IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი?, ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?
კოკა
პოსტი Apr 6 2012, 10:47 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



რას ნიშნავს ეს ფრაზა?
რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ?
არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის



--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Apr 7 2012, 12:20 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კოკა

ციტატა
მისგან დროებით ღვთიური ბუნების განსვლა


ეს არის კატეგორიულად დაგმობილი ეკლესიის მიერ. არ ვარ დარწმუნებული, რომ კურაევმა ნამდვილად ასე თქვა. ყოველ შემთხვევაში მსგავსი რამ მიუღებელია. საღვთო ბუნება მარადიულად, განუყოფელად და შეურევნელადაა შეერთებული ადამიანურ ბუნებასთან. თვით სიკვდილის ჟამსაც კი, როცა მაცხოვრის ადამიანური სული განეყო სხეულს, საღვთო ბუნება წამითაც კი არ განშორებია არც ერთ მათგანს, სწორედ ჰიპოსტასური შეერთების გამო. ამიტომაც არ განიხრწნა სხეული მაცხოვრისა.

რაც შეეხება იმ სიტყვებს, რომელიც პირველ პოსტშია ნათქვამი, რაც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრისას თქვა: "და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?" (მათე 27.46).

იოანე ოქროპირი მშვენიერ განმარტებას გვაწვდის: "ხოლო ვითარ თქუა, თუ: 'ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე?' არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან, ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავს, რამეთუ ჩუენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელსქმნილნი პირველ, ხოლო აწ შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ვნებითა მით უვნებელისაჲთა. რამეთუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი ოცდამეერთე ფსალმუნი, ქრისტესთჳს თქუმული. ჩუენისა ამის ბუნებისა მაგიერთა სიტყუათა ქრისტეს მიერ იტყჳს, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩუენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩუენდა, და უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყუარებასა მისსა!

ანუ აქ ხაზი აქ გასმული იმას, რომ უფალმა, მიიღო რა ადამიანური ბუნება, თავისად განისაკუთრა, ანუ ტავსიად აქცია ყოველივე ის, რაც ადამიანური ბუნებისა იყო. ადამიანური ბუნება კი მიტოვებული იყო უფლისაგან ცოდვით დაცემის შემდეგ.

მოგეხსენებათ როდესაც ადამმა ცოდა, მაშინ მისი ბუნება დაეცა და იყო დაცემულ მდგოამრეობაში, ვიდრე უფლის მოსვლამდე. ადამიანმა მაშინ, ასე ვთქვათ ღმერთი დაკარგა და ეს საშინელებათა შორის ყველაზე საშინელი განცდაა. და აი უფალმა, მიიღო რა ადამიანური ბუნება, სწორედ ეს მდგოამრეობაც განისაკუთრა და აღმოთქვა ჯვარზე. ჯვარზე გახმოვანებული სიტყვები სწორედ ეს ღაღადისია, "რატომ მიმატოვე ღმერთო, მომხედე მე დაცემულს, აღმადგინე, რადგან არ შემიძლია უშენოდ".

არის კიდევ სხვაგვარი, არა დაპირიპირებული განმარტებანი, მაგრამ ამ შემთხვევაში აქტუალური ეს განმარტებაა. ანუ ადამიანს უნდა განეცადა ღვთის დაკარგულობა, რომ მისი პოვნით დამტკბარიყო და უფალმა განისაკუთრა რა ყოველივე ადამიანურ, სწორედ ჯვარზე გაახმოვანა ეს მდგომარეობა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კოკა   ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი?   Apr 6 2012, 10:47 AM
George Leluashvili   რას ნიშნავს ეს ფრა...   Apr 6 2012, 01:59 PM
esre ars cheshmariteba   მამა თეოდორემ მიუ...   Apr 25 2012, 12:36 AM
Otherguy   მამა თეოდორემ მიუ...   Apr 25 2012, 08:56 PM
კოკა   და სად არის ეგ ლექც...   Apr 6 2012, 02:03 PM
George Leluashvili   და სად არის ეგ ლექც...   Apr 7 2012, 09:50 AM
A.V.M   შენ შემოგევლე... მა...   Apr 6 2012, 05:20 PM
კოკა   ღმერთო მაპატიე მა...   Apr 6 2012, 07:40 PM
karpaki   ღმერთო მაპატიე მა...   Apr 6 2012, 08:23 PM
A.V.M   აბა ლოგიკური როგო...   Apr 6 2012, 08:31 PM
A.V.M   ციტატა ღმერთო მაპ...   Apr 6 2012, 08:45 PM
კოკა   George Leluashvili დაველოდები...   Apr 7 2012, 10:10 AM
George Leluashvili   კოკა "ღვთიური ბუ...   Apr 7 2012, 10:15 AM
afxazi   კოკა ეს არის კატე...   Apr 7 2012, 12:20 PM
კოკა   afxazi George Leluashvili დიდი ბოდ...   Apr 7 2012, 01:53 PM
karpaki   ,,(ეს სიტყვები) მან თ...   Apr 7 2012, 02:15 PM
afxazi   კოკა ქრისტე არ მო...   Apr 7 2012, 02:28 PM
karpaki   afxazi მადლობა დიდი ეხ...   Apr 7 2012, 02:34 PM
კოკა   კიდევ ერთხელ ვიხდი...   Apr 7 2012, 04:18 PM
A.V.M   ძველქართული და ახ...   Apr 7 2012, 07:32 PM
varanxvasrotang   მოგესალმებით ყველ...   Apr 8 2012, 10:48 PM
კოკა   სადაა თეოდორე გიგნ...   Apr 10 2012, 09:10 PM
A.V.M   და რატო უნდა ვიმსჯ...   Apr 10 2012, 10:01 PM
კოკა   A.V.M და რა შუაშია ავტ...   Apr 11 2012, 08:27 AM
George Leluashvili   კოკა აი, ეს ქადაგებ...   Apr 11 2012, 12:55 PM
კოკა   George Leluashvili გაიხარე, გა...   Apr 11 2012, 03:43 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 06:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი