სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| narchita |
Apr 11 2012, 04:15 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 21-October 11 წევრი № 11,692 |
პირველად შევესწარი ასეთ შემთხვევას.8 აპრილს,ბზობის დღესასწაულზე წავედი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში,წმინდა სამებაში.(თურქეთი).წირვის დასრულებისას ეპისკოპოსი აზიარებდა მრევლს.რიგი იყო.მე და ერთი ბერძენი ქალბატონი ვიდექით მარჯვენა მხარეს ,საიდანაც კარგად ჩანდა ეპისკოპოსიც და მოზიარე მრევლი.ვუცქერით,ვხედავთ რუსებს,ქართველებს, ბერძნებს,სხვა ეროვნების ტურისტებსაც ეზიარებიან.ერთად დგას ორი ახალგაზრდა გოგო ,მე მგონი ადგილობრივი სომხები იყვნენ,იმიტომ რომ პირჯვარი კათოლიკურად გადაიწერეს,დაინახა მამაომ და როცა ბარძიმს მიუახლოვდნენ,ეკითხება მართლმადიდებელი არ ხარო????და უკან გააბრუნა ორივე,არ აზიარა.იმის მერე რამოდენიმე ადამიანი ეზიარა და მიუახლოვდა ერთი ბერძენი მართლმადიდებელი ახალგაზრდა ქალი 30 წლამდე,ეპისკოპოსმაც კოვზით უნდა მიაღებინოს სიწმინდე ამ ქალს და რას ვხედავთ .....ამ ქალმა თავის მაღლა აწევით ტუჩების კოვზზე შეუხებლად მიიღო უფლის სისხლი და ხორცი,ეპისკოპოსი ჯერ განცვიფრდა,მერე განრისხდა.და გაბრაზებულმა დაუყვირა, მგონი წადიო უთხრა ბერძნულად.მრევლიც განცვიფრდა.ბოლოს ვხედავთ ისევ ის ორი გოგო(კათოლიკები),ისევ მეორედ ჩამდგარიყვენენ რიგში,იცნო მამაომ და ეუბნება ხომ გითხარით არ შეიძლება არამართლმადიდებლის ზიარება,ისევ რატომ მოდიხართო????ორივე ეუბნება ძალიან გთხოვთ,.....გთხოვთ....მამაო....და ბოლოს ეპისკოპოსი დათანხმდა ,ეტყობა ისე იყო განრისხებული იმ მართლმადიდებლისგან,რომ აზიარა ორი კათოლიკე.ჩემს გვერდით მდგომმა ქლბატონმა მითხრა,აი ხომ ხედავ მართლმადიდებელმა რა გააკეთა ,შეეშინდა სხვისი ნაპირალი კოვზის და კათოლიკე კიდე ეხვეწება მაზიარეო.მეც განცვიფრებული ვარ,პირველად ვნახე ასეთი რამ.თქვენ რას იტყვით,გინახავთ ვინმეს ასეთი მოქცევა ზიარებისას????ან რაიმე ახსნა აქვს ამ შემთხვევას.??????????????
|
![]() ![]() |
| karpaki |
Apr 12 2012, 05:15 PM
პოსტი
#2
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
![]() ეკუმენიზმის საკითხი ერთი-ერთი უმთავრესია თანამეროვე რელიგიურ მედიასივრცეში. პროტესტანტები, კათოლიკეები, ყველა მიმდინარეობის ახალმოწესეები თითქმის ასი წელია თავს იმტვრევენ ამ ცნების აზრსა და შინაარსზე. მაშ, რა არის ეკუმენიზმი და როგორი დამოკიდებულება გააჩნია მასთან ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას? ეკუმენიზმი (მისი თანამედროვე გაგებითა და გენშტაბით, რომელსაც "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" ეწოდება) არის არამართლმადიდებლური, წმიდა მამების გადმოცემის საწინააღმდეგო სწავლება, რომელიც ეხება ეკლესიის საზღვრების საკითხს, ასევე არამართლმადიდებლურ ეკლესიათა და სხვა რელიგიურ მოძღვრებათა მაცხოვნებლობას. ის გამოიხატება: 1.ყველა ან რამდენიმე რელიგიის მაცხოვნებლობის აღიარებაში; 2.მწვალებლებს აღიარებს მართლმორწმუნეებად, მათ თემებს კი ეკლესიის ნაწილებად. მაშინ, როდესაც წმიდა მამები დაუშვებლად მიიჩნევენ მართლმორწმუნე ეწოდოთ მწვალებლებს, მეტიც, ისინი ერეტიკოსებს ქრისტეანებსა კი არ უწოდებდნენ. მათ თემებს კი არ მიიჩნევდნენ მაცხოვნებლად. 3.მიიჩნევს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტების სისრულე არსებობს მრავალ სხვა აღმსარებლობაშიც (აქედან, უარს ამბობენ თვით ტერმინ "მწვალებლობაზე" (ერესზე), არავის აღიარებენ მწვალებლად და უარყოფენ მათდამი საეკლესიო კანონიკური ნორმების გამოყენებას). მეტიც, ეკუმენისტები ასწავლიან მწვალებელთა გაქრობის შესახებაც. ასე, მაგალითად, პატრიარქმა ათინაგორე სპირუმ 1962 წ. გამოთქვა სწავლება, რომლის თანახმადაც "დღეს მწვალებლები უკვე აღარ არსებობენ", არამედ არიან ცალკეული "შემცდარი ადამიანები". 4.ამბობენ, რომ რელიგიური განყოფები გამოწვეულია არა სარწმუნოებრივი მიზეზებით, არამედ ისტორიული, კულტურული და პოლიტიკურ ვითარებებით. წმ. მამები (მაგ. წმ. კვიპრიანე კართაგენელი) კი გვასწავლიან, რომ მწვალებლობა მომდინარეობს ეშმაკის მზაკვარებიდან და არა "ცალკეული ადამიანების შეცდომებიდან" ან პოლიტიკური ვითარებიდან. 5.დასაშვებად მიიჩნევენ რელიგიურ განყოფათა საერო გზებით აღმოფხვრის შესაძლებლობას; მაშინ, როდესაც, კანონები სასტიკად კრძალავენ საერო ხელისუფლების ჩარევას და საერო ძალაუფლების გამოყენებას საეკლესიო საქმეებში, იქნება ეს ეპისკოპოსთა არჩევა თუ განხეთქილებათა აღმოფხვრა. განხეთქილებათა და მწვალებლობათა აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიური ღონისძიებებით. 6.ასწავლიან, რომ ახალი წესები და გადმოცემები, ასევე წმ. საეკლესიო საიდუმლონი, რომლებიც უცხოა მართლმადიდებლობისთვის, ძველი გადმოცემებისა და წესების, ასევე მწვალებელთა მიერ დამახინჯებულად აღსრულებული საიდუმლოებების თანაბარმნიშვნელოვანი და თანაბრად მაცხოვნებელია. მაგალითდ, ასწავლიან, თითქოსდა ნათლისღების მწვალებლური, წყალპკურებითი ან წყალგადავლებითი ფორმა თანაბარმნიშვნელოვანი იყოს ნათლობის უძველესი და კანონიკური შთაფლვითი ფორმისა და ცხოვნებას ანიჭებდეს ადამიანს. ამ სიცრუეს ამხელენ თუნდაც ბერძნული "პიდალიონი" და აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები, სადაც ნათლობის შთაფლვით ფორმა მკვეთრად უარყოფილია და ითხოვენ წყალპკურებითად ან წყალგადასხმითად "მონათლულების" თავიდან ნათლობას. 7.ასწავლიან, მართლმადიდებლური დოგმატებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების "დაძველებას და მათ შეუსაბამობას თანამედროვე დროებასთან". 8.დასაშვებად მიიჩნევე ან ამართლებენ ლოცვით - ლიტურგიკულ თანაზიარობას არამართლმადიდებლებთან და არაქრისტეანებთან, ამართლებენ ქრისტეანთა მონაწილეობას მწვალებელთა საიდუმლოებებსა და ლოცვებში. დასაშვებად მიიჩნევენ ან ამართლებენ მწვალებლებთან და არაქრისტეანებთან "სიყვარულით" აღსრულებულ ერთობლივ ლოცვებსა და საიდუმლოებებს. საეკლესიო კანონები მკაცრად სჯიან ამგვარად მოქმედთ. ერისკაცს განკვეთენ ზიარებისგან, სასულიერო პირებს კი დაამხობენ სასულიერო ხარისხისგან. 9.ასწავლიან, რომ თითქოსდა მოციქულთა მემკვიდრეობა მექანიკურად გადმოდის და წარმოადგენს განსაკუთრებულ და უმთავრეს ნიშანს ეკლესიურობისა (რომლის გარეშე ქრისტეანული თემი არ შეიძლება იწოდოს ეკლესიად), რომ მეორე და მესამე კატეგორიის მწვალებლობები სრულიად როდი განაშორებს ადამიანს ეკლესიისგან. წმიდა კომოდიანე ამბობდა, რომ მხოლოდ გადმოცემის ერთიანი, სრული დაცვა არის ეკლესიურობის ნიშანი. ამგვარი დაცვის გარეშე თვით მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის ფაქტი არაფერს ნიშნავს. 10.ამტცკიებენ, თითქოსდა ცხოვნება შესაძლებელი იყოს მართლმადიდებრული რწმენის გარეშეც, მხოლოდ პირადი, მორალური სრულყოფილებით. ამგვარად, ზემოთგადმოცემული სწავლება და მისგან გამომდინარე პრაქტიკული დასკვნები წარმოადგენენ, როგორც წარმართული ფილოსოფიურ წარმოდგენებს "ჭეშმარიტებისკენ მიმავალი მრავალი გზის" შესახებ, ასევე ძველთაძველ მწვალებლობას საზოგადო ცხოვნებაზე. ასეთი სწავლება და მისგან გამომდინარე დასკვნები არ შეიძლება ვაღიაროთ მართლმადიდებლურად, კატეგორიულად მიუღებელი და საანათემოა. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
narchita თურმე ასეთებიც არიან???????????? Apr 11 2012, 04:15 PM
გუდაგუდა მე საბერძნეთში ვცხ... Apr 11 2012, 05:38 PM
mama archili ამ დასმულ კითხვაზე... Apr 11 2012, 09:11 PM
narchita
ამ დასმულ კითხვაზ... Apr 12 2012, 08:47 AM
karpaki კათოლიკურ ტაძრებშ... Apr 12 2012, 09:40 AM
narchita
კათოლიკურ ტაძრებშ... Apr 12 2012, 11:15 AM
karpaki
აქაც არავინ ეკითხ... Apr 12 2012, 11:45 AM
George Leluashvili karpaki
მონაწილეობს შე... Apr 12 2012, 12:41 PM
karpaki
karpaki
მონაწილეობს შე... Apr 12 2012, 01:59 PM
George Leluashvili
მე საკუთარი თვალი... Apr 12 2012, 02:11 PM
karpaki
შენ სად ეზიარე არ ვ... Apr 12 2012, 02:44 PM
George Leluashvili
ზემოთ დავწერე უკვ... Apr 12 2012, 02:47 PM
karpaki სხვა აღმსარებლობი... Apr 12 2012, 02:53 PM
George Leluashvili
სხვა აღმსარებლობი... Apr 12 2012, 02:56 PM
karpaki
ეს საკითხები იცი რ... Apr 12 2012, 03:07 PM
George Leluashvili
ხოო ალბად ყოველდღ... Apr 12 2012, 03:24 PM
karpaki
სიარულისთვის არავ... Apr 12 2012, 03:34 PM
George Leluashvili
ვინც არ დაგსჯის ის... Apr 12 2012, 03:44 PM
karpaki
შენ რომ კაცმა გკით... Apr 12 2012, 03:59 PM
narchita მეგობრებო!
ბოდიშ... Apr 13 2012, 09:14 AM
toka@ ისე ეს თემა არ ოფდე... Apr 12 2012, 04:03 PM
ნაინა George Leluashvili
შენ სად ნახ... Apr 13 2012, 09:34 AM
George Leluashvili ნაინა
მე ფაქტებით ... Apr 13 2012, 02:44 PM
k@the კათოლიკურ ეკლესია... Apr 13 2012, 02:55 PM
ქევანა კაცო, არამართლმადი... Apr 13 2012, 02:57 PM
k@the ქევანა
ის რომ არსე... Apr 13 2012, 03:03 PM
karpaki
სულერთია რომელ ტ... Apr 14 2012, 09:45 AM
იაკობ
როდემდე უნდა გქონ... Apr 14 2012, 07:25 PM
terra k@the
რად უნდა მაგას კ... Apr 13 2012, 03:20 PM
k@the terra
ჰო მაგრამ, მე როგ... Apr 13 2012, 03:27 PM
terra k@the
თავს შევიკავებ ... Apr 13 2012, 03:31 PM
k@the terra
არც მე მაქვს საკ... Apr 13 2012, 03:35 PM
terra k@the
გენაცვალე გულში... Apr 13 2012, 03:40 PM
k@the terra
გაიხარე. კი ვიცი ... Apr 13 2012, 03:45 PM
George Leluashvili k@the
თუ გამონაკლისს ... Apr 13 2012, 03:49 PM
k@the George Leluashvili
კი ბატონო, მ... Apr 13 2012, 03:54 PM
George Leluashvili
George Leluashvili
კი ბატონო, ... Apr 13 2012, 04:00 PM
George Leluashvili ეს ვიდეო მოწმობს ჩ... Apr 13 2012, 04:19 PM
k@the George Leluashvili
ინგლისურ ვ... Apr 13 2012, 04:32 PM
George Leluashvili k@the
:D :D
აჰაა, ახლა უკვ... Apr 13 2012, 11:04 PM
sandro40 სომხური ნაგლობა :D
... Apr 15 2012, 10:36 AM
karpaki
სომხური ნაგლობა :D
... Apr 15 2012, 12:20 PM
sandro40
ეკუმენისტი ხარ?
არ... Apr 15 2012, 12:57 PM
karpaki
არააააა,
მღვდელმა ... Apr 15 2012, 01:06 PM
terra sandro40
რაც უნდა კარგა... Apr 15 2012, 02:02 PM
ლეონტი წმინდა ბაბილას ცხო... Apr 17 2012, 09:26 AM
karpaki
წმინდა ბაბილას ცხ... Apr 17 2012, 10:19 AM
ლეონტი karpaki
გოგო ვარ წარწერ... Apr 17 2012, 12:25 PM
karpaki
karpaki
გოგო ვარ წარწერ... Apr 17 2012, 11:07 PM
ლეონტი ქრისტიანობა გახსნ... Apr 20 2012, 01:04 AM
terra
მარტო შეგნება რომ ... Apr 20 2012, 01:36 AM
ლეონტი აუცილებელი პირობა ... Apr 20 2012, 12:19 PM
terra
აუცილებელი პირობა... Apr 20 2012, 07:36 PM
karpaki terra
ის შევიდა და არ... Apr 20 2012, 08:02 PM
ლეონტი ბერძენ სასულიერო პ... Apr 23 2012, 11:46 AM
karpaki
ბერძენ სასულიერო ... Apr 23 2012, 02:10 PM
ლეონტი პროვოკატორი თავად ... Apr 23 2012, 02:40 PM
ნაინა ძალიან საინტერესო... Apr 23 2012, 06:31 PM
karpaki ნაინა
ნინო როდესაც... Apr 23 2012, 06:46 PM
ლეონტი karpaki
შენ არ იცი ეკუმე... Apr 23 2012, 10:29 PM
karpaki
karpaki
შენ არ იცი ეკუმ... Apr 24 2012, 03:08 PM
terra ლეონტი
ეს შეცდომა ... Apr 24 2012, 01:34 AM
ლეონტი terra
ამ შემთხვევაში მ... Apr 24 2012, 12:26 PM
terra
არა ვარ ფუნდამენტ... Apr 25 2012, 01:46 AM
athos ლეონტი
პატრიარქი ... Apr 24 2012, 12:54 PM
ლეონტი athos
არ ვიცი მე არ მომ... Apr 24 2012, 01:08 PM
athos ლეონტი
მე თქვენ არ ... Apr 24 2012, 01:11 PM
ლეონტი უზრდელი თავად ხარ. ... Apr 24 2012, 01:12 PM
athos
ამის მერე რა უნდა ... Apr 24 2012, 01:13 PM
ლეონტი athos
არაფერი არ უნდა ... Apr 24 2012, 01:16 PM
athos ლეონტი
ადამიანები ... Apr 24 2012, 01:21 PM
ლეონტი athos
ხოხ, მაგალьითად
... Apr 24 2012, 02:12 PM
ლეონტი karpaki
ყოჩაღ ტესტი ჩაა... Apr 24 2012, 03:44 PM
karpaki
karpaki
ყოჩაღ ტესტი ჩაა... Apr 24 2012, 06:14 PM
იაკობ "უხეში, თანამდებო... Apr 24 2012, 07:15 PM
ლეონტი athos
ესე იგი არ გინდა ... Apr 25 2012, 10:09 AM
karpaki ლეონტი
ველოდები თე... Apr 25 2012, 12:59 PM
ლეონტი karpaki
არა შენ მაინც და... Apr 25 2012, 01:47 PM
karpaki
karpaki
არა შენ მაინც დ... Apr 25 2012, 02:47 PM
ლეონტი ფაილი არის პედეეფ ... Apr 25 2012, 03:10 PM
ლეონტი შეკითხვა: თურმე ას... Apr 25 2012, 03:52 PM
lado s გამარჯობათ, დიდი ხ... Apr 25 2012, 06:21 PM
karpaki
გამარჯობათ, დიდი ხ... Apr 25 2012, 10:23 PM
ლეონტი lado s
გამარჯობა ძმობი... Apr 25 2012, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd December 2025 - 12:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი