შვიდი მომაკვდიენებელ ცოდვა- სასუწარკვეთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შვიდი მომაკვდიენებელ ცოდვა- სასუწარკვეთა |
ლილიანა |
Nov 27 2006, 03:58 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
სასუწარკვეთილება ადამიანის (ხაზს უსვავ ადამიანს როგორც ილია იტყოდა კაცია ადამიანი ? ამ პრინციპით ) სულიერ ძალებს ყველაზე უფრო მეტად ფიტავს, ანგრევს. რას ნიშნავს იყო სასუწარკვეთილი და ამ ნიშნით იყო შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის თანაზიარია, სად გადის ზღვარი ?რა ეტაპზე შეიძლება ჩაითვალოს რო ადამიანი სასუწარკვეთილია რო ის მომაკვდინებელ ცოდვას ჩადის ?!
p.s.(თუ გაუგებრად ვწერ დ ( და ხშირ შემთხვევაში ეს ასეა) თემას წავშლი ) -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
სოფი |
Apr 3 2007, 05:49 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ხათუნა
salomea07 გეთანხმებით afxazi ციტატა მაგრამ ისეც ხომ შეიძლება აღსარებაც ჩააბარო, ეზიარო კიდეც, მაგრამ იგივე მდგომარეობაში დარჩე. იმედი მაქვს,უმეტესობა,ვინც ეკლესიის მრევლია ასე არაა.მორწმუნეები ყოველთვის უფალთან ახლოს ყოფნისაკენ მიილტვიან,ხოლო ამისთვის საჭიროა გქონდეს იმედი,ნდობა,რწმენა.თუ ეს დაკარგე, ე.ი. ღმერთსაც კარგავ. რა ვიცი აბა,როგორ გითხრა,ჩემთვის ეს ცოტა წარმოუდგენელია.ადამიანი,რომელიც ხშირად დადის ღვთის სახლში და უფრო მეტს სწავლობს,იგებს,იმასაც აუცილებლად გაიგებს და შეიგნებს,რომ სასოწარკვეთილება ცოდვაა.ეს კი განსაკუთრებით უნდა იცოდეს იმან,ვინც აღსარებას ამბობს და ზიარებას იღებს.მაგრამ აღარც ეს გამკვირდება,რადგან სწორედ ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა,რომელიც ეზიარებოდა,მაინც ვერ შეიცნო უფალი და გახსნა თემა "მე ალბათ ათეისტი ვარ".ზუსტად ვერაფერს იტყვი წინასწარ კაცი,არავინ იცის ახლო მომავალში შენ როგორ შეიძლება"გაგიჭირდეს",მაგრამ ერთი კი ვიცი,რომ რა ცუდ დღეშიც არ უნდა იყო ადამიანი ჩავარდნილი,თვითმკვლელობამდე მაინც არ უნდა მიხვიდე. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა,მუდმივი დეპრესია არაფერს მოგვცემს კარგს,ის მხოლოდ სულიერად და ფიზიკურად დაგვანგრევს,გამოგვფიტავს.ჩვენ უნდა ვიცოდეთ,რომ ცხოვრება დიდი ბრძოლაა,გამოცდაა,ეს უფლის მიერ ჩვენს მხრებზე დადებული ჯვარია... და კიდევ ერთი,ძალიან მნიშვნელოვანი,რაც უნდა ვიცოდეთ:"...მე მინდა,რომ შენ არ იარო გათელილი გზებით და ბილიკებით,იყო ძლიერი,მამაცი,აღმსრულებელი, მედეგი განსაცდელებასა და ტანჯვაში. მე მინდა,რომ შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ამჟღავნებდე რკინისებურ სიმშვიდეს,მთელი სიცხადით გესმოდეს აზრი ამ განსაცდელებისა. მე მიდა,რომ შენ ყველგან და ყოველთვის კმაყოფილი იყო იმითაც,რაც გაქვს,ხოლო მცირედისთვის მმადლობდე მე. მე მინდა,რომ შენ მომენდო როგორც ჩვილი,რადგან მხოლოდ მაშინ მიიღებ თუნდა სულ მცირე ნაპერწკალს სოლომონის სიბრძნისას... მე მინდა,რომ სახე შენი ყოველთვის სიმშვიდითა და სიჯანსაღით სუნთქავდეს. მე მინდა,რომ ამჟამად შენ უფრო მეტს ზრუნავდე შენს ჯანმრთელობაზე,რადგან იგი მე მჭირდება ზოგიერთი შენი საქმის აღსრულებისათვის... მე მინდა,რომ შენ შეინარჩუნო(რა თქმა უნდა,ჩემი ნების შესაბამისად) სიცოცხლის წყურვილი,გამოულეველი ენერგია,სიყვარული და მოშურნეობა საქმისადმი,მგზნებარება მოქმედებისადმი,რათა აქტიურად შეიჭრე შენს გარემომცველ ცხოვრებაში... მე მინდა,რომ ამ გზით მომავალმა შეიმეცნო საკუთარი თავი,ყველაზე მთავარი და ყველაზე არსებითი შენს ცხოვრებაში... ...შენ მარტოსული ხარ,მაგრამ არ დაგავიწყდეს და გახსოვდეს,რომ მე შენთანა ვარ. არ არის ადვილი მარტოობის მწვწვე სევდის განცდა,მაგრამ აუცილებელია ყველა იმ ადამიანისთვის,რომელიც მგრძნობიარე და ფაქიზია სხვისი უბედურებისადმი. მე მინდა,რომ შენ გაამართლო ნდობა,რომელიც მე ჩაგისახე გულში. მე მაქვს უფლება,რომ ეს ყოველივე შენ მოგთხოვო,რადგანაც ძალზე ბევრი მოგეცი და ამჟამადაც ბევრს გაძლევ,რამდენჯერ მოგიწოდე გამოსწორებისაკენ და სინანულისაკენ..." "...როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება,მე მინდა იცოდე,რომ-ეს ჩემგან იყო. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში,რომ მომცე საშუალება,ვიბრძოლო შენთვის. თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში,იმ ადამიანებს შორის,რომელთაც არ ესმით შენი,ანგარიშს არ უწევენ იმას,რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გრთგუნავენ შენ,გახსოვდეს-ეს ჩემგან იყო. მე ვარ უფალი,ყველანაირი გარემოების მეუფე,შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას,რომელიც მე მიგიჩინე... გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს?გახსოვდეს ყოველთვის-ეს ჩემგან იყო.ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა,მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული.ჩემი მარაგი ულევია. მე მინდა,რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დაპირებაში.მე არ დავუშვებ იმას,რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი-არ გწამდა ღმერთისო... მე ვარ კაცი ნატანჯი,ბევრი განსაცდელი მიგემია.მე დავუშვი განსაცდელები შენზე,რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება... დაინგრა შენი გეგმები?დაეცი სულით და დაიღალე?გახსოვდეს-ეს ჩემგან იყო.შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე,რათა მეკურთხებინა ისინი,მაგრამ მე მინდა,რომ შენ მე დამითმო,წარვმართო შენი ცხოვრება.მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები,რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას,რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული და სული მუდამ ანთებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას... ამ დღეს გაძლევ ხელში ჭურჭელს წმინდა მირონით.ისარგებლე თავისუფლად,შვილო ჩემო.ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება,ყოველი შენი შეურაცხყოფა სიტყვით,ყოველი მარცხი ჩემს სამსახურში,რომელიც გამოიწვევს შენში გულისწყვეტას,ყოველი აღიარება,შენი უძლურებისა და უუნარობისა,იყოს ცხებული ამ მირონით. გახსოვდეს,რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!.." -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი