V.M |
Apr 7 2012, 12:33 AM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
არავის ჭირდება შეხსენება თუ რაოდენ დიდ დღესასწაულს აღნიშნავს დღეს ეკლესია. საუკუნეების წინ, სწორედ დღევანდელ დღეს ეხარა ყოვლადწმიდა მარიამს რომ იგი მოუვლენდა მთელ ქვეყნიერებას მხსნელს. ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (25 მარტი / 7 აპრილი) ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოჲსა გამოცხადებაჲ, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ჴმამაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კონდაკი: ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო. ამ ვიდეოზე კი ასახულია ის ადგილი სადაც ღვთისმშობელს გამოეცხადა მთავარანგელოზი ნაზარეთში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
karpaki |
Apr 7 2012, 09:41 AM
პოსტი
#2
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
"გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა"!!!!
გილოცავთ ..... მრავალ ხარებას დაესწარით -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი