სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
lamara |
Jul 5 2009, 09:39 PM
პოსტი
#41
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
1) აბრაამს სამი ანგელოზის სახით
2) ახალ აღთქმაში– როცა იესომ ნათელ–იღო... გავაგრძელოთ, მგონი არ უნდა იყოს უინტერესო თემააააააა. ასეთი კითხვაც მაქვს: ადამს და ევას უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, როგორც გვეუბნება წმიდა წერილი. მაინტერესებს სამების სამივე პირთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა, თუ რომელიმე ერთთან? თუ არის ამაზე ნათქვამი რამე? -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ალექსანდრე |
Jul 7 2009, 09:57 AM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა - ასე იწყება შესაქმეს წიგნი.
''შექმნა ღმერთმა'' - აქ სიტყვა ''ღმერთი'' ებრაულ დედანში დგას მრავლობით რიცხვში ''ელოჰიმ'' (ღმერთები), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია ''ელოაჰ'' ან ''ელი'' (ღმერთი). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმიდა სამების ჰიპოსტასებზე. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არის მინიშნება წმ. სამებაზე და არა მრავალ ღმერთზე? იმიტომ რომ ებრაულში მომდევნო სიტყვა დგას მხოლობით რიცხვში: ''ელოჰიმ ბარა'' (ღმერთებმა შექმნა და არა ღმერთებმა შექმნეს). პირველი სიტყვა '' ღმერთებმა'' მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა ''შექმნა'', თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Otherguy |
Apr 15 2012, 08:59 AM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ჩემი აზრით ტექსტის ამგვარი გაგება არის უბრალოდ არასწორი.
ანუ, როცა წერია: "ელოჰიმ ბარა" და ვამბობთ რომ აქ წმინდა სამებაზეა მინიშნება, ბევრი რამ გვავიწყდება. პირველ რიგში ის, რომ ებრაელებს არასოდეს ჰქონიათ პრობლემა მაგ მუხლზე და არც რამენაირად უმსჯელიათ - "ღმერთი მართლა ერთი გვყავს თუ არა?"-ო. არამგონია ებრაელებზე უკეთ ებრაული აქ ვინმემ ვიცოდეთ. ხოლო წმინდა მამების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ბერძნულს ფლობდა კარგად. იმის ლაპარაკი რომ სამება ჩანს ძველ აღთქმაში, არასწორია. თუ გრამატიკას მივყვებით, ბოლომდე მივყვეთ: "ღმერთმა(ელოჰიმ) უთხრა:..." გამოვა რომ სამების სამივე პიროვნება ერთი და იგივე სიტყვებს ლაპარაკობდა, რადგან სიტყვა "უთხრა" მხოლობითშია... ებრაულში ასეთი მრავლობით პირს "დიადი მრავლობითი" ეწოდება, რომელიც სხვა სიტყვებზეც გამოიყენება ძველ აღთქმაში და არამარტო ღმერთზე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
Apr 15 2012, 10:39 AM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ჩემი აზრით ტექსტის ამგვარი გაგება არის უბრალოდ არასწორი. ანუ, როცა წერია: "ელოჰიმ ბარა" და ვამბობთ რომ აქ წმინდა სამებაზეა მინიშნება, ბევრი რამ გვავიწყდება. პირველ რიგში ის, რომ ებრაელებს არასოდეს ჰქონიათ პრობლემა მაგ მუხლზე და არც რამენაირად უმსჯელიათ - "ღმერთი მართლა ერთი გვყავს თუ არა?"-ო. არამგონია ებრაელებზე უკეთ ებრაული აქ ვინმემ ვიცოდეთ. ხოლო წმინდა მამების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ბერძნულს ფლობდა კარგად. იმის ლაპარაკი რომ სამება ჩანს ძველ აღთქმაში, არასწორია. თუ გრამატიკას მივყვებით, ბოლომდე მივყვეთ: "ღმერთმა(ელოჰიმ) უთხრა:..." გამოვა რომ სამების სამივე პიროვნება ერთი და იგივე სიტყვებს ლაპარაკობდა, რადგან სიტყვა "უთხრა" მხოლობითშია... ებრაულში ასეთი მრავლობით პირს "დიადი მრავლობითი" ეწოდება, რომელიც სხვა სიტყვებზეც გამოიყენება ძველ აღთქმაში და არამარტო ღმერთზე. აფსოლიტურად გეტანხმები , ეს არის აღმატებულობის მაჩვენებელი მრავლობითი, ასევე სიტყვა ეხოდ რომელიც აღნიშნავს ერთში შემავალ სიმრავლეს. ეს სიტყვა გამოყენებულია უდიდეს მცნებაში _ ისმინე ისრაელ უფალი ღმერთი ჩვენი ერთია ერთადერთი იაჰვე ! ანუ ერთში შემავალი სიმრავლე, მაგრამ ამ სიტყვებს ციტირებს იესო მარკოზის სახარების 12 თავში და იქ ჩვეულებრივად ბერძნულად წერია რომ ერთია და არავითარი მრავლობითი ფორმა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი