![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
narchita |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 21-October 11 წევრი № 11,692 ![]() |
პირველად შევესწარი ასეთ შემთხვევას.8 აპრილს,ბზობის დღესასწაულზე წავედი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში,წმინდა სამებაში.(თურქეთი).წირვის დასრულებისას ეპისკოპოსი აზიარებდა მრევლს.რიგი იყო.მე და ერთი ბერძენი ქალბატონი ვიდექით მარჯვენა მხარეს ,საიდანაც კარგად ჩანდა ეპისკოპოსიც და მოზიარე მრევლი.ვუცქერით,ვხედავთ რუსებს,ქართველებს, ბერძნებს,სხვა ეროვნების ტურისტებსაც ეზიარებიან.ერთად დგას ორი ახალგაზრდა გოგო ,მე მგონი ადგილობრივი სომხები იყვნენ,იმიტომ რომ პირჯვარი კათოლიკურად გადაიწერეს,დაინახა მამაომ და როცა ბარძიმს მიუახლოვდნენ,ეკითხება მართლმადიდებელი არ ხარო????და უკან გააბრუნა ორივე,არ აზიარა.იმის მერე რამოდენიმე ადამიანი ეზიარა და მიუახლოვდა ერთი ბერძენი მართლმადიდებელი ახალგაზრდა ქალი 30 წლამდე,ეპისკოპოსმაც კოვზით უნდა მიაღებინოს სიწმინდე ამ ქალს და რას ვხედავთ .....ამ ქალმა თავის მაღლა აწევით ტუჩების კოვზზე შეუხებლად მიიღო უფლის სისხლი და ხორცი,ეპისკოპოსი ჯერ განცვიფრდა,მერე განრისხდა.და გაბრაზებულმა დაუყვირა, მგონი წადიო უთხრა ბერძნულად.მრევლიც განცვიფრდა.ბოლოს ვხედავთ ისევ ის ორი გოგო(კათოლიკები),ისევ მეორედ ჩამდგარიყვენენ რიგში,იცნო მამაომ და ეუბნება ხომ გითხარით არ შეიძლება არამართლმადიდებლის ზიარება,ისევ რატომ მოდიხართო????ორივე ეუბნება ძალიან გთხოვთ,.....გთხოვთ....მამაო....და ბოლოს ეპისკოპოსი დათანხმდა ,ეტყობა ისე იყო განრისხებული იმ მართლმადიდებლისგან,რომ აზიარა ორი კათოლიკე.ჩემს გვერდით მდგომმა ქლბატონმა მითხრა,აი ხომ ხედავ მართლმადიდებელმა რა გააკეთა ,შეეშინდა სხვისი ნაპირალი კოვზის და კათოლიკე კიდე ეხვეწება მაზიარეო.მეც განცვიფრებული ვარ,პირველად ვნახე ასეთი რამ.თქვენ რას იტყვით,გინახავთ ვინმეს ასეთი მოქცევა ზიარებისას????ან რაიმე ახსნა აქვს ამ შემთხვევას.??????????????
|
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ქევანა
ის რომ არსებობენ გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომელთათვისაც სულერთია რომელ ქრისტიანულ ტაძარში შევლენ და დიდი სიხარულითაც ეზიარებიან თითოეულში, არ მიკვირს. ვიცნობ კიდეც ასეთი კატეგორიის ადამიანებს. აი, მოძღვარი რამ აიძულა ეს არამართლმადიდებლები განზრახ ეზიარებინა, ნამდვილად ვერ ამიხსნია. მაგრამ ჩვენ რა მანდედან? მე არაფერი დამკლებია, აზიარა და აზიაროს. თუ არასწორად მოიქცა როგორც მღვდელი, იმას თავისი მოეკითხება და მე თუ ჩემი წილი ზიარება ცეცხლად არ მექცევა, იმაზეც მადლობელი ვარ. უბრალოდ, კანონიკურად არის საინტერესო საკითხი. დავით კანონისტი დაგვხატავდა ეხლა, ის გვეტყოდა რამდენად დასაშვებია მღვდლის ეგ საქციელი? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
karpaki |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
QUOTE ის რომ არსებობენ გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომელთათვისაც სულერთია რომელ ქრისტიანულ ტაძარში შევლენ და დიდი სიხარულითაც ეზიარებიან თითოეულში, არ მიკვირს. ვიცნობ კიდეც ასეთი კატეგორიის ადამიანებს. სულერთია რომელ ტაძარში ილოცებენ ეს აიხსნება და ეკუმენიზმი ეწოდება მაგას..იმისთვის თუ სულერთია მოძღვრისთვის რატომაა სულერთი?განა ეს ის რელიგიაა არაა მისთვის რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ქრისტესგან მოცემული გზითვის?თუ შემცდარი პაპისტების რელიგია ვართ ხან ღვინით ვაზიაროთ ხან პურით როგორც მოგვეხასიათება? QUOTE მაგრამ ჩვენ რა მანდედან? მე არაფერი დამკლებია, აზიარა და აზიაროს. აი ამ დამოკიდებულების ბრალია სწორედ რომ ათას უბედურებას აქვს ადგილი იქ სადაც არაფრით არ უნდა ხდებოდეს ეს საქმეები. როგორ გულგრილად ვუყურებთ არა ერთი პატარა ბიჭი ქრისტეს და კრიშნას ერთდროულად რომ სცემს თაყვანს? მაგრად გვკიდია ხომ ეს? გ ვ კ ი დ ი ა ამას ქვია დაკიდება. QUOTE დავით კანონისტი დაგვხატავდა ეხლა, ის გვეტყოდა რამდენად დასაშვებია მღვდლის ეგ საქციელი? ერთი იქ თქვა კანონისტმა სადაც მიწვეული იყო სიმართლე და დაიჭირა სიმართლის მახარე და ახლა აქ იტყვის კიდევ. მიკიბავს მოკიბავს რაღაც მშრალ მაგალითებს მოიყვანს ლოგიკურად გამართავს და დაგვიდებს ძეგლივით. ხმა ამოიღეთ ყველამ სანამ დროა და დაიწყეთ ყველამ საუბარი თორემ რა დონემდე მივედით უკვე ხომ ხედავთ ეკუმენიზმი შევიწყნარეთ და მიღებულია თურმე რომ არიან ადამიანები რომელიბიც ყველა ტაძარში ლოცულობენ და მათ ამის უფლება აქვთ. როდემდე უნდა გქონდეთ თავი ქვიშაში ჩაყოფილი სირაქლემებივით.აღიარეთ მაინც და თქვით რომ ხო ეს არის შეცდომა,რატომ ეძებთ გამართლებას და გამოყვანას ამ საქმისა რომ არაფერი დაშავებულა ქრისტე და კრიშნა ერთად ადიდო,ბუდას იცავდე და უყენებდე გვერდით წამებულ ღმერთს რომელმაც თავი დაიმცირა და ჯვარზე ავიდა ჩვენი სიკვდილის დასამარცხებლად. ქრისტემ ყველაფერი შეცვალა ბუდაც კრიშნაც და სხვა დანარჩენიც და გითხრათ აი ესაა გზა აქ იარეთ თქვენ კი ამბობთ რომ არა მხოლოდ ეს გზა არაა? -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 03:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი