![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მართლმადიდებლურ ეკლესიაში რაც ძალიან მომწონს ეს არის მოძღვრის ინსტიტუტი.
კარგი მოძღვარი როცა გყავს ადამიანს, დიდი ბედნიერებაა. მიკვირს რომ ზოგიერთი ადამიანი თავისი მოძღვრის ნათქვამზე მზად არის კლდიდანაც კი გადახტეს, მაგრამ გუშინ ერთ ეკლესიაში ვიყავი რომლის შესასვლელში თეთრზე შავით ეწერა (და ასე ბევრგან წერია) აკრძალულია ჩართული მობილურით შემოსვლა! მაგრამ თუ პატივს სცემენ მოძღვარს და ეკლესიის წესრიგს, რატომ არ ემორჩილებიან ღვთის მსახურის ამ მოთხოვნას? რა დონემდე უნდა იყოს ადამიანი მოძღვრის, ან სხვა ღვთისმსახურის მორჩილი? რა დროს შეუძლია არ დაემორჩილოს მას? |
![]() ![]() |
ხათუნა |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 ![]() |
მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ მოძღვარი კაცია. საერთოდ რაღაცნაირად არც აღვიქვავ მას კაცად (სწორი გაგებით ოღონდაც) ანუ არ მცხვენია მისი. მგონი გახსნილი რომ იყო აუცილებელია პირველ რიგში გიყვარდეს შენი მოძღვარი. თუ გიყვარს უკვე თავისთავად ენდობი და გჯერა მისი. რომ ამბობმენ მღვდელი რად მინდა უფლის წინაშეო? მე პირიქიტ, ჩემი მოძღვის გარეშე მეშინია კიდეც, ის არის ჩემი დამხმარე ამ დროს და მისი იმედი მაქვს.
ჩამოწერას რაც შეეხება ეს მიჭირს და არ მსიამოვნებს, მე მირჩევნია ზეპირად ვთქვა. თუ აღსარებაზე მისულს რომელიმე ცოდვა გამომრჩება ესეიგი არ მაწუხებს ის ჯერ ალბათ იმდენად, თორემ რა დამავიწყებდა?! პირველად აღსარება დაახლოებით 12-13 წლის წინ ვთქვი (ჩამოწერილი), მოძღვრის დანახვაზეც როგორც თქვენ ამბობთ, მეც პატივისცემის გრძნობა მქონა. ახლა ისე მოხდა ამდენ ხნიანი პაუზის მერე სამების მრევლი გავხდი. და ყველაფერი თითქოს ახლა დაიწყო. ჯერ ერთი წელიც არ არის რაც სამებაში მყავს მოძღვარი მაგრამ მის დანახვაზე პირველ რიგში სიყვარულს ვგრძნობ და არა მარტო პატივისცემას, ამ მოკლე ხანში მეუფემ და მოძღვარმა იმდენი სითბო დამანახეს რომ აღსარებისას არანაირი პრობლემა არ მაქვს (რა თქმა უნდა თვითონ ცოდვის განცდის გარდა) მოძღვარზე ახლობელი ადამიანი არ არსებობს მგონი. მთავარია უფალმა კარგი მოძღვარი შეგახვედროთ, მე ეს საჩუქარი უკვე მაქვს ღვთისგან და უზომოდ ბედნიერი ვარ. ღმერთმა ჯანმრთელი და დღეგრძელი მიმყოფოს მე ჩემი მოძღვარი, თქენ თქვენი მოძღვრები და ყველას ერთად - უწმინდესი ! -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 07:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი