![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კოკა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 ![]() |
რას ნიშნავს ეს ფრაზა?
რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ? არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კოკა
ციტატა უბრალოდ უცოდველი ადამიანის სიკვდილი, ეკლესიური განმარტებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეუძლებელია, ანუ სიკვდილი არის ცოდვის ნაყოფი და შესაბამისად როგორ შეიძლება უცოდველი არსების, რომელიც ამავდროულად თვით ღმერთია, მოკვდეს.......... ქრისტე არ მომკვდარა იმიტომ, რომ სიკვდილმა იმძლავრა მასზე, ეს გამორიცხულია. იგი მოკვდა იმიტომ, რომ სიკვდილი დაემარცხებინა, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში ჩასულიყო მისი ადამიანური სული. სიკვდილი არის ცოდვის შედეგი და არა თავად ცოდვა. ეს არის უყვედრელი ვნება, რომელიც ცოდვამ შემოიტანა. ადამის სხეული ტავდაპირველად არ საჭიროებდა საზრდოს, არ ქონდა მას გამონადენი და ა.შ. ეს ყველაფერი ცოდვამ მოიტანა, მაცხოვარმა კი მიიღო ეს უყვედრელი ვნებები და ადამიანური ბუნება გარდაქმნა კვლავ ტავდაპირველ მდგომარეობაში. მიიღო მან, როგორც ვთქვი ადამიანური ბუნების მდგოამრეობაც, როგორც ღვთისგან მიტოვებულობისა და აღნიშნული სიტყვებიც სწორედ ამის გამოძახილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ სწორედ ადამიანური ბუნება ღარადებს. karpaki ციტატა ანუ ეს ტექსტები იდენტურია? დაახლოებით ასე იქნება ახალქართულად: "ხოლო როგორ თქვა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე? არა იმიტომ, რომ მამამ მიატოვა, ანუ დატოვებული იყო თავისი ღმრთეებისაგან (ანუ ღმრთეება არ განშორებია მას), არამედ, როგორც მრავალგზის მითქვამს, რომ შეიმოსა რა ჩვენი ბუნება, ყოველივე ჩვენი განისაკუთრა. და ეხლაც, ჩვენს ამ მდგოამრეობას თავის თავში გამოსახავს, რადგან ჩვენ ვიყავით დატოვებულნი თავდაპირველად, ხოლო ეხლა შეწყნარებულნი და შეწყალებულნი უვნებელის ვნებით". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი