სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
lamara |
Jul 5 2009, 09:39 PM
პოსტი
#1
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
1) აბრაამს სამი ანგელოზის სახით
2) ახალ აღთქმაში– როცა იესომ ნათელ–იღო... გავაგრძელოთ, მგონი არ უნდა იყოს უინტერესო თემააააააა. ასეთი კითხვაც მაქვს: ადამს და ევას უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, როგორც გვეუბნება წმიდა წერილი. მაინტერესებს სამების სამივე პირთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა, თუ რომელიმე ერთთან? თუ არის ამაზე ნათქვამი რამე? -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ხახაბოელი |
Apr 20 2012, 05:01 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
აბსურდი იცი რა არის?რომ გგონია ღმერთმა რაიმე არ იცის,თუ მან არ იცის მომავალი ზუსტად ისე ნათლად და აშკარად, როგორც აწმყო, მაშ არ ყოფილა იგი ღმერთი, არ ყოფილა ყოვლის შემძლე, არ ყოფილა აბსოლიტური შესაძლებლობის მქონე, ის თუ მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს ის დროისა და სივრცის მიღმიერი არ ყოფილა ანუ მას დასაბამიც ჰქონია. ღმერთი მარადიულია და მარადისობაში და უდროობაშია მისი მყოფობა, მხოლოდ ქმნილებათა მიმართებაში ავლენს ის დროში მოქმედებას.შენი თქმით როგორიც არის ღმერთი ჩემთვის მასეთი არსება ღმერთი არ არის, მე არ ვიცნობ ესეთ ღმერთს, რომელსაც არ შეუძლია იცოდეს მომავალი.ღმერთმა ყველაფერი იცის, იცოდა როცა ანგელოზებს ქმნიდა, რომ მათი ნაწილი დაეცემოდა, როცა აკრძალვას აწესებდა ნაყოფის ჭამაზე, იცოდა, რომ შეჭამდნენ ადამიანები.ღმერთმა ეს პროგრამად არ ჩაუდო, უბრალოდ იცოდა, რომ მათი ნება მიიდრიკებოდა ბოროტისაკენ, მათივე არჩევანი იქნებოდა ასეთი.მაშ რატომ შექმნაო ანგელოზები იტყვი თუ დაეცემოდნენო,იცი რატომ? თუ არ შექმნიდა, ესეიგი თავიდანვე ფარხმალს დაყრიდა ბოროტების წინაშე, რადგან დაცემის შიშით შესაქმე არ განხორციელდებოდა საერთოდ, რადგან დაუცემელი მხოლოდ ღმერთია, სხვა ყველა შეიძლება დაეცეს და ბოროტად იქცეს, ვიცით ჩვენ, რომ ანგელოზები, რომლებიც დაეცნენ, თუ არ შეიქმნებოდნენ ის ანგელოზები არ დაეცემოდნენ, რომლებიც ეხლა ღმერთის გვერდით არიან?იქნებ ზუსტად ეს იყო მათთვის გამოცდილების მომცემი.რატომ დააწესა აკრძალვა ხილზე? მაშ ადამიანის თავისუფალი ნება რაღა იქნებოდა? ეს ხილიც ხომ პირობითია? მათ ღვთის მცნება არ შეისმინეს. სხვა მცნება, რომ დაედო ღმერთს ვინ იცის მაშინ რა მოუვიდოდა ადამს?თუ არ იქნებოდა მცნება, მაშ ღმერტს მარიონეტი უნდა შეექმნა, რომელიც მხოლოდ მასზე იქნებოდა დამოკიდებული.ღვთის გზებს და მოქმედებებს ჩვენ ბოლომდე ვერ გავიაზრებთ. რატომ გაწირაო იუდა, იუდა რომ არ ყოფილიყო სხვა იქნებოდა, რომელიც გასცემდა უფალს, უეჭველად გაიცემოდა უფალი ვინმე მახლობელის მიერ, იუდა სავსე იყო ვერცხლის მოყვარეობით, მოღალატეობის სულით, ის ქრისტესთან იქნებოდა თუ მის გარეშე, მაინც ჯოჯოხეთის შვილი გახდებოდა ეს უეჭველია, რადგან უფლის გვერდით მყოფი მაინც მპარავად დარჩა, ამდენი სასწაული იხილა, და მაინც გასცა უფალი, სიყვარული მის გვერდით იყო და ის მაინც სიძულვილისაკენ ილტვოდა, ვინ იტყვის რომ უსამართლო იყო ღმერთი? მან ხომ თავისი ნებით აირჩია ყოველივე?მეგობარო დრო მხოლოდ ჩვენთვის არსებობს, ღმერთი კი დროის მიღმიერია, თუ მან არ იცის ყოველივე მომავალზე აბსლიტურ დეტალებში, მაშ ის ღმერთი არ ყოფილა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 10:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი