IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სუფიზმი
Atman
პოსტი Aug 18 2009, 08:57 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სუფიზმი (არაბ.: تصوف “თასავუფ”) წარმოადგენს ისლამის შინაგან, მისტიკურ, ფსიქო-სულიერ განზომილებას. სუფიზმის მიმდევარს სუფი ეწოდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს.

დოქტრინა [რედაქტირება]

სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი (“შაიხი” ან “მუშრიდი”), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წრთვნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით).

ისტორია [რედაქტირება]

სუფიებმა, თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა და სიბრძნის თაობიდან თაობამდე გადასაცემად, ხელი მიჰყვეს აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად მისტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, უწევდათ რა უცხო ხალხისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სხვადასხვა რეგიონებში (მაგალითად, სპარსეთში, XIII საუკუნის ინდოეთში, სამხრეთ აზიაში, თურქეთში) ლიტერატურის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარებას.

მუსლიმური მისტიციზმის განვითარების ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. სუფიზმის თავდაპირველი მიმდევრები, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან, ომაიადთა დინასტიის ზეობის ხანაში, მისტიკოსები იყვნენ ცნობილი იყვნენ ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის, უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დღეზე მუდმივი მედიტაციითა და ქადაგებით, ამქვეყნიერების, როგორც ”ბოროტების ჭის” უარყოფით. მოგვიანებით სუფიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შინაარსმა სხვა ფორმები მიიღო – მასში ღვთის სიყვარული აბსოლუტურ ღირებულებად იქცა, ამავე დროს, მისკენ სწრაფვა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ადამიანის განცდებთან, მგრძნობელობასთან, სიყვარულის ნიჭთან, გამოხატვის ფორმებთან. ეს უკანასკნელი გაცილებით მოქნილი და შეუბოჭავი გახლდათ - კლასიკური, ორთოდოქსული ისლამისგან განსხვავებით, რაც ხშირად სუფიებისადმი ეჭვის თვალით ყურების საფუძველს წარმოადგენდა.

მაშასადამე, სუფიური ასკეტიმზმი მისტიკურ ფილოსოფიაში გადაიზარდა, რომელმაც მოგვიანებით ჰუმანიზმის იდეებიც შეითვისა. ამის გამო სუფიებს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ სუნიტურ განხარასთან, ხშირად რელიგიური ძალადობის, დევნის მსხვერპლნიც გამხდარან, თუმცა ეს უფრო მეტი შთაგონების წყაროდ იქცეოდა მათი გზის გამგრძელებლებისათვის.

სუფიზმის განვითარების ისტორიის მესამე ეტაპად მიიჩნევა მისი განტოტვა საძმოებად და სამისიონერო საქმიანობის გააქტიურება. ეს სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მუსლიმურ სამყაროს შეჭირვების ჟამი ედგა – ერთის მხრივ, ქრისტიანების, ხოლო მეორე მხრივ, მომთაბარე, “უკულტურო” ტომების შემოტევის მოგერიება უხდებოდა. ამ დროს მწვავედ დადგა სუფიური და საერთოდ, ისლამური სწავლების, სიბრძნის, მემკვიდრეობის მოფრთხილებისა და გადარჩენის საკითხი, რაც სუფიზმმა იტვირთა.

XII საუკუნისთვის 12 ძირითადი სუფიური ტარიკატი (საძმო, ორდენი) იყო ცნობილი , რომელთაც მუჰამედის სიტყვა მანამდე სრულიად უცნობ, შორეულ საზოგადოებებამდე (მათ შორის, კავკასიამდე) მიჰქონდათ.

ურთიერთობა ისლამთან [რედაქტირება]

სუფიზმის გაჩენის პირველივე წლებიდან მწვავე საკითხად იდგა მისი ”ლეგიტიმურობის”, ისლამის (დოგმატურ) ფარგლებში მოქცევის პრობლემა. ულემის მხრიდან სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მუსლიმ მისტიკოსებს ხელში საპოლემოკო კალამი ააღებინა. პოლემიკა კი ამ საკითხის ირგვლივ დღემდე გრძელდება . ერთის მხრივ, ძნელია სუფიზმის ისტორიასა და თანამედროვეობაში ”თავისუფალი ფორმების” შარიათის წესებთან წინააღმდეგობრიობის უგულებელყოფა, მეორეს მხრივ კი – მისი მემკვიდრეობის, მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილის, უდიდესი კულტურულ-სიფოლოფიური წარსულისა და მნიშვნელობის უარყოფა.

სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი ყურანსა და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ ”გამართლებას” ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას (“ზიარათ”) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება (“კარამათ”) – ”კარდიოგნოზია” (”გულისთქმის ცოდნა”), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ. სუფიზმის კრიტიკის დროს ორთოდოქსული ისლამის მომხრეები ხაზს უსვამენ ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენის ნეგატიურ მხარეს, მის მეტისმეტად დიდი ავტორიტეტულობასა და სიძლიერეს, ძლიერ გავლენას მოწაფეზე, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება მახინჯი ფორმები მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურობის შემთხვევაში. თუმცა, მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ეს კლასიკური ისლამის კლასიკური პრობლემატიკაცაა.

ტრადიციულად, სუფიზმის უარყოფა და მისი მიმდევრების სექტანტებად გამოცხადება დამახასიათებელი იყო მუსლიმურ სამყაროში არსებული იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც რელიგიური ყოფისა და ტრადიციების განწმენდისა და გაჯანსაღების იდეით იყვნენ გამსჭვალულნი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სალაფიტები (ზოგჯერ მოიხსენიებიან ”ვაჰაბიტების” სახელით). საინტერესოა, რომ თავად ალ-სალაფიიაც ბევრი მუსლიმისათვის მეორე უკიდურესობად არის აღირებული.

სუფიზმი ყველაზე უფრო ”მოქნილი” ფორმა იყო მუჰამედის სწავლების გავრცელებისა, ტარიკატები ყველაზე უფრო შემწყნარებელი იყვნენ წინაისლამური და არაისლამური ელემენტებისადმი, რომლებიც საბოლოო სახით უხვად დაილექა სხვადასხვა რეგიონების (მათ შორის კავკასიის) მუსლიმურ რწმენასა და ყოფაში.



ვისაობროთ სუფისტურ მოძრაობაზე. ვინ რა აზრის ხართ და რა იცით მის შესახებ. მე პირადად სიმპათიით ვარ განწყობილი, ფუნდამენტურ ისლამთან შედარებით ჰუმანური, სიყვარულისადმი და ღმერთისადმი უფრო ახლოს მდგომი მიმდინარეობაა და ბოლოს და ბოლოს გადამტერებულ ინდუსებს და ისლამისტებს აერთიანებს რაღაც ადგილებში. მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ მოძრაობის შესახებ და თქვენი აზრი. ასევე არსებობს თუ არა საქართველოში ეს მოძრაობა...

ნუ აქვე დავდებ მერკან დედეს რამდენიმე კომპოზიციას, ესაა დიჯეი, რომელიც სუფისტურ, არაბულ და ინდურ ფოლკს ელექტრონულ მუსიკასთან აერთიანებს. საკმაოდ კარგი მოსასმენია a075.gif

http://bin.ge/file/70595/Mercan-Dede.zip.html


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
აბდალა
პოსტი Apr 12 2012, 03:44 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



სამშაბათს სუფი შეიხი იყო ჩამოსული თბილისში და მის ლექციას დავესწარი. ერთ-ერთი კითხვა რინდებზე დაუსვეს. "რინდები" დაახლოებით ქრისტიანი სალოსების მსგავსი სუფიები არიან, რომლებსაც ვერ გაუგებ რას აკეთებენ, ხშირად მემთვრალეებსაც უწოდებდნენ smile.gif

ისიც ახსენეს, რომ ლაშა გიორგი ხშირად "გლახათ დაძვრებოდა" რინდებთან და ხომ არ გსმენიათ ამაზე რაიმე?


აგერ ვიპოვე ინფორმაცია:



რინდები

მაშრიყით მაღრიბამდე


რინდებს თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ აღმოსავლეთის ისტორიაში. ისინი ხშირად გვხვდებიან აგრეთვე აღმოსავლური პოეზიის ფურცელებზე. ქარველი მკითხველისთვის უცნობი როდია მათი სახელი. რინდების ვინაობა სხვადასხვა ასპექტით არის გაშუქებული როგორც ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში (ი. ჯავახისვილი, ვ. გაბაშვილი, ე. ჯაველიძე), ასევე _ მხატვრულ ლიტერატურაში (,,ლაშარელა"). მაგრამ საკითხი ამოწურულად არ შეიძლება ჩაითვალოს და კვლავ იმსახურებს ყურადღებას, დაინტერესება რინდების ასავალ-დასავალით სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობენ ,,ქართლის ცხოვრების" ერთ ფრიად საგულისხმო ეპიზოდში.ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს ლაშა-გიორგის შესახებ: ,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და წესთა მასწავლელნი, შეიყუარნა თანამოსაჰაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღვინისა თაფლუჭისა, ტფილისს მყოფი, წარიყვანეს რ ი ნ დ თ ა თანა, რათა მუნ განძღონ სიბილწე თვისი. ხოლო რ ი ნ დ ნ ი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღვინით უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს".ჯამთააღმწერლის მიხედვით, ამ ეპიზოდს ის მოჰყვა შედეგად, რომ საქართველოს სამეფოს დიდებულებმა, და განსაკუთრებით_ივანე მხარგრძელმა და ვარამ გაგელმა, მკაცრი ულტიმატუმი წაუყენეს ლაშა-გიორგის: ვეღარ მოვითმენთ შენს მეფობას, თუ ,,ბოროტთა კაცთა" არ განუდგებიო. ქართველი მემატიანე გვარწმუნებს, მეფემ მოინანია თავისი შეცდომები და ფიცი მისცა ვეზირებს, თქვენს დაუკითხავად ნაბიჯს აღარ გადავდგამო.ვინ იყვნენ ეს რინდები, რომელთაც წრეში ქართველი მეფის ყოფნა საძრახის და სამარცხვინო მოვლენად მიაჩნია ჟამთააღმწერელს?,,რინდ" სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მოქეიფეს, მსმელს, თავზე ხელაღებულ ლოთი-ფოთს (ესაა ძირითადი მნიშვნელობანი). ჟამთააღმწერლის ცნობის შინაარსიც თითქოს ემთხვევა ასეთ განმარტებას და მაშინ ბუნებრივია მისი აღშფოთება ლაშა-გიორგის მიერ ჩადენილი ,,უსახურების" გამო. მაგრამ შეცდომა იქნებოდა, რომ ჩვეულებრივ ლოთებად წარმოგვედგინა ზემოხსენებული რინდები. აღმოსავლურ სამყაროში დიახაც დაცინვითა და ზიზღით ეძახდნენ ასე, მაგრამ თვით ,,რინდები" ამაყად ატარებდნენ შერქმეულ სახელს და სრულიად სხვა მნიშვნელობას ანიჭებდნენ. რინდი, მათი გაგებით ნიშნავდა ვაჟკაცსა და დარდიანს, კეთილშობილსა და პატიოსან ადამიანს. ეს მშვენივრად ჩანს აღმოსავლური პოეზიის ნიმუშებიდან...სხვას რომ თავი დავანებოთ, ჟამთააღმწერლის მიერ უდიერად მოხსენიებულ რინდთა რიცხვს მიეკუთვნება XIV საუკუნის სახელოვანი სპარსელი პოეტი ჰაფეზი. იგი წერდა: ,,როდესაც ჩაუვლი ჩემს საფლავს, სიყვარულით დაიჩოქე. მთელი ქვეყნის ლაღი რინდები აქ მოვლენ სალოცავად".ლაშა-გიორგი და ჰაფეზი... ქართველი მეფე და სპარსელი პოეტი... დროსა და სივრცეს რომ არ დაეშორებინა ისინი, ვინ იცის ეგებ შეხვედროდნენ ერთმენეთს რინდების წრეში.რინდის სახეს ღრმა გენეტიკური ფესვები მოეპოვება აღმოსავლეთის საზოგადოებრივ და კულტურულ ისტორიაში. მისი ჩანასახი ჩნდება ჯერ კიდევ X საუკუნის არაბული პოეზიის ფურცლებზე. ეს სახე ჰაფეზმა დახვეწა და მაღლა ატყორცნა როგორც სიმბოლო ამაყი და თავისუფალი ადამიანისა.

ჰაფეზის სიტყვით, ბოროტებითა და მაცდურობით აღვსილ წუთისოფელში უსამართლოდ აღზევებულ ბრიყვთა და რეგვენთა ზეიმია, ხოლო ბრძენთ მათ წინაშე სამათხოვროდ გაუწვდიათ ხელი. არაბულ მერმებს ზურგზე ვირის კურტანი ადგათ, ბნელი სიმდაბლე ცხოვრების კანონად გადაქცეულა და ქერის ერთ მარცვლად აღარ ფასობს მგოსნის სიმღერა. მაგრამ ჰაფეზი არ მისდევს მუხთალი წუთისოფლის წესსა და რიგს (,,ო, გულო ჩემო, არ გაიკარო მხვეჭელობა და სიხარბე მგლური"). მისთვის სულ ერთია, რას იტყვიან სხვანი. თავისი დაძონძილი მოსასხამი ურჩევნია სულტნის ზიზილ-პიპილებს.ჰაფეზის ლექსებში ხშირად შეხვდებით რინდს _ უსახლკარო მოქეიფეს, უდარდელსა და ენამახვილს. ეს გახლავთ პოეტის დადებითი გმირი და თვითონაც ეხალისება რინდობა (,,რინდებს და თავზე ხელაღებულებს ღამეს ვუნათებ, როგორც სანთელი"). ჰაფეზი უმოწყალოდ დასცინის საზოგადოების უხამს კანონებს; სარკაზმითა და რისხვით მოიხსენიებს ზნეობის დამცველ მუჰთასიბებს, ვერცხლისმოყვარულ მუფთიმებს, მოსსყიდულ მსაჯულებს, ამპარტავან დიდმოხელეებს, მატყუარა იმამებსა და მოლებს _ მათი თვალთმაქცური ლოცვებითა და ბინძური საქმეებით, დედამიწაზე დამყარებული ჯოჯოხეთითა და ზეცაში აღმართული სამოთხით. ხოლო ფარისევრული მორალით შებორკილ საზოგადოებას უპირისპირდება რინდი _ არწივივით ლაღი, გულითა და გონებით მდიდარი, ერთგული მეგობარი, შმაგი მიჯნური.ადამიანური სიყვარულის ქებათა-ქება ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიყვარულის ქადაგებას. ჰაფეზის მიხედვით, სატრფოს სიყვარულს მოჰყვება განთავისუფლება მიწიერ თუ ზეციურ მეუფეთაგან. სიყვარულის თემასთან მჭიდროდ არის გადახლართული ღვინის თემა. კულტი მაჰმადიანთათვის აკრძალული ღვინისა მკრეხელობას წარმოადგენდა მორწმუნეთა თვალში. ხშირად იმოწმებენ ხოლმე ფრანგი ირანისტის ჯ. დარმსტეტერის სიტყვებს იმაზე, რომ სპარსულ პოეზიაში ღვინის სმა ესაა ამბოხი მიმართული ყურანის წინააღმდეგ, ფარისეველთა წინააღმდეგ, სარწმუნოების მიერ ადამიანის ბუნებისა და გონების დათრგუნვის წინააღმდეგ.ჰაფეზიც სვამს და ხან ღვინით თვრება, ხანაც_სიყვარულით (,,ჰაფეზ, არც ერთი წამი უღვინოდ, არც ერთი საათი უსიყვარულოდ!''); სვამს დააღიზიანებს თავისი დროისა და მომდევნო საუკუნეთა ფარისევლებს. მას ეამაყება სახელი მეამბოხე რინდისა, რომელიც ამსხვრევს ისლამის მიერ კვარცხლბეკზე აღმართულ ფეტიშებს. რინდს არ ხიბლავს აღთქმული სამოთხის მაცდუნებელი სილამაზე და დაცინვით მიმართავს მოაწმუნე ასკეტს: სამოთხეში ნუ მეპატიჯები, ეგ ჩემი ხვედრი არ არისო. შენ წილად გერგო ღვთისმოსაობა, ლოცვა და კანონი, მე კი ღვინის სარდაფში წავალ, იქაც ტაძარია, ოღონდ სხვაგვარად ლოცულობენო (,,მოდი და შევსვათ იმდენი ღვინო, რომ თავს დაგვექცეს მთელი სამყარო.")ჰაფეზის შემოქმედებით თანაბრად ტკბებოდნენ მეფენიც და გლახაკნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც. მის ლექსებში ყველა იმასპოულობდა, რასაც ეძებდა. აღმოსავლელი კომენტატორები ჰაფეზის თითქმის ყოველ სტრიქონში მისტიკურ შინაარსს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ჰაფეზის მიერ ვნებიანი შტრიხებით დანახული სატრფო ესაა ღმერთი, ხოლო ღვინო_სულიერი ექსტაზია, რომელსაც ეძალება ადამიანი, რათა მიაღწიოს სანატრელ შეერთებას ღმერთთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპელ მკვლევართა ერთი ნაწილი სავსებით უარყობს ჰაფეზის შემოქმედებაში სუფიურ განწყობილებათა არსებობას და მისი ჰედონიზმი რეალური ცხოვრების მრწამსად მიაჩნია.

ჰაფეზი ამბობს: გათავდა მარხვა და მოვიდა გაზაფხული. გაიარა ფიცისა და პირმოთნე ლოცვათა ჟამმა. დგება ჟამი რინდებისა_მხიარული ჟამი. ტკბებიან რინდები სიმღერითა და ღვინით. რა არის დანაშაული მსმელთა? რა ბრალი მიუძღვით? სჯობს იყო ალალი რინდი, ვიდრე ფარისეველი, შავ სინდისს რომ მალავს. ჩვენ ასკეტები არა ვართ, ლაღი რინდები ვართ. ჭეშმარიტების ცოდნა_აი, ჩვენი ერთადერთი საიდუმლო. არაფერს ვუშავებთ არავის. სჯობს ღვინის მსმელი იყო, ვიდრე სისხლის მსმელი! (საბჭოთა ირანისტი ი. ბრაგინსკი ასკვნის, რომ ჰაფეზის მთელ შემოქმედებას წითელ ხაზად გაჰყვება პროტესტი არსებული წყობის წინააღმდეგ და ოცნება ნათელ მერმისზე. რინდები ამიტომაც ხდებოდნენ ხოლმე სოციალურ მოძრაობათა აქტიური მონაწილენი).ჰაფეზის პოეზიამ შთააგონა გოეთეს შეექმნა თავისი 'დასავლურ აღმოსავლური დივანისა~, რომლის მეორე ნაწილს ეწოდება 'ჰაფეზის წიგნი~. ვაიმარელი ბრძენი ასე მიმართავს შირაზელ პოეტს: არც დასაბამი გაქვს, არც დასასრული_მარადისობის დარად. ნეტავი, შენი ხვედრი მარგუნა! ჰაფეზ, ვიქნები ჩვენ მეგობრები. ცხოვრების ჭირსა და ლხინში შენთან ერთად შევიცნობ სიყვარულსა და თრობას...როდესაც საბჭოთა პოეტების დელეგაციამ ირანში ყოფნისას მოინახულა ჰაფეზის აკლდამა_მუზეუმი, მათ მიართვეს შირაზელი პოეტის ვეება ტომი, მწვანე ტარსიკონის ყდა რომ ჰქონდა გადაკრული,და საბჭოთა სტუმრები, აღმოსავლური ჩვეულებისამებ, შეუდგნენ 'წიგნზე მკითხაობას~. ერთმა მათგანმა შემთხვევით გადაშლილ გვერდზე ამოიკითხა შემდეგი: 'მე მოვდიოდი შენს შესახვედრად, გადმოვიარე უდაბნო და მაღალი მთები. ჩვენ ერთი სისხლისანი არა ვართ, ჩვენ ერთი ენა არა გვაკვს, მაგრამ გული ეხმია გულს~....რინდებს მარტო ჰაფეზის ლექსებში როდი ვხვდებით.XII საუკუნის სპარსელი პოეტი სანაი თავს მიიჩნევდა რინდად და ასე მიმართავდა ზნეობის მეთვალყურე მუჰთასიბს: რა გესაქმება ჩვენს ზარხოშAუბანთან, რა დაგიშავეს სევდით შეპყრობილმა მიჯნურებმა?XIII საუკუნის სპარსელი პოეტი ჯელალ ედ-დინ რუმი აცხადებს: 'ტრფობისაგან მთვრალი მივენდე რინდებს... და მეც რინდი ვარ'მომხიბვლელად ელვარებს თავისუფლების მოტრფიალე რინდის სახე XVI საუკუნის თურქი პოეტის რუჰი ბაღდადის შემოქმედებაში. მისი სიტყვით სიყვარულით გახელებული რინდები მწუხარების მტვრით დაფარულ ქვეყანაზე მგორავი მარგალიტები არიან, რომლებიც არად აგდებენ მუხთალი ბედის სიბნელეს, რადგანაც სიყვარულის მზით არიან გასხივოსნებულნი...ცხადია, რინდებისათვის ღვინოცა და სიყვარულიც ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის გზა იყო, წვდომა უხილავი სინათლისა და შეურყვნელი ჭეშმარიტებისა; ძიება სხვა ღმერთისა, რომელიც არ ჰგავდა მაჰმადიანი მოლებისა თუ ქრისტიანი ხუცების ყბადაღებულ ღმერთს.აღმოსავლური პოეზიის მასალების მიხედვით ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთის ქალაქებში არსებობდა 'რინდების უბანიც", სადაც თავშესაფარს პოულობდნენ სხვადასხვა გვარისა და სარწმუნოების მიუსაფარნი: ქრისტიანები, იუდეველნი, ზოროასტერლნი, მანიქეველნი, მრავალნაირი ერეტიკოსნი ისლამისა, მოხეტიალე დევრიშები, მელექსენი და მუტრიბნი.რინდაბი XIII საუკუნის თბილისშიც ცხოვრობდნენ. ამას ნათლად მეტყველებს ჟამთააღმწერლის ცნობა.ქართული სიტყვა 'გარინდება~, ალბათ, სულიერი ექსტაზით შეპყრობილი რინდის სახემ წარმოქმნა (ვგონებ, პ. ინგოროყვას გარდა, არავის აღუნიშნავს ეს ანდა იმდენად უეჭველია, რომ აღარც ჩაუთვლიათ მსჯელობის ღირსად. ამას გვაფიქრებინებს ვახუშტი კოტეტიშვილის მოხდენილი თარგმანიც ჰაფეზიდან: '...გზად ვინმე რინდი შეჰყრია, პირად გარინდებული~).მაგრამ რა ესაქმებოდა ქართველ მეფეს რინდაბთან?ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა; 'უეჭველია, ლაშა-გიორგი სამეფო ტახტის მპყრობელთა შორის თავისი ადამიანური თვისებებით არაჩვეულებრივ პიროვნებად მოჩანს".მართლაც, ჟამთააღმწერელი ერთობ კოლორიტული შტრიხებით გვიხატავს თამარის მემკვიდრის პორტრეტს.როგორც ცნობილია, გველის ციხეში ყოფნისას ჭაბუკი მეფე ერთი გათხივილი ქალის მშვენებას ისე მოუხიბლავს, რომ თავისი გრძნობა ვეღარ დაუმორჩილებია და ცოლად წაუყვანია იგი. ქართული სახელმწიფო სამართალი უკრძალავდა მეფეს თავისივე ქვეშევრდომი ქალის შერთვას. მაგრამ სიყვარულის დაუოკებელი გრძნობა სახელმწიფო სამართლის დებულებაზე ძლიერი გამოდგა. მეფისაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ველისციხელი ქალის გაგდებასა და კანონიერი ცოლის შერთვას, რათა სამეფოს ჰყოლოდა კანონიერი ტახტის მემკვიდრე. ლაშა-გიორგი კი ვერაფრით თმობდა თავის სატრფოს და სხვა ცოლის გაგონებაც არ სურდა ('მიჯნური შმაგისა გქვიან არაბულითა ენითა"). სამღვდელოება ჰკიცხავდა მეფეს და აფრთხილებდა, მსიძავნი და მემრუშენი ღვთის სასჯელს ვერ ასცდებიანო. აფრთხილებდნენ და შეახსენებდნენ ბიბლიური დავითის სიყვარულის ისტორიას... ლაშა-გიორგისაც უკვე ჰყავდა შვილი ველისციხელი ქალისაგან, მაგრამ მოსალოდნელმა ღვთის სასჯელმა ვერ შეაკრთო ახალგაზრდა მეფე. მაშინ უმაღლესმა სამღვდელოებამ უკიდურეს ზომებს მიმართა: 'წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს". მაგრამ ლაშა-გიორგი თავისი სატრფოს ერთგული დარჩა და სხვა ცოლი აღარ მოუყვანია.საერთოდ, ქართულ წყაროებში იშვიათია მეფეთა სამიჯნურო რომანების გადმოცემა, ლაშა-გიორგის ამბავი სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს. ჟამთააღმწერლის თხრობა ადამიანური უბრალოებით ამდიდრებს თამარის მემკვიდრეს. საქართველოს მეფეც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვეულებრივად უძგერდა გული.გაუგონარი რამ იყო ლაშა-გიორგის სურვილი გადედოფლება ველისციხელი ქალისა. ამიტომაც უკიჟინებდნენ: ,,ვითარ ეგების თამარ მეფისა ძესა ესვას ცოლად გლეხთა ასული?" (ანალოგიური სიტუაციები ჩვენშიაც ყოფილა და სხვაგანაც, შორეულსა თუ ახლო წარსულში).ქართველმა მეფემ თამამი გამოწვევა ესროლა ფეოდალურ-კლერიკალურ წრეებს და ზურგი აქცია ტრადიციას. 'აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ~, _ როგორც გვამცნობს ჟამთააღმწერელი. და მაინც არ ეწერა პირადი ბედნიერება სამეფო ტახტის მპყრობელს. თავისუფლად მოაზროვნე მეფე უძლური აღმოჩნდა სამღვდელოების წინაშე. თავისი დოგმების გასამარჯვებლად არაფერს შეეპუებოდნენ ფანატიკოსი ღვთისმსახურნი, რომლებმაც ჯერ კიდევ ლაშა-გიორგის გამეფებამდე გამართეს ის სარწმუნოებრივი პაექრობა (,,სამარცხვინო და შემაძრწუნებელი შეცილება" _ ივანე ჯავახიშვილის სიტყვით), დაწვრილებით რომ არის აღწერილი ,,ქართლის ცხოვრებაში". თურმე კათალიკოსმა მართლმადიდებლობის გამოსაკვლევად და გადასაწყვეტად იმაზე უკეთესი ვერა მოიფიქრა რა, რომ სეფისკვერი (სხვა ვერსიით _ ,,წმინდა კრავი") სამი დღის ნაშიმშილარი ძაღლისათვის მიეგდო და რომელი სარწმუნოების სეფისკვერსაც შეჭამდა ძაღლი, ის სარწმუნოება გამოეცხადებინა ცთომილად.,,კალმასობის" ავტორი იოანე ბატონიშვილი გვაუწყებს, რომ სამღვდელოებას ლაშა-გიორგის მეფობაშიც განუზრახავს იმავე ექსპერიმენტის ჩატარება. მაგრამ ახალგაზრდა მეფეს უთქვამს კათალიკოსისათვის: ,,არა, მამაო, უკეთუ მე მაშინ დავსწრებოდი, არამცა მექნევინებინა საქმე ესე, ვინაითგან საშინელ და შემაძრწუნებელ არს ესე". მიუხედავად ამისა, ლაშა-გიორგი მაინც იძულებული გამხდარა ნება დაერთო სარწმუნოებრივი პაექრობისა, ოღონდ მისივე დაჟინებით უფრო ესთეტიკური ფორმა შეურჩევიათ მართლმადიდებლობის დასადგენად დამშეული ძაღლების ჩარევის გარეშე (იოანე ბატონიშვილის ცნობები მისი თხზულებიდან 'ისტორია ქართლისა ვრცლად არის განხილული და ნდობის ღირსად მიჩნეული კორნელი კეკელიძის ნაშრომში 'ახალი ლიტერატურული წყაროები ლაშა-გიორგის ისტორიისათვის).......ღვთისმსახურებს Dიეშიერი ძაღლის სამსჯავროზე გაჰქონდათ თავისი სარწმუნოების ჭეშმარიტება. რინდების ერთადერთ სარწმუნოებას წარმოადგენდა ჭეშმარიტება.მიმზიდველი იყო მათი ლაღი ცხოვრება და მეამბოხე სული. რინდები არ ემორჩილებოდნენ ცისა თუ ხმელეთის მეიფეებს, უსახლკარონი იყვნენ და მთელი ქვეყანა თავის სახლკარად ეგულებოდათ, უქონელნი იყვნენ და ყველაზე მდიდრებად მიაჩნდათ თავი. საქართველოს მეფე, პატრონი ქალაქებისა და სასახლეებისა, მბრძანებელი ყმათა დალაშქართა, დათრგუნეს ფეოდალური საზოგადოების ულმობელმა კანონებმა, რომელთაც არაფრად აგდებდნენ რინდები.ათაბაგ-რეგენტობის ჟინით შეპყრობილ დიდვეზირთა, თავკერძა ფეოდალთა და ფანატიკოს ღვთისმსახურთა გარემოცვაში მოქცეული მეფისათვის რინდებთან ყოფნა დროებითი გაქცევა იქნებოდა სამეფო კარზე გაბატონებული სულისშემხუთველი ატმოსფეროდან.

ლაშა-გიორგი თავისებურად მისდევდა მამა-პაპათა ტოლერანტულ პოლიტიკას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია იმდროინდელი ქართველი მეფეების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საქართველოს სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მაჰმადიანთა მიმართ. გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებელი, თავის სასახლეში რომ იწვევდა მაჰმადიან სწავლულებსა და თეოლოგებს სადისკუსიოდ, ანდა გულმოდგინედ რომ ზრუნავდა მაჰმადიან პოეტებსა და სუფიებზე.რაც შეეხება რინდების მიერ ლაშა-გიორგისათვის მარჯვენა თვალის გამოთხრას, ეს ფაქტი არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ჩოგანბურთის თამაშისას მეფეს თვალში მოხვედრია მეტოქის ჩოგანი. თითქმის მთელი თვე მკურნალობდნენ, მაგრამ ცალ თვალში მხედველობა მაინც დააკლდაო. ავტორი იქვე დასძენს, ლაშა-გიორგის თავისი მეტოქისათვის ერთი ურიგო სიტყვაც არ უკადრებიაო.XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ამ ეპიზოდის წყაროდ ასახელებს მღვდელმონაზონ იოსებ გამრეკელის ძის თხზულებას, რომელიც დღესდღეობით უცნობია ჩვენთვის (აღსანიშნავია ისიც, რომ იოანე ბატონიშვილის მიხედვით, ლაშა-გიორგის სატრფო, სახელად სუსანა, გათხოვილი ქალი არა ყოფილა, როგორც ამას ამტკიცებს ჟამთააღმწერელი).რომელს უნდა ვერწმუნოთ, ჟამთააღმწერელს თუ იოანე ბატონიშვილს?ქართულ ისტორია გეოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჟამთააღმწერელი ტენდენციურად არის განწყობილი ლაშა-გიორგისადმი. XIV საუკუნის ქართველი მემატიანე ცდილობს აგვიხსნას მიზეზი საქართველოს ძლიერი სამეფოს დაქვეითებისა და გვთავაზობს ყველაზე მარტივ განმარტებას, რომელიც ემყარება შუა საუკუნეებში გავრცელებულ თეოლოგიურ კონცეფციას _ ყოველგვარი უბედურება ამა თუ იმ ხალხის ცხოვრებაში წარმოადგენს ღვთის მიერ დაწესებულ სასჯელს ხალხის უსჯულოებისა და უზნეობისთვის. უფალმა ჩვენი ცოდვების გამო სასჯელად მონღოლები მოგვივლინაო, ვკითხულობთ ქართულსა და სომხურ წყაროებში.ხოლო სპარსელი ისტორიკოსის რაშიდ ად-დინის თხზულებასი ჩინგიზ-ყაენი ასე მიმართავს დაპყრობილი ქალაქის მოსახლეობას: 'მე სასჯელი ღვთისა, თქვენ რომ დიდი ცოდვები არ ჩაგედინათ, არც სასჯელი დაგატყდებოდათ თავზე!~ჟამთააღმწერელსაც მონღოლთა გაბატონება საქართველოში და ქვეყნის გაუგონარი აოხრება მიაჩნია განგების რისხვად, რადგანაც "იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან და მიიქცის ყოველნი სიბოროტედ". ღმერთი და სარწმუნოება, სიკეთე და სათნოება აღარავის ახსოვდაო. და უზნეობის უპირველეს ნიმუშად ჟამთააღმწერელს ესახება ლაშა-გიორგის ცხოვრება.მაგრამ ქართველი მეფის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, მოთხრობილი თვით ჟამთააღმწერელის მიერ, აბათილებს ზემოხსენებულ მტკიცებას (მით უმეტეს – იოანე ბატონიშვილის კორექტივის გათვალისწინებით).ანდა როგორ დავარქვათ "უსახურება" ლაშა- გიორგის ნაცნობობას სახელგანთქმული სპარსელი პოეტის წინამორბედ რაინდებთან?"ლომიძალითა და უმანკო გონებითა, მოყვარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა",-- ასე ახასიათებდა ლაშა-გიორგის მისი თანამედროვე ქართველი მემატიანე და დავით აღმაშენებელს ადარებდა გადახდილი ომების გამო.ჟამთააღმწერელს რომ დავუჯეროთ, თამარ მეფის მომდევნო თაობის ღმერთები, თითქოსდა ვენერა და ბახუსი ყოფილან. თავის დროზე, ამასთან დაკავშირებით ზ.ავალიშვილი შენიშნავდა: "ამგვარი შეხედულება უთუოდ შემდეგი მწარე გაჭირვების ნაყოფია და ქრონოგრაფის ზნეობრივ- სარწმუნოებრივი ტენდენციით ასახსნელი. ნამდვილად კი ეს იქნებოდა სიმდიდრესა და უზრუნველყოფაში გაზრდილი, განათლებული, ხელოვნებაში დაწინაურებული და საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება, სწორედ ის, რომლის მგოსანია შოთა რუსთაველი... რა თქმა უნდა, ჩვენი დროისათვის არ არის სავალდებულო ძველ ქრონიკებში მოთავსებული ზოგიერთი ზნეობრივი მსჯელობანი, არც მათი ისტორიის ფილოსოფია. საქართველოს თანდათანი დაცემის მიზეზები და საფეხურნი რთული რამეა, რომლის ახსნა ორიოდე ფორმულით არ შეიძლება".ზუსტი და ყურადსაღები ნათქვამი გახლავთ და დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, ვინაიდან წარსული საუკუნეების ღირსეულ მოღვაწეთა შეცოდება-შეცდომებს (ტყუილსა თუ მართალს) ზოგჯერ უსაშველოდ აზვიადებენ და ზოგჯერაც, სრულიად უსაფუძვლოდ, ათასი უბედურების მიზეზად სახავენ --- ვერც რომ დაესიზმრებოდათ. ხოლო მათ, განკითხულთა და განქიქებულთ, პასუხის გაცემა არ ძალუძთ სამარადისო მდუმარების ტყვეობიდან. თავს ვეღარ დაიცავენ, ბრალდება ცილისწამებათა და გაქილიკების წინაშეუმწეონი არიან.თქმულ არს: ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთო...ეს შეგონება უსამართლო განკითხვას უნდა ეხებოდეს.


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
cinemamu   სუფიზმი   Aug 18 2009, 08:57 PM
ქევანა   ოჰ ოჰ ოჰჰჰჰჰოო :D მა...   Aug 18 2009, 09:22 PM
cinemamu   თუ დაინტერესდებით ...   Aug 18 2009, 09:33 PM
cinemamu   ეს კი სუფისტური სი...   Aug 19 2009, 06:42 AM
cinemamu   http://files.ge/file/426055/800-ape.html   Aug 19 2009, 10:00 AM
kato_Bato   bekas :blink: :D აქედან და...   Aug 20 2009, 12:36 AM
bekas   cinemamu სეფიანთა საგვა...   Aug 20 2009, 05:34 PM
cinemamu   მსოფლიოს მესამედ...   Aug 20 2009, 06:53 PM
bekas   cinemamu მე სუფიზმზე ის ...   Aug 22 2009, 02:01 AM
cinemamu   kato_Bato მოუთმენლად ვ...   Aug 31 2009, 08:48 AM
ქევანა   სუფიზმი როგორც მე ...   Aug 31 2009, 03:17 PM
cinemamu   გირჩევ ნახო ფილმი...   Aug 31 2009, 07:41 PM
cinemamu   http://www.youtube.com/watch?v=nbhLArrHi3s...   Aug 31 2009, 08:04 PM
abo   cinemamu ამ ორი წინადად...   Aug 31 2009, 10:38 PM
ქევანა   abo აბო ბიძია, ინტიმუ...   Sep 1 2009, 12:29 AM
abo   ქევანა ვაგლახ რომ ...   Sep 1 2009, 12:31 AM
ქევანა   მაგას ბევრი რელიგ...   Sep 1 2009, 12:36 AM
cinemamu   პრინციპები და წეს...   Sep 1 2009, 05:36 AM
cinemamu   ესეც კარგი საიტები...   Sep 1 2009, 06:48 PM
Atman   აქ დავდებ აუდიო ლე...   Sep 10 2009, 01:56 PM
neo   ეს ჩვენთანაც ასეა....   Sep 10 2009, 06:15 PM
Atman   იდეაში ასეა ჩვენთ...   Sep 10 2009, 06:31 PM
neo   სად არის ახლა ეს ც...   Sep 11 2009, 01:00 PM
Atman   [img]http://i079.radikal.ru/0909/f5/ab2080f66b05.j...   Sep 11 2009, 01:06 PM
დათიკო   საღოლ, მაგარი მუსი...   Sep 11 2009, 05:28 PM
Atman   დათიკო ბაბა აზიზს ...   Sep 11 2009, 07:28 PM
Atman   ეს სუფისტური მუსიკ...   Sep 12 2009, 01:47 PM
დათიკო   Atman მაგ კინოს ველოდ...   Sep 12 2009, 11:56 PM
Atman   მომავალ წლამდე არ...   Sep 13 2009, 06:07 AM
Atman   ელექტრონულ მუსიკა...   Sep 13 2009, 12:25 PM
Atman   ღმერთი არა გწამთ? მ...   Sep 13 2009, 06:58 PM
დათიკო   Atman ჩემი აზრით, რელი...   Sep 14 2009, 01:26 PM
Atman   მე ვიგულისხმე რომ...   Sep 14 2009, 01:50 PM
Atman   [img]http://s60.radikal.ru/i170/0909/9a/f7c1cb7a97...   Sep 14 2009, 02:26 PM
Atman   .   Sep 14 2009, 08:08 PM
დათიკო   Atman მუსიკები კარგია,...   Sep 15 2009, 11:33 AM
Atman   დათიკო სუფიების თ...   Sep 15 2009, 11:39 AM
დათიკო   Atman არა, მელომანიის ...   Sep 15 2009, 12:00 PM
Atman   დათიკო თავად ნუსრ...   Sep 15 2009, 12:05 PM
დათიკო   Atman გასაგებია. :)   Sep 15 2009, 12:08 PM
Atman   აუ ამას ვინც არ მოუ...   Sep 15 2009, 10:26 PM
დათიკო   Atman და რა შუაშია ეს ს...   Sep 17 2009, 04:32 PM
Atman   დათიკო მთვრალი ვი...   Sep 17 2009, 05:01 PM
Atman   მერკანის უმაგრესი ...   Sep 19 2009, 12:47 PM
Atman   არსებობს ზღვა, რომ...   Oct 5 2009, 10:44 AM
ქევანა   ბზრიალა დერვიშები ...   Oct 5 2009, 01:43 PM
Atman   ქევანა ეგრე ბზრია...   Oct 5 2009, 01:45 PM
ქევანა   Atman ბზრიალსაც ცოდნა...   Oct 5 2009, 01:50 PM
Atman   ქევანა თვეობით უნ...   Oct 5 2009, 01:51 PM
Atman   ჯელალ ედ-დინ რუმი ...   Oct 27 2009, 08:28 PM
Atman   Who Am I, Poem By Rumi What is to be done, O Mosle...   Nov 2 2009, 02:05 PM
xokaido   მომიტევეთ, ბევრი ა...   Nov 2 2009, 03:21 PM
ქევანა   xokaido არა, მიეზღვევა ...   Nov 2 2009, 05:30 PM
xokaido   ქევანა გეთანხმები ...   Nov 2 2009, 05:53 PM
ქევანა   xokaido და რატომ ასკვნ...   Nov 2 2009, 06:03 PM
xokaido   ქევანა ჩემი მიზან...   Nov 2 2009, 07:27 PM
ქევანა   xokaido არა, საბოდიშო არ...   Nov 2 2009, 08:02 PM
xokaido   ქევანა კაი, დავარღ...   Nov 2 2009, 08:08 PM
Atman   მირზაკარიმ ნორბეკ...   Nov 3 2009, 08:27 AM
Atman   წინასწარმეტყველი ...   Nov 3 2009, 02:36 PM
Otherguy   Atman ვა ოშო მოგწონს? რ...   Nov 4 2009, 12:05 PM
Atman   ”ადამიანი იშვიათა...   Nov 4 2009, 12:29 PM
აკაკი   Atman ეს მარტო ოშოს აზ...   Nov 4 2009, 12:30 PM
Otherguy   Atman მაგ ფრაზები ამო...   Nov 4 2009, 12:32 PM
KAIROS   უჰუჰუუჰუუ :D არ შეწ...   Nov 4 2009, 02:18 PM
death   დავწერდი რას ვფიქ...   Nov 4 2009, 02:44 PM
Otherguy   დავწერდი რას ვფიქ...   Nov 4 2009, 05:39 PM
KAIROS   აპოლოგეტიკაში ჩაგ...   Nov 4 2009, 02:46 PM
Doc   მერკან დედე ბმული ...   Nov 4 2009, 09:56 PM
Atman   Doc [img]http://i039.radikal.ru/0909/4b/43fdc0c38...   Nov 5 2009, 08:15 AM
Atman   მერკანის უმაგრესი ...   Nov 5 2009, 08:49 AM
Atman   მერკან დედე - Nefes [img]htt...   Nov 5 2009, 12:43 PM
Atman   ხოოო დავბრუნდი ახა...   Nov 5 2009, 04:13 PM
Atman   ძალიან მაგარი სუფი...   Nov 13 2009, 05:26 PM
Atman   ციტატები ამ წიგნიდ...   Nov 13 2009, 05:39 PM
Doc   Atman გმადლობ. ისე რო ი...   Nov 13 2009, 09:02 PM
Atman   Doc რომელი არ მუშაობ...   Nov 14 2009, 07:13 AM
დათიკო   Atman ეს კარგია! :) ეს...   Nov 17 2009, 11:06 AM
Atman   დათიკო http://www.futura.ru/hazrat/in...   Nov 17 2009, 11:38 AM
დათიკო   Atman ვნახე ეგ საიტი. ზ...   Nov 18 2009, 03:43 PM
Atman   დათიკო ანუ იმან რ...   Nov 18 2009, 04:00 PM
დათიკო   Atman ო, რა პოეტურია :D ...   Nov 22 2009, 03:49 AM
ქევანა   ეს ატმანისგან :D Баб...   Jan 29 2010, 05:23 PM
Atman   დოკუმენტური ფილმი ...   May 4 2010, 09:38 AM
Atman   სუფი ფართი! :D http://www.y...   May 15 2010, 10:15 PM
taam   შეგიძლიათ bab'aziz გან...   Jan 3 2011, 04:16 PM
აბდალა   სამშაბათს სუფი შეი...   Apr 12 2012, 03:44 PM
აბდალა   Суфийское понимание смерти...   Apr 12 2012, 06:24 PM
karpaki   ისეეეეეეეეეეეეევ...   Apr 17 2012, 08:42 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი