IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> 1 ტიმ 3:16, მეცნიერული "აღმოჩენა" თუ ტექსტის დამახინჯება?
Otherguy
პოსტი Mar 17 2012, 11:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აუცილებლად წაიკითხეთ ეს, რადგანაც დღეს ბევრი ციტირებს მას სამების დოგმატის წინააღმდეგ:


1 ტიმ 3:16 – “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” თუ “იგი გამოჩნდა ხორცით”?

დიდი ხანია მეცნიერებმა დაიწუნეს მეფე ჯეიმსის ვერსია სადაც წერია “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” და წერენ მის მაგივრად – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ამის მიზეზად ისინი უძველეს ხელნაწერთა მოწმობას ასახელებენ.

ხელნაწერთა შედეგები ასე გამოიყურება:

ტექსტი: “ის გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: S* A* C* G 33

ტექსტი: “ღმერთი გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: Se A2 C2 Dc K L P Psi 81 104 614 630 1241 1739 1881 2495 Byz Lect

ტექსტი: “რომელიც გამოჩნდა ხორციელად”
მოწმობა: D* lat vg syr(p,h) cop

მართალია უძველესი ხელნაწერები მართლაც წერენ ფრაზას – “იგი გამოჩნდა ხორცით”, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლათინური ვულგატა და არამეული ფეშიტა ამ ფრაზას შეიცავენ როგორც: “დიდია ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა ხორციელად”, სადაც სიტყვა “რომელიც” ეხება საიდუმლოს.

სამწუხაროდ მეცნიერები არ არიან მთლად ობიექტურები, როცა ცვლიან ფრაზას “ღმერთი” როგორც “იგი”, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ თეოლოგიურად უფრო რთული ტექსტი არ უნდა იქნეს უგუნებელყოფილი. იგივე ეხება ებრაელთა 2:9-ს.

თანაც, რომ გადავხედოთ ეკლესიის მამებს, ფაქტიურად ყველა მას ციტირებს, როგორც – “ღმერთი”. ესენი არიან: წმ. ეგნატი ანტიოქიელი, წმ. იუსტინე წამებული, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, დიოდორე ტასელი, თეოდორე მოფსუესტელი, თეოდორიტე კვირელი, წმ. კირილე ალექსანდრიელი და სხვები.

მხოლოდ ერთი უცნობი ავტორი ციტირებს მას როგორც – “რომელიც გამოჩნდა ხორცით”, და არც ერთი, როგორც – “იგი გამოჩნდა ხორცით”.

ან რისი თქმა უნდა მოციქულს როცა წერდა: “იგი გამოჩნდა ხორცით”? ღვთაებრივობის საიდუმლო რაში მდგომარეობს ალოგიკურია მაშინ. ღვთაებრივობის საიდუმლო სწორედ ის იქნებოდა, ღმერთი რომ გამოჩენილიყო ხორცით. თუმცა ისიც ლოგიკურია რომ თავდაპირველად ეწერა: “ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც ხორციელად გამოჩნდა”. ანუ ის აზრი რასაც მეცნიერები ანიჭებენ უპირატესობას, სრულიად ალოგიკურია.

ასევე მნიშვნელოვანია ალექსანდრიის კოდექსი, სადაც წერია: Θ̅C რაც არის შემოკლებით დაწერილი – “ღმერთი”. ამ ტიპის ჩანაწერს “ნომინა საკრა” ეწოდება. რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C.

მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ, ლოგიკურად აშკარად არ ჯდება სიტყვა “იგი”. წმ. იერონიმემ ვულგატაში ჩაწერა: quod(რომელიც), რაც არ ეხება ღმერთს, მაგრამ ინარჩუნებს ლოგიკურ კონსტრუქციას ტექსტში.

ამიტომ მხოლოდ ორი ვარიანტია რაც შეიძლება იყოს სწორი ლოგიკურად – “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო – ღმერთი გამოჩნდა ხორცით” – როგორც ამას ეკლესიის მამები და ბიზანტიური ხელნაწერები ამოწმებენ და “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა(გაცხადდა) ხორცით” – რომელსაც არამეული ფეშიტა, წმ. იერონიმეს ვულგატა, კოპტური, ეთიოპური, საჰიდური ხელნაწერები და მეექვსე საუკუნის ერთი ბერძნული ხელნაწერი ამოწმებს.

თუმცა რატომღაც ბევრ მეცნიერს სურს ჩასვას “იგი გამოჩნდა ხორცით”, არადა მაგ მუხლში საუბარი ან ღმერთის გამოჩენაზეა ან ღვთაებრივი საიდუმლოსი და არა ვიღაც “იგი”-სი, რომელიც გაურკვეველია ვინაა, თუ არც ღმერთია და არც ადამიანი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 13 2012, 10:40 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



QUOTE(Otherguy @ Mar 17 2012, 11:25 PM) *

აუცილებლად წაიკითხეთ ეს, რადგანაც დღეს ბევრი ციტირებს მას სამების დოგმატის წინააღმდეგ:


1 ტიმ 3:16 – “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” თუ “იგი გამოჩნდა ხორცით”?

დიდი ხანია მეცნიერებმა დაიწუნეს მეფე ჯეიმსის ვერსია სადაც წერია “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” და წერენ მის მაგივრად – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ამის მიზეზად ისინი უძველეს ხელნაწერთა მოწმობას ასახელებენ.

ხელნაწერთა შედეგები ასე გამოიყურება:

ტექსტი: “ის გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: S* A* C* G 33

ტექსტი: “ღმერთი გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: Se A2 C2 Dc K L P Psi 81 104 614 630 1241 1739 1881 2495 Byz Lect

ტექსტი: “რომელიც გამოჩნდა ხორციელად”
მოწმობა: D* lat vg syr(p,h) cop

მართალია უძველესი ხელნაწერები მართლაც წერენ ფრაზას – “იგი გამოჩნდა ხორცით”, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლათინური ვულგატა და არამეული ფეშიტა ამ ფრაზას შეიცავენ როგორც: “დიდია ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა ხორციელად”, სადაც სიტყვა “რომელიც” ეხება საიდუმლოს.

სამწუხაროდ მეცნიერები არ არიან მთლად ობიექტურები, როცა ცვლიან ფრაზას “ღმერთი” როგორც “იგი”, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ თეოლოგიურად უფრო რთული ტექსტი არ უნდა იქნეს უგუნებელყოფილი. იგივე ეხება ებრაელთა 2:9-ს.

თანაც, რომ გადავხედოთ ეკლესიის მამებს, ფაქტიურად ყველა მას ციტირებს, როგორც – “ღმერთი”. ესენი არიან: წმ. ეგნატი ანტიოქიელი, წმ. იუსტინე წამებული, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, დიოდორე ტასელი, თეოდორე მოფსუესტელი, თეოდორიტე კვირელი, წმ. კირილე ალექსანდრიელი და სხვები.

მხოლოდ ერთი უცნობი ავტორი ციტირებს მას როგორც – “რომელიც გამოჩნდა ხორცით”, და არც ერთი, როგორც – “იგი გამოჩნდა ხორცით”.

ან რისი თქმა უნდა მოციქულს როცა წერდა: “იგი გამოჩნდა ხორცით”? ღვთაებრივობის საიდუმლო რაში მდგომარეობს ალოგიკურია მაშინ. ღვთაებრივობის საიდუმლო სწორედ ის იქნებოდა, ღმერთი რომ გამოჩენილიყო ხორცით. თუმცა ისიც ლოგიკურია რომ თავდაპირველად ეწერა: “ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც ხორციელად გამოჩნდა”. ანუ ის აზრი რასაც მეცნიერები ანიჭებენ უპირატესობას, სრულიად ალოგიკურია.

ასევე მნიშვნელოვანია ალექსანდრიის კოდექსი, სადაც წერია: Θ̅C რაც არის შემოკლებით დაწერილი – “ღმერთი”. ამ ტიპის ჩანაწერს “ნომინა საკრა” ეწოდება. რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C.

მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ, ლოგიკურად აშკარად არ ჯდება სიტყვა “იგი”. წმ. იერონიმემ ვულგატაში ჩაწერა: quod(რომელიც), რაც არ ეხება ღმერთს, მაგრამ ინარჩუნებს ლოგიკურ კონსტრუქციას ტექსტში.

ამიტომ მხოლოდ ორი ვარიანტია რაც შეიძლება იყოს სწორი ლოგიკურად – “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო – ღმერთი გამოჩნდა ხორცით” – როგორც ამას ეკლესიის მამები და ბიზანტიური ხელნაწერები ამოწმებენ და “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა(გაცხადდა) ხორცით” – რომელსაც არამეული ფეშიტა, წმ. იერონიმეს ვულგატა, კოპტური, ეთიოპური, საჰიდური ხელნაწერები და მეექვსე საუკუნის ერთი ბერძნული ხელნაწერი ამოწმებს.

თუმცა რატომღაც ბევრ მეცნიერს სურს ჩასვას “იგი გამოჩნდა ხორცით”, არადა მაგ მუხლში საუბარი ან ღმერთის გამოჩენაზეა ან ღვთაებრივი საიდუმლოსი და არა ვიღაც “იგი”-სი, რომელიც გაურკვეველია ვინაა, თუ არც ღმერთია და არც ადამიანი...

საინტერესო რამ დაწერე და მე აფსოლიტურად ვეთანხმები რომ მანდ ოს უნდა ეწეროს ანუ ის გამოჩნდა! მანდვე პავლე ბრძანებს უეჭველად დიდია ღმრთისმოსაობის საიდუმლო, და ღმრთისმოსაობა არის ღვთისადმი ერთგულება და ბუნებრივია რომ მანდ საუბარია ღვთის მსახურზე და არა თავად ღმერთზე! blink.gif ბოლოს ნათქვამია მასზე ანუ იესოზე რომ რწმენით ამაღლდა დიდებით. ღმერთს რწმენა აქვს? blink.gif თუ ღვთის მსახურს უნდა ქონდეს რწმენა? ალბათ წაკითხული გაქვს ულფ ეკმანის წიგნი _ რწმენა რომელიც ამარცხებს ქვეყნიერებას, _ იქ ის ციტირებას ახდენს იესოს სიტყვების სახარებიდან _ დაე იქონიეთ ღვთის რწმენაო! და ამას ამახინჯებს და ამბობს რომ ანუ იქონიეთ ისეთივე რწმენა რაც ღმერთს აქვსო და თვითონ ღმერთი არის რწმენის ცენტრიო! საოცარია რაა blink.gif ასეთი დამახინჯება წმინდა წერილისა არ შეიძლება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 06:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience