სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
lamara |
Jul 5 2009, 09:39 PM
პოსტი
#41
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
1) აბრაამს სამი ანგელოზის სახით
2) ახალ აღთქმაში– როცა იესომ ნათელ–იღო... გავაგრძელოთ, მგონი არ უნდა იყოს უინტერესო თემააააააა. ასეთი კითხვაც მაქვს: ადამს და ევას უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, როგორც გვეუბნება წმიდა წერილი. მაინტერესებს სამების სამივე პირთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა, თუ რომელიმე ერთთან? თუ არის ამაზე ნათქვამი რამე? -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ხახაბოელი |
Apr 18 2012, 04:21 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
პოსტებიდან ჩანს, რომ ზოგს ჰგონია, წმინდა სამების ჰიპოსტასებს შორის საუბარი გაიმართა. არავითარი საუბარი არ გამართულა, არც სიტყვა თქმულა, როგორც ჩვენ ვამბობთ და ბაგეებით წარმოვთქვამთ, უბრალოდ ამ სიტყვებიდან (შევქმნათ) ჩანს, რომ სამივე ჰიპოსტასის აზრი ერთია და სამივე პირის ნება გაცხადდა.მამის, ძის და სულიწმინდის აზრი და ნება ყოველთვის ერთია.ღმერთზე ფიქრისას, სანამ წარმოსახვებს არ გაექცევი სამება ყოველთვის დამაბნეველი იქნება და შეიძლება მიუღებელიც იყოს.თუ იფიქრებ ღმერთზე სწორად, როგორაც ჯერ არს ფიქრი, მაშინ რაღაცას მიხვდები და ირწმუნებ.წარმოსახვებით ვერ მიაღწევ ღმერთამდე.უნდა განუდგე ყველა წარმოსახვას,რადგან ღმერთი უფორმოა, არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო, არც შედგება რაიმესაგან, არც ხელი აქვს, არც ფეხი, არც პირი, არც ენა, არა აქვს ასოები, არც არაფერში ეტევა,მხოლოდ თავისი სურვილით ხდება დატევნადი,ის ამავე დროს ყველგანაა და ყველაფერში, მთლიანი ღმერთია ჩემშიც, და ყველგან, ყველაფერში, მთლიანი ღმერთია აქაც და მთლიანია გალაქტიკებს მიღმაც,ის არც მრისხანებს, არც არავითარი ცვლილება არ ხდება მასში, არც დროა მასთან შეხებაში,წარსული, აწმყო და მომავალი ერთია მისთვის,სანამ პირველ ანგელოზს შექმნიდა მაშინაც კი მიცნობდა მე და იცოდა ვცხონდებოდი თუ ჯოჯოხეთის შვილად ვიქცეოდი. ასეთი წარმოუსახავი, მოუაზრებელი და ქმნილებასთან არავითარ გარეგნულ მსგავსებაში მყოფი ღმერთი, ძნელია იყოს სამპიროვანი?ვფიქრობ სრულებითაც არა.
|
esre ars cheshmariteba |
Apr 18 2012, 08:47 PM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
პოსტებიდან ჩანს, რომ ზოგს ჰგონია, წმინდა სამების ჰიპოსტასებს შორის საუბარი გაიმართა. არავითარი საუბარი არ გამართულა, არც სიტყვა თქმულა, როგორც ჩვენ ვამბობთ და ბაგეებით წარმოვთქვამთ, უბრალოდ ამ სიტყვებიდან (შევქმნათ) ჩანს, რომ სამივე ჰიპოსტასის აზრი ერთია და სამივე პირის ნება გაცხადდა.მამის, ძის და სულიწმინდის აზრი და ნება ყოველთვის ერთია.ღმერთზე ფიქრისას, სანამ წარმოსახვებს არ გაექცევი სამება ყოველთვის დამაბნეველი იქნება და შეიძლება მიუღებელიც იყოს.თუ იფიქრებ ღმერთზე სწორად, როგორაც ჯერ არს ფიქრი, მაშინ რაღაცას მიხვდები და ირწმუნებ.წარმოსახვებით ვერ მიაღწევ ღმერთამდე.უნდა განუდგე ყველა წარმოსახვას,რადგან ღმერთი უფორმოა, არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო, არც შედგება რაიმესაგან, არც ხელი აქვს, არც ფეხი, არც პირი, არც ენა, არა აქვს ასოები, არც არაფერში ეტევა,მხოლოდ თავისი სურვილით ხდება დატევნადი,ის ამავე დროს ყველგანაა და ყველაფერში, მთლიანი ღმერთია ჩემშიც, და ყველგან, ყველაფერში, მთლიანი ღმერთია აქაც და მთლიანია გალაქტიკებს მიღმაც,ის არც მრისხანებს, არც არავითარი ცვლილება არ ხდება მასში, არც დროა მასთან შეხებაში,წარსული, აწმყო და მომავალი ერთია მისთვის,სანამ პირველ ანგელოზს შექმნიდა მაშინაც კი მიცნობდა მე და იცოდა ვცხონდებოდი თუ ჯოჯოხეთის შვილად ვიქცეოდი. ასეთი წარმოუსახავი, მოუაზრებელი და ქმნილებასთან არავითარ გარეგნულ მსგავსებაში მყოფი ღმერთი, ძნელია იყოს სამპიროვანი?ვფიქრობ სრულებითაც არა. იმდენი მოგივიდა რომ ქრისტიანობასაც გასცდი . ბედისწერას გმობს ქრისტიანობა. ღმერთმა არ იცის მე ხვალ რას გავაკეთებ, არც ის იცოდა ადამი მიიღებდა თუ არა ნაყოფს, არც ის იცოდა იესოს გასცემდა თუ არა ვინმე, მან თქვა რომ გასცემდა ვიღაც ანუ იწინასწარმეტყველა! და ასეც მოხდა. რაც შეეხება იმას რომ ღმერთს არ უთქვიაო არამედ სამი იპოსტასის ნება ერთმანეთს დაემთხვაო_ ამაზე გიპასუხებ რომ ღმერთი თავკერძა და სიტყვაძუნწი არ არის . ბიბლიიდან ჩანს რომ მისი სიტყვა ძალაუფლებითია და მას მოთათბირება და დაფიქრება არ სჭირდება რადგან ის სრულქმნილია და ყოველთვის იცის თუ რა არის სწორი და რა არასწორი |
ხახაბოელი |
Apr 18 2012, 11:43 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
იმდენი მოგივიდა რომ ქრისტიანობასაც გასცდი . ბედისწერას გმობს ქრისტიანობა. ღმერთმა არ იცის მე ხვალ რას გავაკეთებ, არც ის იცოდა ადამი მიიღებდა თუ არა ნაყოფს, არც ის იცოდა იესოს გასცემდა თუ არა ვინმე, მან თქვა რომ გასცემდა ვიღაც ანუ იწინასწარმეტყველა! და ასეც მოხდა. რაც შეეხება იმას რომ ღმერთს არ უთქვიაო არამედ სამი იპოსტასის ნება ერთმანეთს დაემთხვაო_ ამაზე გიპასუხებ რომ ღმერთი თავკერძა და სიტყვაძუნწი არ არის . ბიბლიიდან ჩანს რომ მისი სიტყვა ძალაუფლებითია და მას მოთათბირება და დაფიქრება არ სჭირდება რადგან ის სრულქმნილია და ყოველთვის იცის თუ რა არის სწორი და რა არასწორი არა არ გავცდი, არც ბედისწერის მჯერა.ღმერთმა ყველაფერი იცის, თავისი ყოვლისმცოდნეობით, წინასწარმცოდნეობით.მან იცის მე ვცხონდები, თუ გადავრჩები, მაგრამ თავად კი არ დამიდგინა, როგორ უნდა მოვიქცე, არამედ იცის ჩემი თავისუფალი ნებით მას ავირჩევ, თუ ბოროტს, ყოველი ჩემი ნაბიჯი იცის, რასაც მე გადავდგავ და ავირჩევ, ჩემი ნებით ვიცხოვრებ, როგორც მინდა, მაგრამ როგორც ვიცხოვრებ ღვთისათვის დაფარული არ არის.მეც მაგას ვამბობ, რომ მოთათბირება არ სჭირდება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, პირობითად კი შეიძლება ასე ვუწოდოთ.სამების ნება კი არ დაემთხვა ერთმანეთს, არამედ სამების ნება არც არასოდეს არის სხვა და სხვა, მათი ნება და ძალა ერთია, მათი მოქმედებაც ერთია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი