მონასტრის ტიპიკონი, თანამედროვე წეს-განგება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონასტრის ტიპიკონი, თანამედროვე წეს-განგება |
შეხვეწილი |
Mar 20 2007, 12:58 PM
პოსტი
#41
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მაინტერესებს, როგორი საცხოვრებელი რეჟიმია მონასტრებში, რას აკეთებენ ზოგადად - როდის ჭამენ საჭმელს, როდის ლოცულობენ, ღამეს ათევენ, საქმეს აკეთებენ და ა.შ.
ალბათ განსხვავებულია დედათა და მამათა სამონასტრო რეჟიმი, ქალაქში არსებულ და მიუვალ ადგილებში არსებულ მონასტერთა წეს-განგება და ა.შ. -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
KAIROS |
Apr 3 2007, 07:10 PM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პროტოპრესვიტერი პროტო-პირველი პრესვიტეროს- მღვდელი , პირველმღვდელი ანუ ერთგვარი მეთაური მღვდელთა, ძალიან მიახლოებით, არსებობს ასევე პროტოდიაკონი (დღეს არქიდიაკონი) -მამა დემეტრე დავითაშვილი... კარგი იქნება თუ მერე სიას ჩამოვწერთ იერარქიის მიხედვით, მნათედან დაწყებული თუნდაც რაც შეეხება ორ ჯვარს და ისიც ქალზე, იღუმენიაზე... ციტატა რატომ ანიჭებენ იღუმენიებს ორი ჯვრის ტარების უფლებას , ან მაქსიმუმ რამდენი ჯვრის ტარების უფლება აქვთ იღუმენიებს, ან რატომ ანიჭებენ მეორე ჯვრის ტარების უფლებას? ეს ისევ რუსული ტრადიციაა, დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროში, ასეთი გამოცდილება არ არსებობს, არის იღუმენია, მოგვიანებით, მას პატივის ან სხვა მონაზონთაგან გარჩევის მიზნით ჯვარი დაკიდეს, რუსები მეორეც დაკიდეს დამსახურების მიხედვით, ბერძნებში მღვდლებსაც კი არ უკეთიათ ჯვარი ღვთისმსახურების გარდა და ქალებზე ხომ ზედმეტია საუბარი... ეს ყველაფერი ძალიან მოგვიანო ტრადიცია, მე პირადად ამდენ ჩინ-მედლებს ცერად ვუყურებ, არაა აუცილებელი ასე ბრმად გადმოვიღოთ ყველაფერი, რაც სხვა ეკლესიის ტრადიციაა და სხვა ხალხის აზროვნებას შეესატყვისება... თუმცა, ვიმეორებ არ ვარ ლიტურგისტი და თუკი ვინმე დაწვრილებით გვიპასუხებს გაგვიხარდება და კიდევ, სხვა ქრისტიანულ კონფესიებში, მაგ. კათოლიკურ ქალთა ორდენებში ასე მკაცრად არაა განსაზღვრული ვინ უნდა ატარებდეს ჯვარს და ვინ არა, ზოგი ორდენის შესამოსელში შედის მცირე ზომის უბრალო ჯვარის თან ტარება... საინტერესოა ისე ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი