![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
narchita |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 21-October 11 წევრი № 11,692 ![]() |
პირველად შევესწარი ასეთ შემთხვევას.8 აპრილს,ბზობის დღესასწაულზე წავედი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში,წმინდა სამებაში.(თურქეთი).წირვის დასრულებისას ეპისკოპოსი აზიარებდა მრევლს.რიგი იყო.მე და ერთი ბერძენი ქალბატონი ვიდექით მარჯვენა მხარეს ,საიდანაც კარგად ჩანდა ეპისკოპოსიც და მოზიარე მრევლი.ვუცქერით,ვხედავთ რუსებს,ქართველებს, ბერძნებს,სხვა ეროვნების ტურისტებსაც ეზიარებიან.ერთად დგას ორი ახალგაზრდა გოგო ,მე მგონი ადგილობრივი სომხები იყვნენ,იმიტომ რომ პირჯვარი კათოლიკურად გადაიწერეს,დაინახა მამაომ და როცა ბარძიმს მიუახლოვდნენ,ეკითხება მართლმადიდებელი არ ხარო????და უკან გააბრუნა ორივე,არ აზიარა.იმის მერე რამოდენიმე ადამიანი ეზიარა და მიუახლოვდა ერთი ბერძენი მართლმადიდებელი ახალგაზრდა ქალი 30 წლამდე,ეპისკოპოსმაც კოვზით უნდა მიაღებინოს სიწმინდე ამ ქალს და რას ვხედავთ .....ამ ქალმა თავის მაღლა აწევით ტუჩების კოვზზე შეუხებლად მიიღო უფლის სისხლი და ხორცი,ეპისკოპოსი ჯერ განცვიფრდა,მერე განრისხდა.და გაბრაზებულმა დაუყვირა, მგონი წადიო უთხრა ბერძნულად.მრევლიც განცვიფრდა.ბოლოს ვხედავთ ისევ ის ორი გოგო(კათოლიკები),ისევ მეორედ ჩამდგარიყვენენ რიგში,იცნო მამაომ და ეუბნება ხომ გითხარით არ შეიძლება არამართლმადიდებლის ზიარება,ისევ რატომ მოდიხართო????ორივე ეუბნება ძალიან გთხოვთ,.....გთხოვთ....მამაო....და ბოლოს ეპისკოპოსი დათანხმდა ,ეტყობა ისე იყო განრისხებული იმ მართლმადიდებლისგან,რომ აზიარა ორი კათოლიკე.ჩემს გვერდით მდგომმა ქლბატონმა მითხრა,აი ხომ ხედავ მართლმადიდებელმა რა გააკეთა ,შეეშინდა სხვისი ნაპირალი კოვზის და კათოლიკე კიდე ეხვეწება მაზიარეო.მეც განცვიფრებული ვარ,პირველად ვნახე ასეთი რამ.თქვენ რას იტყვით,გინახავთ ვინმეს ასეთი მოქცევა ზიარებისას????ან რაიმე ახსნა აქვს ამ შემთხვევას.??????????????
|
![]() ![]() |
terra |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ლეონტი
ციტატა უწმინდესი მსოფლიო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ, თბილისში ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა მასთან, სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობის სასულიერო პირები და წარმომადგენლები, და იყო შემთხვევა როცა პატრიარქს ისინი უზიარებია, ყოველგვარი "გადანათვლების" და თეორიული გადამზადებების გარეშე. ეს შეცდომა იყო. თუ ასე იყო. იქნებ მითხრა, რომ, უწმინდესი უცთომელია?! -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 03:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი