![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
narchita |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 21-October 11 წევრი № 11,692 ![]() |
პირველად შევესწარი ასეთ შემთხვევას.8 აპრილს,ბზობის დღესასწაულზე წავედი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში,წმინდა სამებაში.(თურქეთი).წირვის დასრულებისას ეპისკოპოსი აზიარებდა მრევლს.რიგი იყო.მე და ერთი ბერძენი ქალბატონი ვიდექით მარჯვენა მხარეს ,საიდანაც კარგად ჩანდა ეპისკოპოსიც და მოზიარე მრევლი.ვუცქერით,ვხედავთ რუსებს,ქართველებს, ბერძნებს,სხვა ეროვნების ტურისტებსაც ეზიარებიან.ერთად დგას ორი ახალგაზრდა გოგო ,მე მგონი ადგილობრივი სომხები იყვნენ,იმიტომ რომ პირჯვარი კათოლიკურად გადაიწერეს,დაინახა მამაომ და როცა ბარძიმს მიუახლოვდნენ,ეკითხება მართლმადიდებელი არ ხარო????და უკან გააბრუნა ორივე,არ აზიარა.იმის მერე რამოდენიმე ადამიანი ეზიარა და მიუახლოვდა ერთი ბერძენი მართლმადიდებელი ახალგაზრდა ქალი 30 წლამდე,ეპისკოპოსმაც კოვზით უნდა მიაღებინოს სიწმინდე ამ ქალს და რას ვხედავთ .....ამ ქალმა თავის მაღლა აწევით ტუჩების კოვზზე შეუხებლად მიიღო უფლის სისხლი და ხორცი,ეპისკოპოსი ჯერ განცვიფრდა,მერე განრისხდა.და გაბრაზებულმა დაუყვირა, მგონი წადიო უთხრა ბერძნულად.მრევლიც განცვიფრდა.ბოლოს ვხედავთ ისევ ის ორი გოგო(კათოლიკები),ისევ მეორედ ჩამდგარიყვენენ რიგში,იცნო მამაომ და ეუბნება ხომ გითხარით არ შეიძლება არამართლმადიდებლის ზიარება,ისევ რატომ მოდიხართო????ორივე ეუბნება ძალიან გთხოვთ,.....გთხოვთ....მამაო....და ბოლოს ეპისკოპოსი დათანხმდა ,ეტყობა ისე იყო განრისხებული იმ მართლმადიდებლისგან,რომ აზიარა ორი კათოლიკე.ჩემს გვერდით მდგომმა ქლბატონმა მითხრა,აი ხომ ხედავ მართლმადიდებელმა რა გააკეთა ,შეეშინდა სხვისი ნაპირალი კოვზის და კათოლიკე კიდე ეხვეწება მაზიარეო.მეც განცვიფრებული ვარ,პირველად ვნახე ასეთი რამ.თქვენ რას იტყვით,გინახავთ ვინმეს ასეთი მოქცევა ზიარებისას????ან რაიმე ახსნა აქვს ამ შემთხვევას.??????????????
|
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
George Leluashvili
ციტატა შენ სად ეზიარე არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი თვალით ვნახე თბილისის ღვთისმშობლის კათოლიკურ ტაძარში ეპისკოპოსმა როგორ აზიარა პურით და ღვინით მრევლი. ვიდეოც მაქვს გადაღებული. მერე ზიარების შესახებ იქ მსახურ ბიჭს გავესაუბრე და ჩემდა გასაკვირად მითხრა, რომ მრევლს ჩვეულებრივ, ღვინითაც აზიარებენ. შენ სად ნახე რომ კათოლიკეები ღვინით აზიარებენ და რომელმა ბიჭმა დაგიდასტურა არ ვიცი, მაგრამ, ერთში კი არა, რამდენიმე კათოლიკურ ეკლესიაში მაქვს ნანახი, რომ აზიარებენ მხოლოდ სიფრიფანა, პატარა მრგვალი ფირფიტებით. არის აქ პოლონური კათოლიკური ეკლესია, სადაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ ხდება ზიარება. ასევე გერმანულ ეკლესიაში და კიდევ რამოდენიმე სხვა ეკლესიაშიც. მრევლი ცოტაც მინახავს და ბევრიც, ასევე მრევლის წარმომადგენლებსაც საკმაოდ ვიცნობ და ყოველი შემთხვევისათვის გადავამოწმე მათთანაც, როცა აქ შენი ნაწერები წავიკითხე, არავის არ უთქვამს, რომ ოდესმე ღვინით მიეღოთ ზიარება. ამ თემაში კი, ღვინით ზიარებაზე კი არა, საერთოდ არამართლმადიდებლის მართლმადიდებლური წესით ზიარებაზე იყო საუბარი მე მგონი. ეს ისე, შეხსენებისთვის. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 02:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი