![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მართლმადიდებლურ ეკლესიაში რაც ძალიან მომწონს ეს არის მოძღვრის ინსტიტუტი.
კარგი მოძღვარი როცა გყავს ადამიანს, დიდი ბედნიერებაა. მიკვირს რომ ზოგიერთი ადამიანი თავისი მოძღვრის ნათქვამზე მზად არის კლდიდანაც კი გადახტეს, მაგრამ გუშინ ერთ ეკლესიაში ვიყავი რომლის შესასვლელში თეთრზე შავით ეწერა (და ასე ბევრგან წერია) აკრძალულია ჩართული მობილურით შემოსვლა! მაგრამ თუ პატივს სცემენ მოძღვარს და ეკლესიის წესრიგს, რატომ არ ემორჩილებიან ღვთის მსახურის ამ მოთხოვნას? რა დონემდე უნდა იყოს ადამიანი მოძღვრის, ან სხვა ღვთისმსახურის მორჩილი? რა დროს შეუძლია არ დაემორჩილოს მას? |
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ძალიან სამწუხაროა,როცა ზოგ ადამიანს ღმერთის სწამს,მაგრამ რა ეკლესიისა და მღვდლისა.ვერაფრით წარმოუდგენიათ,რომ ამ "ჩვეულებრივ ადამიანს" უნდა ჩააბარონ აღსარება,როცა მათ შეუძლიათ პირდაპირ უფალს მიმართონ. მოძღვარი უფლის მიერ დადგენილი ჩვენი მესაიდუმლეა,აღსარების დროს ის ჩვენი დამაკავშირებელია უფალთან,მისი დახმარებით,და არა სხვა შემთხვევით,შეგვიძლია მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები.
მოძღვრისათვის აღსარების ჩაბარებას,მის მიტევებას და ლოცვას ჩვენზე რომ დიდი ძალა აქვს,ამაში მართლაც დავრწმუნდი:დიდი ხანის განმავლობაში,ერთ ცოდვას მოძღვარს ვერ ვეუბნებოდი და პირდაპირ უფალს ვთხოვდი შენდობას.წარმოიდგინეთ როცა,როგორც იქნა,გავბედე ამის თქმა,იმის შემდეგ ეგ ცოდვა აღარ ჩამიდენია.ასე რომ,მართლაც დიდი ძალა აქვს მღვდლის შენდობას,და საერთოდ,აღსარების საიდუმლოს. რაც შეეხება მოძღვართან დამოკიდებულებას,მე პირადად, ყოველი მოძღვრის დანახვისას დიდი პატივისცემით ვიმსჭვალები. ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
ლეონტი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
დიდი ხანის განმავლობაში,ერთ ცოდვას მოძღვარს ვერ ვეუბნებოდი და პირდაპირ უფალს ვთხოვდი შენდობას.წარმოიდგინეთ როცა, როგორც იქნა, გავბედე ამის თქმა, იმის შემდეგ ეგ ცოდვა აღარ ჩამიდენია. მიხარია რომ ეს კანონზომიერება აღმოაჩინე. აბა წარმოიდგინეთ ჩვენ როგორ გვიჭირს ![]() ![]() ![]() ეს უნდა გახსოვდეს, რომ აღსარება დიდი საიდუმლოა და როცა მღვდელთან მიდიხარ აღსარებაზე, სქესთა სხვაობა არ არსებობს, ეგ თავიდან უნდა ამოიგდო. ამიტომ "ქალი უფრო გაგიგებს ვიდრე კაცი "არასწორი აზრია, აღსარება მღვდელთან ურთიერთგაგების დამყარება არაა, არამედ ენით გამოუთქმელი საიდუმლოა, რომელსაც უფალი აღასრულებს. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
leluka |
![]()
პოსტი
#4
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
მიხარია რომ ეს კანონზომიერება აღმოაჩინე. ეს უნდა გახსოვდეს, რომ აღსარება დიდი საიდუმლოა და როცა მღვდელთან მიდიხარ აღსარებაზე, სქესთა სხვაობა არ არსებობს, ეგ თავიდან უნდა ამოიგდო. ამიტომ "ქალი უფრო გაგიგებს ვიდრე კაცი "არასწორი აზრია, ვცდილობ აღსარება მღვდელთან ურთიერთგაგების დამყარება არაა, არამედ ენით გამოუთქმელი საიდუმლოა, რომელსაც უფალი აღასრულებს. ვაცნობიერებ -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი