სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| karpaki |
Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი
#1
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი ![]() მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm ეს მოკლე მიმოხილვა მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| karpaki |
Apr 19 2012, 02:57 PM
პოსტი
#2
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+582)
6 (19) აპრილი ![]() წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+592) - დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს. როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის ნაცვლად წმიდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმიდანი მოხუცმა პატრიარქმა წმიდა მინამ (536-552, ხს. 25 აგვისტოს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმიდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო. წმიდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი. წმიდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც იგი გადაასახლეს. პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას იქმოდა: მისი ლოცვით კეთილმსახური ანდროგინის მეუღლეს, რომელიც მანამდე ყოველთვის მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისაგანაც; კურნავდა კეთროვანებს, ლოთებს. როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა. წმიდა ევტიქიმ ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი - იუსტინე (565-578) და ტიბერიუსი (578-582). წმიდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, 577 წელს, წმიდა ევტიქი დაბრუნდა თორმეტწლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო. პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს წმიდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
karpaki წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი Feb 16 2012, 12:51 PM
karpaki http://i031.radikal.ru/1202/eb/e9d22ddf2de1.jpg
... Feb 17 2012, 04:28 PM
karpaki ძვ. 5 თებერვალი შაბა... Feb 18 2012, 11:33 PM
karpaki http://s13.radikal.ru/i186/1202/82/670a945df5c2.jp... Feb 19 2012, 10:47 AM
karpaki წმიდა მოწამე თეოდო... Feb 20 2012, 10:35 PM
karpaki წინასწარმეტყველი ... Feb 21 2012, 01:22 PM
karpaki 10 თებერვალი (ძველი ... Feb 23 2012, 08:48 AM
karpaki http://s51.radikal.ru/i131/1202/b6/e0a57c648ef3.jp... Feb 23 2012, 06:39 PM
karpaki წმიდანი: პროხორე ქ... Feb 24 2012, 10:13 PM
karpaki ღირსი ეფრემ ასური (+... Feb 26 2012, 11:27 AM
karpaki ღირსი მამა -მღვდელ... Feb 27 2012, 01:36 PM
karpaki დღეიდან გავარგრძე... Mar 30 2012, 02:51 PM
karpaki დღეს არის ხსენება
... Mar 31 2012, 10:59 AM
karpaki წმიდა მოწამენი, ქრ... Apr 1 2012, 07:08 PM
karpaki წმიდა ფოტინე და ძე... Apr 2 2012, 03:20 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 3 2012, 07:12 PM
karpaki წმინდა სერაფიმე ვი... Apr 4 2012, 01:49 PM
karpaki [img]http://s019.radikal.ru/i621/1204/1a/d75070a4e... Apr 5 2012, 07:05 PM
karpaki წმიდა იოანე მანგლე... Apr 9 2012, 10:45 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 11 2012, 02:16 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 13 2012, 12:06 PM
karpaki მოწამენი: ამფიანე ... Apr 15 2012, 01:03 PM
karpaki ღირსი ტიტე, საკვირ... Apr 15 2012, 01:13 PM
karpaki წმიდა ნიკიტა აღმსა... Apr 15 2012, 11:12 PM
karpaki ღირსი იოსებ მგალობ... Apr 17 2012, 10:51 PM
karpaki ღირსი თეოდორა თესა... Apr 18 2012, 10:55 PM
ნაინა კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 08:21 PM
karpaki
კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 09:48 PM
ნაინა karpaki
ვეცდები, მაგრამ... Apr 19 2012, 10:03 PM
karpaki
karpaki
ვეცდები, მაგრა... Apr 20 2012, 01:40 PM
karpaki წმიდა მოციქული ირო... Apr 21 2012, 06:49 PM
karpaki Священномученик Григорий V,... Apr 23 2012, 02:06 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 24 2012, 03:30 PM
karpaki икона Богородицы «МУРОМСКА... Apr 25 2012, 01:32 PM
karpaki წმიდა მარტინე აღმს... Apr 27 2012, 12:59 AM
karpaki ქალწულმოწამენი: აღ... Apr 29 2012, 03:25 PM
karpaki 19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრი... May 1 2012, 07:34 PM
karpaki მღვდელმოწამე იანუ... May 3 2012, 08:41 PM
karpaki ღირსი თეოდორე სიკი... May 4 2012, 07:20 PM
karpaki მოწამენი: საბა სტრ... May 6 2012, 10:22 PM
karpaki წმიდა ათანასე დიდი... May 14 2012, 09:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th January 2026 - 12:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი