![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
narchita |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 21-October 11 წევრი № 11,692 ![]() |
პირველად შევესწარი ასეთ შემთხვევას.8 აპრილს,ბზობის დღესასწაულზე წავედი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში,წმინდა სამებაში.(თურქეთი).წირვის დასრულებისას ეპისკოპოსი აზიარებდა მრევლს.რიგი იყო.მე და ერთი ბერძენი ქალბატონი ვიდექით მარჯვენა მხარეს ,საიდანაც კარგად ჩანდა ეპისკოპოსიც და მოზიარე მრევლი.ვუცქერით,ვხედავთ რუსებს,ქართველებს, ბერძნებს,სხვა ეროვნების ტურისტებსაც ეზიარებიან.ერთად დგას ორი ახალგაზრდა გოგო ,მე მგონი ადგილობრივი სომხები იყვნენ,იმიტომ რომ პირჯვარი კათოლიკურად გადაიწერეს,დაინახა მამაომ და როცა ბარძიმს მიუახლოვდნენ,ეკითხება მართლმადიდებელი არ ხარო????და უკან გააბრუნა ორივე,არ აზიარა.იმის მერე რამოდენიმე ადამიანი ეზიარა და მიუახლოვდა ერთი ბერძენი მართლმადიდებელი ახალგაზრდა ქალი 30 წლამდე,ეპისკოპოსმაც კოვზით უნდა მიაღებინოს სიწმინდე ამ ქალს და რას ვხედავთ .....ამ ქალმა თავის მაღლა აწევით ტუჩების კოვზზე შეუხებლად მიიღო უფლის სისხლი და ხორცი,ეპისკოპოსი ჯერ განცვიფრდა,მერე განრისხდა.და გაბრაზებულმა დაუყვირა, მგონი წადიო უთხრა ბერძნულად.მრევლიც განცვიფრდა.ბოლოს ვხედავთ ისევ ის ორი გოგო(კათოლიკები),ისევ მეორედ ჩამდგარიყვენენ რიგში,იცნო მამაომ და ეუბნება ხომ გითხარით არ შეიძლება არამართლმადიდებლის ზიარება,ისევ რატომ მოდიხართო????ორივე ეუბნება ძალიან გთხოვთ,.....გთხოვთ....მამაო....და ბოლოს ეპისკოპოსი დათანხმდა ,ეტყობა ისე იყო განრისხებული იმ მართლმადიდებლისგან,რომ აზიარა ორი კათოლიკე.ჩემს გვერდით მდგომმა ქლბატონმა მითხრა,აი ხომ ხედავ მართლმადიდებელმა რა გააკეთა ,შეეშინდა სხვისი ნაპირალი კოვზის და კათოლიკე კიდე ეხვეწება მაზიარეო.მეც განცვიფრებული ვარ,პირველად ვნახე ასეთი რამ.თქვენ რას იტყვით,გინახავთ ვინმეს ასეთი მოქცევა ზიარებისას????ან რაიმე ახსნა აქვს ამ შემთხვევას.??????????????
|
![]() ![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
აუცილებელი პირობა არაა, როგორც ზემოთ მოტანილი მაგალითიდან ჩანს, ანუ იმ მაგალითიდან როცა ბერძენმა სასულიერო პირმა ის 2 მონოფიზიტი გოგონა აზიარა.
აუცილებელი პირობაა რომ ჩავჯდე ნავში ,როცა წყალზე გადაადგილება მსურს დასველების გარეშე. მაგრამ შემიძლია არც ჩავჯდე და გადავეშვა პირდაპირ. არსებობს წესები და კანონები ყველასთვის, მაგრამ არსებობს გამონაკლისები. მაგალითად ასეთ პიროვნებაზე რომელიც მოუნათლავი იყო და ეზიარა, ან ქრისტესთვის ეწამა ამბობენ რომ სისხლით მოინათლა. თუ გვინდა ქრისტიანები გავხდეთ უნდა გვესმოდეს რომ ღმერთი განუსაზღვრელი სიყვარულია და არა ხალხის დასაშინებელი რაღაც ავტომატური, წესებით განსაზღვრული და დადგენილი სტრუქტურა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
terra |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
აუცილებელი პირობა არაა, როგორც ზემოთ მოტანილი მაგალითიდან ჩანს, ანუ იმ მაგალითიდან როცა ბერძენმა სასულიერო პირმა ის 2 მონოფიზიტი გოგონა აზიარა. ჩემი აზრით კი, ეს საქციელი, უბრალოდ კადნიერებაა (თუ ხიბლი არა) და სიწმიდეთმკრეხელობა. ამას რომ ვამბობ, ვითვალისწინებ მართლმადიდებლობაში ,,გამონაკლისების ინსტიტუტის'' არსებობას. რა თქმა უნდა, უნათლავი ავაზაკი, პირველი შევიდა სამოთხეში, რა თქმა უნდა, არსებობს სისხლით ნათლობაც, რა თქმა უნდა, არსებობს ქვიშით ნათლობაც (როცა წყალი არ არის), რა თქმა უნდა, არსებობს ერისკაცის მიერ ნათლობის საიდუმლოს აღსრულება, არსებობს ერისკაცის მიერ აღსარების მიღების პრაქტიკაც (როცა კვდები და მღვდელი არ გყავს გვერდით), მაგრამ, ეს ყველაფერი, ხდება იშვიათად, მხოლოდ ურგენტულ და ფორსმაჟორულ, საგანგებო სიტუაციაში. გეკითხები, რა უშლიდა ხელს მავან ბერძენ სასულიერო პირს, რომ, ჯერ გამოეკვლია მონოფიზიტი გოგოების სულიერი მდგომარეობა, მოენათლა და მერე ეზიარებინა?! ღმერთშემოსილი მამაა და თავად უფალი გამოეცხადა ბრძანებით, რომ, მონოფიზიტები ეზიარებინა? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
karpaki |
![]()
პოსტი
#4
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
terra
QUOTE შევიდა სამოთხეში, ის შევიდა და არა დარჩა იმავე საფეხურზე რომელზეც იყო აი ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიზანი უნდა იყოს სხვა,რომ შეუდგა ქრისტეს მართალ გზას და არა მხოლოდ უბრალოდ ზიარება -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 02:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი